ჩეკის გადადება
სავაჭრო ობიექტის სალაროსთან, ხშირად შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასტანდარტულ შემთხვევას. მაგ: მომხმარებელი შესაძენი საქონლით მიდის მოლარე-ოპერატორთან, შესაბამისად მოლარე-ოპერატორი ახორციელებს სალაროსთან მიტანილი საქონლის რეალიზაციას, მომხმარებელს ახსენდება, რომ კიდევ სურს სხვა საქონელის შეძენა, როდესაც სალაროსთან რიგია მყიდველის მიერ ახალი საქონლის მოსატანად წასვლა და მისთვის ლოდინი იწვევს გარკვეულ დისკომფორტს სხვა მომხმარებლებისგან, ასევე მოუხერხებელია და გარკვეული დრო სჭირდება სარეალიზაციო საქონლის წაშლას. სისტემა უზრუნველყოფს ასეთი პრობლემის მარტივად გადაწყვეტას, რათა არ შეფერხდეს კლიენტების მომსახურება, კერძოდ მოლარე-ოპერატორი ასრულებს ოპერაციას „ჩეკის გადადება“ და ემსახურება სალაროსთან მყოფ სხვა მომხმარებლებს, შესაბამისად ამ პერიოდში სალაროს მუშაობა არ ჩერდება, მოლარე-ოპერატორს შეუძლია რამდენიმე ჩეკის გადადება (რაოდენობა შეზღუდული არ არის). საქონლის დასამატებლად წასული მომხმარებლის დაბრუნებისას კი მოლარე-ოპერატორი გამოიძახებს „გადადებულ“ ჩეკს, დაამატებს ახალ საქონელს ჩამონათვალში და დაასრულებს ოპერაციას.
ჩეკის გადადების ოპერაცია სრულდება სამუშაო მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანების დახმარებით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფანჯარა:
ფანჯარაში არის ორი სვეტი „ჩეკის მიმდინარე ნომერი“ და „ჩეკის ალტერნატიული ნომერი“. „ჩეკის მიმდინარე ნომერი“ სისტემა ანიჭებს მიმდინარე ნომერს ავტომატურად, „ჩეკის ალტერნატიული ნომრის“ სვეტში კი მოლარე-ოპერატორი უთითებს ჩეკის ნომერს, რომლითაც შემდეგ მოიძიებს გადადებული ჩეკების ჩამონათვალში. ალტერნატიული ნომრის მითითების შემდეგ ფანჯარაში აქტიურდება ბრძანება „შესრულება“, რომლის გამოყენებაც გულისხმობს ჩეკის გადადებას, შედეგად ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც განთავსებული იქნება ჩეკები ძირითადი და ალტერნატიული ნომრებით. ჩეკის „გადასადებად“ ანუ დროებით შესანახად გამოიყენეთ ღილაკი „ამოირჩეიეთ ჩეკის ალტერნატული N (Enter)” ან დააჭირეთ Enter-ღილაკს, აღნიშნეული ქმედებენის შესრულების შემდეგ მოლარე-ოპერატორს შეუძლია მოემსახუროს მომდევნო მომხმარებელს.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|