Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
რეალიზაცია სწრაფი კვების ობიექტებისათვის

 

Name 
Description 

სურათების მიბმა შტრიხკოდებზე და კატეგორიებზე*


საქონლის სურათებიანი ცნობარის შესაქმნელად საჭიროა გარკვეული მოქმედებების შესრულება:

  • წინასწარ შექმენით იმ პროდუქტების კატეგორიების სურათები, რომლებიც არსებობს საქონლის ცნობარში და მას დაარქვით სახელად შესაბამისი კატეგორიის კოდი;
  • წინასწარ შექმენით იმ პროდუქტების (შტრიხკოდების) სურათები, რომლებიც არსებობს საქონლის ცნობარში და მას დაარქვით სახელად შესაბამისი შტრიხკოდი;
  • საქონლის კატეგორიების სურათები შეინახეთ CategoriesImages-საქაღალდეში (ApexCash => FastFoodImages => CategoriesImages);
  • საქონლის (შტრიხკოდების) სურათები შეინახეთ GoodsImages--საქაღალდეში (ApexCash => FastFoodImages => GoodsImages);

საქონლის კატეგორიაზე საქონლის შტრიხკოდების (Images) მიბმა ხდება სპეციალური ფუნქციის დახმარებით.

* პუნქტი განკუთვნილია სისტემის ადმინისტრატორისათვის (ან მაღალკვალიფიციური სპეციალისტისათვის) 

საქონლის რეალიზაცია სურათებით
(ზოგადი მიმოხილვა) 

საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, უმეტეს წილად, რეალიზებადი საქონლის დასახელებათა რაოდენობა შედარებით მცირეა, ვიდრე სუპერმარკეტებში. აქედან გამომდინარე შესაძლებელია თითოეული დასახელების საქონელზე (შტრიხკოდზე) მიბმული იყოს ამ საქონლის სურათი (შექმნილი იყოს საქონლის ცნობარი სურათებით) და მოლარე-ოპერატორმა რეალიზაცია მოახდინოს სურათების დახმარებით. საქონლის სურათებიან ცნობარში გადასვლა ხორციელდება საქონლის შტრიხკოდის ჩასაწერი ველის მარჯვნივ განთავსებული ღილაკის გამოყენებით:

ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:


ფანჯარა შედგება რამდენიმე ნაწილისაგან:

  • მარცხენა შუა ნაწილში განთავსებულია საქონლის კატეგორიები შესაბამისი სურათებით და გადაფურცვლის ღილაკებით. გადაფურცვლა შეიძლება როგორც მაუსის დახმარებით ასევე კლავიშთა კომბინაციით, რომელიც გამოჩნდება გადაფურცვლის ღილაკთან მაუსის მიახლოებისას:
    • -გადასვლა თავში (Shift+Home);
    • -გადასვლა ზედა ფურცელზე (Shift+PageUp);
    • -გადასვლა ქვედა ფურცელზე... more 

საქონლის რეალიზაცია სურათებით

დააწკაპუნეთ (დააჭირეთ) მაუსი -ღილაკზე ეკრანზე გაიშლება სამუშაო მაგიდა, სადაც განთავსებული იქნება საქონლის კატეგორიები და საქონლის დასახელებები სურათებით. დააჭირეთ საქონლის კატეგორიის სურათის ქვემოთ კოდზე, სამუშაო მაგიდის შუა ნაწილში გამოჩნდება ამ კატეგორიაში შემავალი საქონლის სურათები, დააწკაპუნეთ (დააჭირეთ) საქონლის სურათის ქვემოთ მოთავსებულ შტრიხკოდზე, ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარაში აქტიურია მხოლოდ რაოდენობის ჩასაწერი ველი, ჩაწერეთ სარეალიზაციო საქონლის რაოდენობა და დააწკაპუნეთ (დააჭირეთ) ღილაკზე "შესრულება" (ან საქონლის რაოდენობის ჩაწერის სემდეგ დააჭირეთ Enter-ღილაკს მიმდევრობით). საქონლის დასახელება გამოჩნდება სამუშაო მაგიდის ქვედა ნაწილში:

საქონლის რაოდენობის შესაცვლელად დააწკაპუნეთ (დააჭირეთ) რედაქტირების ღილაკზე ან გამოიყენეთ სრაფი კლავიშები: Shift+F5, Ctrl+Insert, ეკრანზე გამოვა იგივე ფანჯარა, რომელიც გამოდის საქონლის დამატების (შტრიხკოდზე... more 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!