საქონლის რეალიზაცია სკანერის გარეშე
საქონლის რეალიზაცია მოლარე-ოპერატორს შეუძლია განახორციელოს სკანერის გარეშეც. რეალიზაციის დროს ხდება საქონლის დამატება ანუ სარეალიზაციო საქონლის ჩამონათვალის ფორმირება პროგრამის სამუშაო მაგიდაზე.
საქონლის დამატება სკანერის გარეშე
აპექს-სალაროს პროგრამის მომხმარებლებს, საქონლის რეალიზაცია სისტემაში შეუძლიათ, როგორც სკანერის დახმარებით, ასევე სკანერის გარეშეც. კერძოდ, თუ არ აქვს სკანერი სავაჭრო ობიექტს, ან აქვს, მაგრამ კონკრეტული საქონლის რეალიზაციის დროს, სკანერმა ვერ შესძლო საქონლის შტრიხკოდის ამოკითხვა, მაშინ შტრიხკოდის შეტანა უნდა განახორციელოს მოლარე-ოპერატორმა ხელით, შტრიხკოდის სრულად შეტანის შემდეგ კი გამოიყენოს „Enter”- კლავიში, შედეგად საქონლის დასახელება, რაოდენობა და ფასი გამოჩნდება სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში. აღნიშნული მოქმედებების შესრულების შემდეგ, ოპერაცია გრძელდება იგივე თანმიმდევრობით, როგორც „საქონლის რეალიზაცია სკანერის დახმარებით“... more