პროგრამის მომხმარებლები
სალაროს პროგრამას შეიძლება ჰყავდეს რამოდენიმე მომხმარებელი, რომელთაც შესაძლებელია მივანიჭოთ სხვადასხვა უფლებები, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. მომხმარებლისათვის უფლების მინიჭება ხდება „Apex ERP“-ის პროგრამის სალაროების მართვის მოდულის საშუალებით (მაგ: ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს რეალიზაცისს ოპერაციის წარმოების უფლება, ზოგიერთს სალაროდან თანხის ამოღების შესაძლებლობა, სალაროს შევსება და ა.შ.) თითოეულმა მომხმარებელმა აპექს-სალაროს სისტემაში შესასვლელად “Desktop”-ზე უნდა აირჩიოს „Apex Cash”-ის სალაროს პიქტოგრამა და “mouse”-ის მარცხენა ღილაკზე დაჭერით მოახდინოს პროგრამის გაშვება. პროგრამაში შესვლისას მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მისთვის სისტემაში შესასვლელი სახელის და პაროლის გამოყენება. სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს პროგრამიდან გაუსვლელად განვახორციელოთ სისტემაში შესვლა სხვა სახელით, მოგეხსენებათ მოლარე-ოპეატორს, რომელიც ემსახურება მომხმარებლებს არ აქვს სალაროდან ფულის ამოღების ოპერაცისს შესრულების უფლება, ამ დროს მოლარე-ინკასატორს, რომელსაც აქვს აღნიშნული ოპერაციის შესრულების უფლება, ცვლის დახურვამდე პროგრამიდან გაუსვლელად შეძლებს თავისი სახელით და პაროლით სისტემაში შესვლას და ოპერაციის განხორციელებას. ანალოგიურად შეუძლიათ პროგრამის სხვა მომხმარებლებს შეასრულონ ის ოპერაციები, რომელზედაც მათ აქვთ უფლებები.
გახსნილ პროგრამაში სხვა სახელით შესასვლელად გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება.
პროგრამაში შესვლისას ან აღნიშნულ ბრძანების ღილაკზე დაჭერის შედეგად ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:
ფანჯარაში მოცემული არის შემდეგი ბრძანებები:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|