Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
აპექს-სალარო
Name 
Description 

პროგრამის შესახებ

პროგრამა აპექს-სალარო (ApexCash)თანამედროვე სრულფუნქციონალური კომპიუტერული სისტემაა, რომელიც განკუთვნილი არის სავაჭრო ობიექტებზე საქონლის საცალო რეალიზაციის პროცესის ავტომატიზაციისათვის. სისტემის მარტივი ინტერფეისი და მისი მოცულობა, მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ შრომითი რესურსები და გაიმარტივოთ სამუშაო. პროგრამა გათვალისწინებული, მორგებული და დახვეწილია მომხმარებლის სურვილისამებრ. პროგრამა მიბმულია „Apex ERP“-ზე, შესაბამისად საცალო რეალიზაციის მომხმარებლების დარეგისტრირება ხორციელდება „Apex ERP“-ში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ დაარეგისტრიროთ სასურველი რაოდენობის მომხმარებლები, მისცეთ წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობები, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად, სისტემის მომხმარებლებს მიანიჭოთ ფიქსირებული ფასდათმობის პროცენტი. „Apex ERP“-ის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია, მიუთითოთ და მიბმა განახორციელოთ აპექსის სალაროში ანგარიშსწორების სახეების, შედარება და კონტროლი მოახდინოთთ აპექს-სალაროს Z- ანგარიშების, მიიღოთ ინფორმაცია სალაროში განხორციელებულ ოპერაციებზე... more 

სისტემის კონფიგურირება


სისტემის კონფიგურირებისათვის უნდა მივმართოთ კონფიგურაციის ფაილებს:
, ,
 

  • C_conn.ini (ApexCash => Api => C_conn.ini)

ფაილიდან ხდება სერვერის, SQL სერვერის, მონაცემთა ბაზის, მომხმარებლისა და პაროლის მითითება:

[SQLConnectionParameters]
Server=TMC ------ სერვერი (კომპიუტერი) რომლის SQL-საც უერთდება ამოცანა
Driver=SQL SERVER
Database=q071------ SQL-ის ბაზის სახელი
UID=sa -----SQL-ის მომხმარებლის სახელი
pwd=------ SQL-ის მომხმარებლის პაროლი

[Branch]
LineOnControl=1
LineOnTimeOut=12000
LineOnControlAction=0


C_cash.xml (ApexCash => C_cash.xml)

კონფიგურაციის ფაილი, საიდანაც ხდება სალაროებისათვის ნომრების მინიჭება, ეკრანზე გამოსატანი ინფორმაციის განსაზღვრა და სხვა:

<?xml version = "1.0" encoding="Windows-1252" standalone="yes"?>
<VFPData>
<c_cash>

  • <cashn>0</cashn> ------ სალაროს დასაშვები ნომერია 1-დან 999-ის ჩათვლით. „დეფაულტად“ ენიჭება 0,... more 

პროგრამის მომხმარებლები

სალაროს პროგრამას შეიძლება ჰყავდეს რამოდენიმე მომხმარებელი, რომელთაც შესაძლებელია მივანიჭოთ სხვადასხვა უფლებები, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. მომხმარებლისათვის უფლების მინიჭება ხდება „Apex ERP“-ის პროგრამის სალაროების მართვის მოდულის საშუალებით (მაგ: ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს რეალიზაცისს ოპერაციის წარმოების უფლება, ზოგიერთს სალაროდან თანხის ამოღების შესაძლებლობა, სალაროს შევსება და ა.შ.) თითოეულმა მომხმარებელმა აპექს-სალაროს სისტემაში შესასვლელად “Desktop”-ზე უნდა აირჩიოს „Apex Cash”-ის სალაროს პიქტოგრამა და “mouse”-ის მარცხენა ღილაკზე დაჭერით მოახდინოს პროგრამის გაშვება. პროგრამაში შესვლისას მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მისთვის სისტემაში შესასვლელი სახელის და პაროლის გამოყენება. სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს პროგრამიდან გაუსვლელად განვახორციელოთ სისტემაში შესვლა სხვა სახელით, მოგეხსენებათ მოლარე-ოპეატორს, რომელიც ემსახურება მომხმარებლებს არ აქვს სალაროდან ფულის ამოღების ოპერაცისს შესრულების... more 

პროგრამაში შესვლა


პროგრამაში შესასვლელად გამოიყენეთ აპექს-სალაროს პიქტოგრამა, მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით პროგრამა დაიწყებს დროის ათვლას, რომელიც საჭიროა ბაზასთან დასაკავშირებლად:

დროის ათვლის დამთავრების შემდეგ ეკრანზე გაიშლება პროგრამის სამუშაო მაგიდა. თუ მუშაობას ვიწყებთ ახალ ობიექტზე ან მუშა ობიექტზე მას შემდეგ რაც დახურულია ცვლა მაშინ ეკრანზე გამოდის შეტყობინება*:

ორივე შემთხვევისათვის საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია, რათა შევძლოთ სისტემაში მუშაობის განხორციელება.
"OK" ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესატანი ველებით

• მომხმარებლის იდენტიფიკატორი- სვეტში იწერება მომხმარებლის სისტემაში შესასვლელი სახელი, რომლის რეგისტრაციაც ხორციელდება “Apex ERP”-ის პროგრამაში მოდულიდან „სალაროების მართვა“, ბრძანებით „მოლარე ოპერატორები“;
• მომხმარებლის პაროლი- სვეტში იწერება, მომხმარებლის სისტემაში შესასვლელი პაროლი,... more 

სალაროს პროგრამის მენიუ

სალაროს პროგრამის საშუალებით ხორციელდება საცალო ვაჭრობის ობიექტებზე საქონლის რეალიზაციისა და უკან დაბრუნების ოპერაციები. პროგრამაში მუშაობა ხორციელდება მენიუს ზოლზე განთავსებული ბრძანებების (ღილაკები) მეშვეობით. მენიუს ზოლი განთავსებულია სამუშაო მაგიდის ქვედა ნაწილში:

პროგრამის მენიუს ეკრანზე გამოტანა შესაძლებელია აგრეთვე "F5" კლავიშზე დაჭერით:

 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!