Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
არაბრუნვადი საქონელი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => არაბრუნვადი საქონელი), რომლის დანიშნულებაა გასული პერიოდის ძნელად რეალიზებადი საქონლის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიწოდება.
ბრძანებაზე გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "ძნელად რეალიზებადი საქონელი".

იგი წარმოადგენს პივოტ ცხრილს, თუმცა შესაძლებელია ფორმის გრაფიკის სახით მიწოდება მომხმარებლისათვის. ფორმას აქვს თარიღის შუალედისა და საქონლის კატეგორიის ასარჩევი გრაფა (Combo box), რომლებიც გამოიყენება ფორმის გასაფილტრად. ფორმიდან ასევე შესაძლებელია სასურველი განლაგების შენახვა, რედაქტირება.
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
შტრიხკოდის ისტორია არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => შტრიხკოდის ისტორია), რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს მიაწოდოს კონკრეტული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია საწყობების მიხედვით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "შტრიხკოდის ისტორია". იგი წარმოადგენს ცხრილს:

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ორი გრაფა:
  • საქონელი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონლის დასახელებას, მასზე მიბმული იქნება შტრიხკოდიც;
  • შტრიხკოდი (Combo box)-შტრიხკოდის შეტანა ხდება ხელით ან სკანერით. რამდენიმე შტრიხკოდის შეტანის შემდეგ მათი ამორჩევა შესაძლებელია ჩამოსაშლელი ისრის დახმარებით;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები: ფორმაში ოპერაციის ტიპების მიხედვით შესაძლებელია ჩანაწერების... დაწვრილებით 
თვითღირებულების ისტორია არის მოდულის "
ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => თვითღირებულების ისტორია), რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს მიაწოდოს კონკრეტული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "თვითღირებულების ისტორია". იგი წარმოადგენს ცხრილს:

ფორმას აქვს თარიღის შუალედისა ასარჩევი ელემენტი და ორი გრაფა:
  • საქონელი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონლის დასახელებას, მასზე მიბმული იქნება შტრიხკოდიც;
  • შტრიხკოდი (Combo box)-შტრიხკოდის შეტანა ხდება ხელით ან სკანერით. რამდენიმე შტრიხკოდის შეტანის შემდეგ მათი ამორჩევა შესაძლებელია ჩამოსაშლელი ისრის დახმარებით;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები:
იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid) 
ამონაგების ანალიზი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ამონაგების ანალიზი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ამონაგების შესახებ ანალიზურ ინფორმაციის მიწოდება. იგი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
  • დეტალური-იძლევა დეტალურ ინფორმაციას ამონაგების შესახებ პივოტ ცხრილის ფორმით;
  • დეტალური (თ.გ.)-იძლევა დეტალურ ინფორმაციას ამონაგების შესახებ თვითღირებულების გარეშე, პივოტ ცხრილის ფორმით;
  • კრებსითი-გვიჩვენებს რეალიზაციასა და ამონაგებს ჯამურად;
  • ჩამოწერების ანალიზი მიმდინარე ფასებით-გამოაქვს ინფორმაცია საქონლის დანაკლისით გამოწვეული ჩამოწერების შესახებ ;
  • სავარაუდო ამონაგები-გვიჩვენებს სავარაუდო ამონაგებს არსებული ნაშთებიდან გამომდინერე მიმდინარე ფასებით;
 
მომსახურების ანალიზი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => მომსახურების ანალიზი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით (მომსახურება, ფორმა-1050).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მომსახურების ანალიზი":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი. მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა".

იხილეთ აგრეთვე:

Pivot table, ცხრილი (Grid) 
წარმოების ანალიზი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => წარმოების ანალიზი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის საკუთარი წარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით (მზა პროდუქციის წარმოება, ფორმა-1008).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "წარმოების ანალიზი":

ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
  • თარიღის შუალედი;
  • საქონელი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ იმ მზა პროდუქციის დასახელებას, რომლის წარმოების ანალიზიც გვაინტერესებს;
  • ანგარიში (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს სადაც ინახება მზა პროდუქცია;
  • მხოლოდ (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ ცხრილში დარჩება მხოლოდ ის ნედლეული, რომლის ხარჯვის დროსაც დაფიქსირდა რეცეპტიდან გადახრა. გადახრა მოცემულია სვეტში "გადახრა (Sum)", ნედლეულის... დაწვრილებით 
ნედლეულის ბრუნვა
არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ნედლეულის ბრუნვა). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ნედლეულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ანალიზური ცხრილის ფორმით.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ნედლეულის ბრუნვა":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ნედლეულის (საქონლის) ასარჩევი გრაფა (Combo box). ნედლეულის ბრუნვის ფორმა გვაძლევს ინფორმაციას საკუთარი წარმოებისათვის გადაცემული ნედლეულის (საქონელი) და დანაკლისის დროს ჩამოწერილი საქონლის შესახებ.
მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს... დაწვრილებით 
ზედნადების რეესტრი არის მოდულის "
ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ზედნადების რეესტრი), რომლის დანიშნულებაა მოგვაწოდოს სასქონლო ზედნადებების რეესტრი.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "სასაქონლო ზედნადებების რეესტრი". იგი წარმოადგენს ცხრილს, სადაც მოცემულია ზედნადების ნომრები, თანხა, მყიდველთა დასახელება და ა.შ.:

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ორი გრაფა, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • საწყობის № (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ იმ საწყობს, რომელი საწყობიდან გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების რეესტრიც გვაინტერსებს;
  • ოპერაციის № (Combo box)-ვირჩევთ ოპერაციის ტიპს (საბითუმო რეალიზაცია, საცალო რეალიზაცია და ა. შ.);
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები:
დაბრუნებული საქონელი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => დაბრუნებული საქონელი), რომლის დანიშნულებაა რეალიზებული და შემდგომში უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიწოდება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "დაბრუნებული საქონელი". იგი წარმოადგენს პივოტ ცხრილს:

ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • თარიღის შუალედი;
  • კლიენტი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ იმ მომხმარებელს, რომლისაგანაც მოხდა საქონლის უკან დაბრუნება;
  • შიდა ნომერი (რ.) (Combo box)-ვირჩევთ რეალიზაციის შიდა ნომერს;
  • გარე ნომერი (რ.) (Combo box)-ვირჩევთ რეალიზაციის გარე ნომერს;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
ნულოვანი წერტილის ანალიზი არის მოდულის "
ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => ნულოვანი წერტილის ანალიზი), რომლის დანიშნულებაა კომპანიაში ფინანსური ანალიზით დაკავებულ მუშაკს საშუალება მისცეს წინასწარ ცნობილი მუდმივი ხარჯების პირობებში კონკრეტული დასახელების საქონლისათვის განსაზღვროს რეალიზაციის ის მინიმალური რაოდენობა, რომლისათვისაც კომპანის არ ექნება არც ზარალი და არც მოგება (წაუგებლობის წერტილი).
ბრძანების გამოყენების შედეგად,ეკრანზე გამოდის ფორმა "ნულოვანი წერტილის განსაღვრა". იგი წარმოადგენს პივოტ ცხრილს:

ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები:
  • თარიღის შუალედი;
  • მუდმივი ხარჯები-გრაფაში იწერება კომპანიის მუდმივი ხარჯები, რომელიც პირდაპირ დამოკიდებული არ არის წარმოების მოცულობასა და რეალიზაციაზე. იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნულოვანი წერტილის განსაზღვრისათვის.
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:... დაწვრილებით 
დეფიციტის ანალიზი არის მოდულის "
ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => დეფიციტის ანალიზი), რომლის დანიშნულებაა კომპანიაში ფინანსური ანალიზით დაკავებულ მუშაკს საშუალება მისცეს წინასწარ განსაზღვროს დეფიციტური საქონელი (ნედლეული), რათა არ მოხდეს შეფერხებები წარმოებასა და რეალიზაციაში.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "დეფიციტის ანალიზი". იგი წარმოადგენს პივოტ ცხრილს:

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ელემენტი და გრაფები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:
  • საწყობი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ საწყობს, სადაც გვაინტერესებს დეფიციტური საქონლის განსაზღვრა;
  • მომწოდებელი (Combo box)-ვირჩევთ მომწოდებელს და გამოვავლენთ თუ რომელი საქონელია უკვე დეფიციტური, რომელიც ამ მომწოდებელმა მოგვაწოდა;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
მომწოდებლებთან ანგარიშგება არის ბუღალტერიის ბრძანება (ბუღალტერია => ანალიზი => მომწოდებლებთან ანგარიშგება). ფორმა გვიჩვენებს, თუ რა თანხის საქონელია შეძენილი კონკრეტული მომწოდებლისგან, მოწოდებული საქონლის მიხედვით რა თანხის საქონელია რეალიზებულია და შესაბამისად რამდენია მომწოდებლისათვის გადასახდელი თანხა გაყიდული საქონლის მიხედვით.

ფორმა შეიცავს შემდეგ სვეტებს: ბუღალტრული ნაშთი, საქონლის ნაშთი, გადასახდელი თანხა.
  • ბუღალტრული ნაშთი-გვიჩვენებს რა თანხის საქონელია შეძენილი (დღგ-ს ჩათვლით) მომწოდებლისგან;
  • საქონლის ნაშთი-გვაწვდის ინფორმაციას მომწოდებლის მიხედვით, რა თანხის საქონელი აქვს ორგანიზაციას;
  • გადასახდელი თანხა-გვიჩვენებს კონკრეტულ მომწოდებელზე რეალიზებული საქონლის მიხედვით რამდენია გადასახდელი თანხა.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "მომწოდებლებთან ანგარიშგება":

ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები:
დღგ-ს ანალიზი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => დღგ-ს ანალიზი). მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის დღგ-ს აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ანალიზურ ინფორმაციის მიწოდება. იგი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
 
ვალუტის კურსის ცვლილება არის სისტემის მოდულის „ანალიზი“ მენიუს ბრძანება (ანალიზი => ვალუტის კურსის ცვლილება), რომლის დანიშნულებაა მომხმარებლისათვის ვალუტის კურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დროის მოცემულ შუალედში.
ბრძანების გამოყენების შედეგად , ეკრანზე გამოვა ფორმა „ვალუტის კურსის ცვლილებები“ ცხრილის სახით (Pivot table):

ფორმას აქვს თარიღის ელემენტი და ვალუტის ასარჩევი გრაფა (Combo box).
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური... დაწვრილებით 
სხვადასხვა არის სისტემის მოდულის „ანალიზი“ მენიუს ბრძანება, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "ანალიზები", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სხვადასხვა ანალიზურ (კონკრეტული მომხმარებლისათვის შექმნილ) ფორმებს, ანალიზური ფორმა შესაძლებელია ეკრანზე გამოვიტანოთ, როგორც ცხრილის, ასევე "Pivot"-ის სახით:

ფორმას აქვს Combo box-ი "ანალიზი" საიდანაც ხდება ანალიზის ფორმის არჩევა. ანალიზის ფორმები წინასწარაა შექმნილი კონკრეტული მომხმარებლისათვის. სხვადასხვა ანალიზის ფორმების არჩევის შემდეგ ფორმას ემატება განსხვავებული გრაფები (ცხრილის გასაფილტრად):

ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid) 
კადრებისა და ხელფასების ანალიზი-არის მოდულის "ანალიზისი" ბრძანება, რომლის დანიშნულებაა თანამშრომლებზე არსებული ინფორმაციის ანალიზი. იგი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.