ხელფასების უწყისები-არის ანალიზის მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი). იგი უზრუნველყოფს ხელფასის დეტალურ, ჯამურ და პერსონალის დავალიანების ანალიზს. ბრძანებაზე (ან ჩამოსაშლელ ღილაკზე) დაჭერის შედეგად ეკრანზე ჩამოიშლება ბრძანებათა ჩამონათვალი:
- დეტალური-ბრძანება საშუალებას იძლევა დეტალურად, თითოეული თანამშრომლის მიხედვით გავაანალიზოთ ხელფასებთან და სხვა გაცემებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ანალიზური ფორმა "დარიცხვების უწყისები დეტალური". ფორმას აქვს წელიწადისა და თვის ასარჩევი ელემენტები;
- ჯამური-ბრძანება საშუალებას იძლევა უწყისების მიხედვით გავაანალიზოთ ჯამური ინფორმაცია . მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ანალიზური ფორმა "დარიცხვის უწყისები (ჯამური)". ფორმას აქვს წელიწადისა და თვის ასარჩევი ელემენტები. ფორმაში უწყისების მიხედვით მოცემულია ჯამური ინფორმაცია: დარიცხული ხელფასი ჯამურად, გაცემული ხელფასი ჯამურად, საშემოსავლო ჯამურად და ა. შ.;
- პერსონალის დავალიანება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ანალიზური ფორმა "პერსონალის დავალიანება", სადაც მოცემულია თითოეული თანამშრომლისათვის სადაზღვევო დავალიანების ჯამურ თნხები.
ზემოთ განხილული ყველა ფორმა წარმოადგენს პივოტ ცხრილს, რომელთა მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
ცხრილის უჯრებში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა".