Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დაბრუნებული საქონელი

დაბრუნებული საქონელი არის მოდულის "ანალიზი" ბრძანება (ანალიზი => დაბრუნებული საქონელი), რომლის დანიშნულებაა რეალიზებული და შემდგომში უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიწოდება. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "დაბრუნებული საქონელი". იგი წარმოადგენს პივოტ ცხრილს: 

 

ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:

  • თარიღის შუალედი;
  • კლიენტი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ იმ მომხმარებელს, რომლისაგანაც მოხდა საქონლის უკან დაბრუნება;
  • შიდა ნომერი (რ.) (Combo box)-ვირჩევთ რეალიზაციის შიდა ნომერს;
  • გარე ნომერი (რ.) (Combo box)-ვირჩევთ რეალიზაციის გარე ნომერს;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: იმისათვის, რომ ანალიზის საკითხებით დაკავებულმა მუშაკმა მეტი ინფორმაცია მიიღოს უკან დაბრუნებულ საქონელზე ფორმიდან გაუსვლელად, ზოგიერთი სვეტის სტრიქონებზე გამომავალ კონტექსტურ მენიუს დამატებული აქვს სხვადასხვა ინფორმაციის გამომტანი ბრძანებები. ბრძანებები გამოდის მაშინ, როცა ეს სვეტები განლაგებულია Drop Row Fields არეში. ეს სვეტებია:
  • შტრიხკოდი-სვეტის უჯრაში გამომავალ კონტექსტურ მენიუს აქვს ბრძანება ანალიზი:
  • შიდა ნომერი (დაბ.), გარე ნომერი (დაბ.), შიდა ნომერი (რ.) და გარე ნომერი (რ.). ჩამოთვლილი სვეტების უჯრაზე გამოსულ კონტექსტურ მენიუს აქვს ბრძანება "ბუღალტერია" (ჩამონათვალის ღილაკი):
 

"საბუთის ნომრის რედაქტირება" ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საბუთის ნომრის რედაქტირება": 

 

ფორმას აქვს ორი გრაფა:

  1. შიდა №-გრაფაში ჩაწერილია საბუთის შიდა ნომერი და შესაძლებელია მისი შეცვლა;
  2. გარე №-გრაფაში ჩაწერილია საბუთის გარე ნომერი და შესაძლებელია მისი რედაქტირება.
ფორმის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ღილაკი "საბუთის ნახვა", მასზე დაჭერით ეკრანზე გამოდის პივოტ ცხრილში არჩეული საბუთის (დაბრუნების (დაბ.) საბუთი ან რეალიზაციის (რ.) საბუთი) შესაბამისი ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა: დაბრუნების ოპერაციის დროს (შიდა ნომერი (დაბ.), გარე ნომერი (დაბ.)) ეკრანზე გამოდის ფანჯარა "საქონლის შეძენა (რედაქტირება)", ხოლო რეალიზაციის ოპერაციის დროს (შიდა ნომერი (რ.) და გარე ნომერი (რ.))-"საბითუმო/საცალო რეალიზაცია (რედაქტირება)". საბუთის ნომრის შეცვლა შესაძლებელია რედაქტირების ფანჯარაშიც. 

ფორმას "საბუთის ნომრის რედაქტირება" აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა

ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა". 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

Pivot table, ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!