ინფორმაცია თანამშრომლებზე-არის ანალიზის მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი). იგი უზრუნველყოფს პერსონალის სიის, სადაზღვევო პოლისების, დანამატის, საგამოცდო ვადისა და თანამშრომლის მიღება-განთავისუფლების ბრძანებების ანალიზს. ბრძანებაზე (ან ჩამოსაშლელ ღილაკზე) დაჭერის შედეგად ეკრანზე ჩამოიშლება ბრძანებათა ჩამონათვალი:
- პერსონალის სია-ბრძანების დანიშნულებაა პერსონალის სიის ანალიზი. მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ინფორმაცია თანამშრომელზე". ფორმაში გამოტანაილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეტანილია თანამშრომლის საანკეტო მონაცემებში და ხელფასთან დაკავშირებული მონაცემები;
- სადაზღვევო პოლისი-ბრძანების დანიშნულებაა სადზღვევო პოლისების ანალიზი,მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სადაზღვევო პოლისი". ფორმაში შეგვიძლია გამოვიტანოთ თითოეული თანამშრომლის მიხედვით სადზღვევო პოლისებისა და სადაზღვევო პაკეტების შესახებ ინფორმაცია ანალიზის ჩატარების მიზნით;
- დანამატები-ბრძანების დანიშნულებაა თანამშრომლებზე გაცემული დანამატების შესახებ ანალიზური ინფორმაციის გამოტანა. მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ანალიზური ფორმა "დანამატები";
- საგამოცდო ვადა-ბრძანების საშუალებით ხდება ეკრანზე საგამოცდო ვადის შესახებ ინფორმაციის გამოტანა მისი კონტროლის მიზნით. მასზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფორმა "საგამოცდო ვადის კონტროლი". ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
- თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების ბრძანებები-ბრძანების დანიშნულებაა ანალიზური ცხრილის ფორმით მოგვაწოდოს ინფორმაცია თანამშრომელთა მიღებისა და განთავისუფლების შესახებ. ფორმას აქვს მიღების და განთავისუფლების თარიღის ასარჩევი ელემენტები.
ზემოთ განხილული ყველა ფორმა წარმოადგენს პივოტ ცხრილს, რომელთა მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
ცხრილის უჯრებში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა".