წარმოშობილი დღგ–ს აქტივის გაშიფრა არის "ანალიზი" მენიუს (ბუღალტერია => ანალიზი => დღგ => წარმოშობილი დღგ–ს აქტივის გაშიფრა) ბრძანება. მისი დანიშნულებაა საანგარიშო პერიოდში გვაჩვენოს გადახდილი მაგრამ ჯერ ჩაუთვლელი დღგ გაშიფრულად. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე ავტომატურად გამოდის მიმდინარე თვეში ჩასათვლელი დღგ-ს თანხები, თარიღებისა და მომწოდებლების მიხედვით, გარდა ჩასათვლელი დღგ-ს თანხისა ფორმაში მოცემულია ინფორმაცია ანგარიშ-ფაქტურის შესახებ. ფორმიდან შესაძლებელია ავირჩიოთ სასურველი საოპერაციოი პერიოდი.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "წარმოშობილი დღგ–ს აქტივის გაშიფრა":
ფორმა წარმოადგენს Grid-ს. მას აქვს წელიწადის ჩასაწერი გრაფა და თვეების ასარჩევი (Combo box). წელიწადის ჩასაწერ გრაფში, თუ ჩავწერთ რამოდენიმეჯერ წელიწადს, მაშინ მათი არჩევა შეგვეძლება ჩამოსაშლელი ისრის საშუალებით, ხოლო ჩამონათვალში სტრიქონის ამოშლა შეიძლება თითოეული სტრიქონის მარჯვნივ მდებარე ღილაკის გამოყენებით:
დღგ-ს აქტივის ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|