Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
შეკვეთები არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად მომზადება, როგორც იმპორტის შემთხვევაში, ასევე შიდა ბაზარზე, საწყობში მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი საბუღალტრო გატარებების შესრულება. ფორმას აქვს საქონლის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის ფუნქციები. კონტროლირებადია საწყობში საქონლის ნაშთების რაოდენობა მინიმუმის და მაქსიმუმის გათვალისწინებით. ლოგისტიკის მოდულში ბრძანება შევსება ასრულებს შეკვეთების გენერაციას.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „შეკვეთები“:

ფორმას აქვს ორი ჩანართი:
  1. დეტალები-ჩანართში გაშიფრულია შეკვეთაში შემავალი საქონელი. ჩანართში მოქმედებს კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს მთავარი მენიუს ბრძანებები: საქონლის დამატება, საქონლის რედაქტირება, საქონლის წაშლა, ასევე ბრძანება ანალიზი. საქონლის რედაქტირებაზე დაჭერის... დაწვრილებით 
გადამზიდავები არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემაში გადამზიდავი კომპანიების შეყვანა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „გადამზიდავები“:

ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს ტექსტური გრაფები:
-დასახელება-გრაფაში იწერება გადამზიდავი კომპანიის დასახელება;
-საიდენტიფიკაციო კოდი-იწერება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი;
-ტელეფონი-კომპანიის ტელეფონი.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა, გასვლა.
იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid) 
ანალიზი არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის სისტემაში ლოგისტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზური ფორმით მიწოდება. ბრძანების საშუალებით ვღებულობთ შეკვეთების სრულ ანალიზს. თითოეული შეკვეთის შესახებ შეგვიძლია მივიღოთ ყველანაირი ინფორმაცია: შეკვეთის თარიღი, ნომერი, სავარაუდო მიღების თარიღი, შემკვეთი საწყობი, სტატუსი, გადამზიდავი კომპანია, გადაზიდვის ხარჯი, შესყიდვის ფასი, ფასდაკლება, სატრანსპორტო ხარჯის ვალუტა და სხვა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „ანალიზი“:

პირველ რიგში ხდება ფორმის გრაფებში საჭირო ჩანაწერების არჩევა, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
  • საწყობი (Combo box)-ირჩევენ სასურველ საწყობს და შესაბამისად ცხრილში გამოდის მხოლოდ ამ საწყობის მიმდინარე ნაშთები;
  • მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში ხდება იმ მომწოდებლის... დაწვრილებით 
საქონელი გზაში არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებლისათვის შეკვეთილი და ტრანსპორტირების პროცესში მყოფი საქონლის შესახებ ინფორმაციის ანალიზური ფორმით მიწოდება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „ანალიზი“:

პირველ რიგში ხდება ფორმის გრაფებში საჭირო ჩანაწერების არჩევა, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოგენენ:
  • საწყობი (Combo box)-ირჩევენ სასურველ საწყობს და შესაბამისად ცხრილში გამოდის მხოლოდ ამ საწყობის მიმდინარე ნაშთები;
  • მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში ხდება იმ მომწოდებლის არჩევა რომლის მიხედვითაც უნდა გაიფილტროს ცხრილი;
ფორმას აქვს თარიღის შუალედის ორი ელემენტი.
მენიუს ზოლში განთავსებულია ორი ღილაკი-ჩამრთველით (ალამი) და ბრძანებები:
ნაშთები და რეალიზაცია არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საქონლის რეალიზაციისა და არსებული ნაშთების შესახებ, რომლის შეკვეთა და ბუღალტერიაში ასახვა განხორციელებულია ლოგისტიკის მოდულის შესაბამისი ფორმებიდან (ფორმა "მარაგების შევსება", ფორმა "შეკვეთები").
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „ნაშთი და რეალიზაცია“:

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და სტანდარტული ბრძანებები: ცხრილში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება განახლება და ანალიზი.

იხილეთ აგრეთვე:

ცხრილი (Grid) 
საწყობის მოთხოვნები არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემაში შიდა შეკვეთის შექმნა კონკრეტული საწყობისათვის, რომელიც საბოლოო ეტაპზე აგენერირებს შეკვეთას მომწოდებლის მიხედვით ლოგისტიკის მოდულში "შეკვეთები" და "საქონლის მიღება". ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია თარიღის შუალედით და საწყობის მიხედვით.
ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
  • განახლება;
  • დამატება-ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "მოთხოვნა":

ფანჯარაში მოქმედებს ბრძანებები შენახვა და გასვლა.
ფანჯრის გაფილტვრა შესაძლებელია საწყობის, საქონლის კატეგორიის და მიღების თარიღის მიხედვით. საწყობის აჩევის შედეგად, ფორმაში განთავსდება სისტემაში რეგისტრირებული საქონლის ჩამონათვალი, სადაც მითითებულია საწყობის ნაშთი და... დაწვრილებით 
საქონლის მიღება არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ლოგისტიკის და საქონლის შიდა შეკვეთიდან გამომდინეარე საქონლის მიღება და ბუღალტერიაში ასახვა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია თარიღის შუალედით და საწყობის მიხედვით.
ფორმის ზედა ნაწილში მოქმედებს ბრძანებები:
  • განახლება;
  • საბუთის ნახვა-ბრძანება აქტიურდება და უზრუნველყოფს ბუღალტერიაში ასახული საბუთის ნახვას, "დასრულებული" სტატუსის მქონე შეკვეთისათვის;
  • ბუღალტერიაში ასახვა-ბრძანება აქტიურდება და უზრუნველყოფს ბუღალტერიაში ასახვას "დათვლილი" სტატუსის მქონე შეკვეთისათვის, შეკვეთის დათვლა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ხოლო ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება "შეკვეთის მიღების" ფანჯარა:
მომხმარებლები-არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მოდული განკუთვნილია გარე მომწოდებლის რეგისტრაციისათვის. გარე მომწოდებლის რეგისტრაცია გამოიყენება "მომწოდებლის შეკვეთებისათვის". ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:

ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
  • ფანჯარა გაყოფილია ორ ნაწილად მომხმარებლები და პირადი ინფორმაცია. ფანჯარაში განთავსებული გრაფები ივსება შემდეგი შინაარსის მიხედვით:
    • მომხმარებლები:
შეკვეთები-არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, ფორმაში ავტომატურად განთავსდება "მომწოდებლის შეკვეთები", რომელიც თვალისწინებს სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთს, ლოგისტიკის მოდულში მითითებულ მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობას და დამკვეთს სთავაზობს შეკვეთის ოპტიმალურ რაოდენობას. ფორმაში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება შეუძლებელია, ვინაიდან შეკვეთა გადმოგზავნილია მომწოდებლის მიერ, მოდულიდან შესაძლებელია შეკვეთის დასტური, უარყოფა და კომენტარის მითითება, რომელიც მომდევნო ეტაპზე აისახება მომწოდებლის სისტემაში. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია თარიღის შუალედით.
ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
  • განახლება;
  • რედაქტირება-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში საქონლის ჩანართში შესაძლებელია რაოდენობის ცვლილება;
  • ცვლილების შენახვა-ბრძანების გამოყენებით დარედაქტირებული საქონელი აისახება "... დაწვრილებით 
დაგეგმვა არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სასაქონლო ნაშთების ავტომატური კონტროლი და შეკვეთების ავტომატურად ფორმირება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „ნაშთების ავტომატიზაცია“:

ფორმას „ნაშთების ავტომატიზაცია“ აქვს რედაქტირებადი სვეტები, სადაც ჩანაწერების გაკეთება შესაძლებელია ხელით:
  1. მინ.----სვეტის გრაფაში იწერება საქონლის მინიმალური შესაკვეთი რაოდენობა;
  2. მაქს.----სვეტის გრაფაში იწერება შესაკვეთი საქონლის მაქსიმალური რაოდენობა;
  3. სექტორი----სვეტის გრაფებში იწერება სექტორის დასახელება, სადაც განთავსდება შეკვეთილი საქონელი მიღების შემდეგ;
  4. მიწოდების დღეები----სვეტის გრაფაში მონაცემები გადმოდის ცნობარებიდან-რეგისტრირებული საქონლის იმავე დასახელების გრაფაში გაკეთებული ჩანაწერი. თუმცა შესაძლებელია მისი ხელით შეცვლა. მიწოდების დღეები გვიჩვენებს საქონლის მომწოდებლიდან მიმღებ საწყობამდე მიტანისათვის საჭირო დღეების... დაწვრილებით 
შევსება არის სისტემის მოდული "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა შეკვეთების ავტომატურად ფორმირება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „მარაგის შევსება“:

ფორმას აქვს შემდეგი გრაფები, რომელთა დახმარებითაც ხდება ცხრილის გაფილტვრა:
-საწყობი (Combo Box)-ვირჩევთ საწყობს რომლისათვისაც უნდა გაკეთდეს შეკვეთა;
-მომწოდებელი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მომწოდებელს;
-კატეგორია (Combo Box)-ვირჩევთ შესაკვეთი საქონლის კატეგორიას;
-მწარმოებელი (Combo Box)-ირჩევენ საქონლის მწარმოებელს.
ფორმა „მარაგის შევსება“ წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
შემოსავალი არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა შეძენილი საქონლისათვის სერიული ნომრების მინიჭება. ფორმა ძირითადად გამოიყენება ისეთი საქონლის რეალიზაციისათვის, რომელზეც გაიცემა საგარინტო მომსახურება. საგარანტიო მომსახურების დროს, საქონლის დაზიანების შემთხვევაში, საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის იდენტურობა დგინდება სერიული ნომრით. იმისათვის, რომ საქონლის სასაწყობე აღრიცხვა განვახორციელოთ, აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის რეგისტრაციის დროს, ჩანართში "ზოგადი" ჩართული იყოს ღილაკის ჩამრთველი-"ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას" და შესრულებული იყოს საქონლის შეძენის ოპერაცია.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა, რომელიც თარიღის შუალედის და საწყობის ანგარიშის არჩევამდე ცარიელი სახით არის სისტემაში წარმოდგენილი:

ფორმა შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან. მარცხენა ნაწილში მოქმედებს ფილტრის გრაფები: თარიღის შუალედი და საწყობი. მათი... დაწვრილებით 
გასავალი არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა რეალიზებული საქონლისათვის სერიული ნომრების მითითება. ფორმა ძირითადად გამოიყენება ისეთი საქონლის რეალიზაციისათვის, რომელზეც გაიცემა საგარინტო მომსახურება. საგარანტიო მომსახურების დროს, საქონლის დაზიანების შემთხვევაში, საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის იდენტურობა დგინდება სერიული ნომრით. იმისათვის, რომ საქონლის სასაწყობე აღრიცხვა განვახორციელოთ, აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის რეგისტრაციის დროს, ჩანართში "ზოგადი" ჩართული იყოს ღილაკის ჩამრთველი-"ექვემდებარება დეტალურ აღრიცხვას" და შესრულებული იყოს რეალიზაციის ოპერაცია.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა, რომელიც თარიღის შუალედის და საწყობის ანგარიშის არჩევამდე ცარიელი სახით არის სისტემაში წარმოდგენილი:

ფორმა შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან. მარცხენა ნაწილში მოქმედებს ფილტრის გრაფები: თარიღის შუალედი და საწყობი. მათი არჩევის... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.