Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საწყობის მოთხოვნები

საწყობის მოთხოვნები არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემაში შიდა შეკვეთის შექმნა კონკრეტული საწყობისათვის, რომელიც საბოლოო ეტაპზე აგენერირებს შეკვეთას მომწოდებლის მიხედვით ლოგისტიკის მოდულში "შეკვეთები" და "საქონლის მიღება". ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია თარიღის შუალედით და საწყობის მიხედვით. 

ფორმაში მოქმედებათა შესასრულებლად გამოიყენება მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:

  • განახლება;
  • დამატება-ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "მოთხოვნა":
 

ფანჯარაში მოქმედებს ბრძანებები შენახვა და გასვლა

ფანჯრის გაფილტვრა შესაძლებელია საწყობის, საქონლის კატეგორიის და მიღების თარიღის მიხედვით. საწყობის აჩევის შედეგად, ფორმაში განთავსდება სისტემაში რეგისტრირებული საქონლის ჩამონათვალი, სადაც მითითებულია საწყობის ნაშთი და შეკვეთებიდან გამომდინარე გზაში არსებული საქონლის რაოდენობა. ფანჯარაში რედაქტირებადი არის მხოლოდ შეკვეთის სვეტი, სადაც ეთითება შესაკვეთი რაოდენობა. შენახვის ბრძანების გამოყენებით შეკვეთა განთავსდება ფორმაში, რომელსაც მიენიჭება სტატუსი "ახალი", აღნიშნული სტატუსით შესაძლებელია შეკვეთის რედაქტირება და წაშლა. შეკვეთის სტატუსის შეცვლა შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენებით. "ახალი" სტატუსის მქონე შეკვეთის დროს შესაძლებელია შეკვეთის "დადასტურება" ან "გაუქმება". დადასტურების შემთხვევაში შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "დადასტურებული", ხოლო გაუემების შემთხვევაში "გაუქმებული", სადაც რაიმე სახის მოქმედების შესრულება შეუძლებელია. "დადასტურებული" სტატუსის მქონე შეკვეთის დროს კონტექსტური მენიუს გამოყენებით შესაძლებელია "დასტურის მოხსნა", "ნებართვა" და "გაუქმება". ნებადართული სტატუსის მქონე შეკვეთის შემთხვევაში აქტიურდება ბრძანება "შეკვეთის გენერაცია", რაც გულისხმობს შეკვეთის "შესრულებას". "შესრულებული" სტატუსის მქონე შეკვეთა ასახვას ჰპოვებს ლოგისტიკის მოდულში "შეკვეთები" და "საქონლის მიღება".

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!