საქონლის მიღება არის სისტემის მოდულის "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა ლოგისტიკის და საქონლის შიდა შეკვეთიდან გამომდინეარე საქონლის მიღება და ბუღალტერიაში ასახვა. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია თარიღის შუალედით და საწყობის მიხედვით.
ფორმის ზედა ნაწილში მოქმედებს ბრძანებები:
- განახლება;
- საბუთის ნახვა-ბრძანება აქტიურდება და უზრუნველყოფს ბუღალტერიაში ასახული საბუთის ნახვას, "დასრულებული" სტატუსის მქონე შეკვეთისათვის;
- ბუღალტერიაში ასახვა-ბრძანება აქტიურდება და უზრუნველყოფს ბუღალტერიაში ასახვას "დათვლილი" სტატუსის მქონე შეკვეთისათვის, შეკვეთის დათვლა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ხოლო ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება "შეკვეთის მიღების" ფანჯარა:
- ფანჯრის ზედა ნაწილში ავტომატურად გამოდის საწყობის და მომწოდებელის ანალიზური ანგარიში. ფანჯარაში განლაგებულია გრაფები:
- თარიღი;
- ოპერაცია-ვირჩევთ ოპერაციის კოდს, შესაბამისად მიღებული საქონელი აისახება მითითებული ოპერაციის კოდით ბუღალტერიაში;
- დებეტი-ოპერაციის არჩევის შედეგად ავტომატურად განთავსდება შეკვეთის მიმღები საწყობის ანალიზური ანგარიში;
- კრედიტი-ოპერაციის არჩევის შედეგად ავტომატურად განთავსდება შეკვეთის მომწოდებლის ანალიზური ანგარიში.
- ფანჯარაში განლაგებულია ბრძანებები:
- აირჩიეთ ზედნადები- ბრძანების გამოყენებით შესაძლებლობა გვაქვს მოვძებნოთ მომწოდებლის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ატვირთული ზედნადები, შედეგად ეკრანზე განთავსდება ფანჯარა:
-
- თანხმობის ღილაკის გამოყენებით ზედნედები დაუკავშირდება შეკვეთას, ხოლო უარყოფის ღილაკი აუქმებს არჩეული ზედნადების მიბმას. თანხმობის შემთხვევაში ზედნადებში ატვირთული საქონელი, განთავსდება შეკვეთის მიღების ფანჯარაში (საქონლის შესაბამისობის მიხედვით):
- განახლება;
- ასახვა-ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთის ბუღალტერიაში ასახვას;
- გასვლა.
- გასვლა.
ფორმის ქვედა ნაწილი განკუთვნილია შეკვეთაში შემავალი საქონლის დეტალებისათვის, ფორმაში მოქმედებს
კონტექსტური მენიუ, მისი გამოყენებით შესაძლებელია კონკრეტულ შტრიხკოდზე
ანალიზური ინფორმაციის მიღება.