Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
კომპანიები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => კომპანიები), რომლის დანიშნულებაა ლოტების მფლობელი კომპანიების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კომპანიები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • საიდენფიკაციო №-გრაფაში იწერება კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გამოჩნდება ცხრილში შესაბამის სვეტში;
  • კომპანია-გრაფაში იწერება კომპანიის დასახელება;
  • სალაროს ანგარიში-გრაფაში იწერება სალაროს ანგარიში, რომელზედაც მიკროავტობუსის მძღოლის მიერ მოხდება თანხის შეტანა;
  • მონაცემთა ბაზა-გრაფაში იწერება მონაცემთა ბაზის დასახელება (ჩაიწერება სისტემის ადმინისტრატორის მიერ);
  • იურიდიული მისამართი-კომპანიის იურიდიული... დაწვრილებით 
ლოტები
არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => ლოტები), რომლის დანიშნულებაა ლოტების ცნობარის შექმნა (სამარშრუტო ხაზები, რომელის შეძენაც ხორციელდება ტენდერის სახით).
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ლოტები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • -გრაფაში იწერება ლოტის რიგითი ნომერი, რომელიც გამოჩნდება ცხრილში შესაბამის სვეტში;
  • ლოტი- იწერება ლოტის დასახელება;
  • შენიშვნა- იწერება შენიშვნის (მინიშნებების) ტექსტი, რომელიც გამოჩნდება შენიშვნების სვეტში. შენიშვნების სვეტი ფორმაში შესვლის დროს განთავსებულია დამალულ სვეტებში.
ფანჯარის გრაფებში ჩანაწერების გაკეთების შემდეგ მისი... დაწვრილებით 
მარშრუტები
არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => მარშრუტი), რომლის დანიშნულებაა ავტობუსების მარშრუტების-პუნქტებს შორის ავტობუსის მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალის ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მარშრუტები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • მარშრუტის №-გრაფაში იწერება მარშრუტის ნომერი, რომელიც გამოჩნდება ცხრილში შესაბამის სვეტში;
  • ლოტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ლოტის დასახელებას;
  • კომპანია (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ კომპანიის დასახელებას;
  • მარშრუტი-გრაფაში იწერება მარშრუტის დასახელება (უბნის ან ქუჩის დასახელება რომელზეც გადის მარშრუტი);
  • საგზურის ტარიფი... დაწვრილებით 
მიკროავტობუსები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => მანქანები), რომლის დანიშნულებაა მიკროავტობუსების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "მანქანები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • სახელმწიფო №-გრაფაში იწერება ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი;
  • VIN ნომერი-გრაფაში იწერება ავტომანქანის ძარის ნომერი;
  • ტექ. პასპორტის №-გრაფაში იწერება ავტომანქანის ტექნიკური პარსპორტის ნომერი;
  • გამოშვების წელი-გრაფაში იწერება ავტომანქანის გამოშვების წელი;
  • შეძენის თარიღი-კომპანიის მიერ ავტომანქანის შეძენის თარიღი. თარიღის შეტანა შეიძლება, როგორც ხელით ასევე თარიღის ელემენტის დახმარებით. თარიღის ელემენტის გამოტანა შესაძლებელია გრაფაში მარჯვენა... დაწვრილებით 
მძღოლები
არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => მძღოლები), რომლის დანიშნულებაა მიკროავტობუსებზე მომუშავე მძღოლების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "მძღოლები":

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით: ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
  • მძღოლის №-მძღოლის ნომერი (კომპანიის მიერ მძღოლისათვის მინიჭებული ნომერი);
  • სახელი-გრაფაში იწერება მიკროავტობუსის მძღოლის სახელი;
  • გვარი-გრაფაში მიკროავტობუსის მძღოლის გვარი;
  • პირადი №-გრაფაში მიკროავტობუსის მძღოლის პირადი ნომერი;
  • იურიდიული მისამართი-გრაფაში იწერება მიკროავტობუსის მძღოლის იურიდიული მისამართი;
  • ფაქტიური მისამართი-მიკროავტობუსის მძღოლის ფაქტიური მისამართი;
  • ტელეფონი-მიკროავტობუსის მძღოლის ტელეფონი;
  • დაბადების თარიღი... დაწვრილებით 
კონტრაქტები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => კონტრაქტები), რომლის დანიშნულებაა კონტრაქტების ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "კონტრაქტები":

ფორნას აქვს შემდეგი ელემენტები, რომელიც გამოიყენება ცხრილის გასაფილტრად:
  • თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  • კომპანია (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ კომპანიის დასახელებას;
  • მარშრუტი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მარშრუტს (ხაზს);
  • მძღოლები (Combo Box);
  • მანქანები (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ ავტომანქანას (ავტომანქანის სახელმწიფო ნომერს).
ფორმას გააჩნია მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
  • ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
    • ID-გრაფაში იწერება უნიკალური იდენტიფიკატორი;
    • მარშრუტის №-... დაწვრილებით 
დარიცხვები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => დარიცხვები), რომლის დანიშნულებაა კონკრეტულ თარიღში (ან დროის კონკრეტულ შუალედში) გვიჩვენოს დარიცხვები (ავტომანქანის იჯარა, მარშრუტის (ხაზი) გადასახდელი) კონტრაქტორების მიხედვით. გარდა ამისა ცხრილში შესაძლებელია სხვა საჭირო ინფორმაციის გამოტანა: ავტომანქანის სტატუსი, მძღოლები, დამხმარე მძღოლები და ა. შ.
ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოვა ფორმა "დარიცხვები":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ფილტრის გრაფები:
  • კომპანია-გრაფაში ირჩევენ კომპანიის დასახელებას და ცხრილი გაიფილტრება ამ კომპანიის მიხედვით;
  • მძღოლები-გამოიყენება ცხრილის გასაფილტრად მძღოლის მიხედვით;
  • მარშრუტი-გრაფაში ირჩევენ მარშრუტს (წინასწარ დადგენილი გზასავალი) და ცხრილი გაიფილტრება მარშრუტის მიხედვით;
  • მანქანები-ცხრილს ფილტრავს ავტომანქანის მიხედვით;
  • ლოტები-საშუალებას იძლევა ცხრილი გაიფილტროს ლოტის მიხედვით;
  • -მომხმარებელი... დაწვრილებით 
გადახდები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => გადახდები), რომლის დანიშნულებაა კონტრაქტორების მიერ გადახდების (ავტომანქანის იჯარა, მარშრუტის (ხაზი) გადასახდელი) განხორციელება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "გადახდები":

ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ფილტრის გრაფები:
  • კომპანია-გრაფაში ირჩევენ კომპანიის დასახელებას და ცხრილი გაიფილტრება ამ კომპანიის მიხედვით;
  • გადამხდელი-გამოიყენება ცხრილის გასაფილტრად კონტრაქტორების (მძღოლი) მიხედვით;
  • დოკუმენტის №-გადახდის დოკუმენტის ნომერი;
  • -მომხმარებელი (USER)-ცხრილს ფილტრავს მომხმარებლის მიხედვით.
ცხრილის გაფილტვრა შესაძლებელი თანხის გადახდის სტატუსის მიხედვითაც, რაც შესაძლებელია სტატუსის სვეტიდან: ამისათვის სვეტის ფილტრის ზოლში დააჭირეთ ჩამოსასლელ ღილაკს და აირჩიეთ სასურველი სტატუსი (პროექტი, ასახულია ბალანსში). თუ არჩეულია სტატუსების ჩამონათვალის თავზე არსებული ცარიელი ველი, მაშინ ცხრილში... დაწვრილებით 
კონტრაქტორის ბარათი არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => კონტრაქტორის ბარათი), იგი წარმოადგენს კონტრაქტორის პირად ბარათს, რომლის დანიშნულებაა პირად ანგარიშზე ბრუნვების ჩვენება, . იგი ანალოგიურია ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებული პირადი ბარათისა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "კონტრაქტორის ბარათი":

ფორმას აქვს ჩანართი "კომპანიები". ჩანართს აქვს ფილტრის გრაფაფ საიდანაც შესაძლებელია ჩანართის ცხრილის კომპანიების მიხედვით გაფილტვრა. ამისათვის ჩამოსაშლელ ღილაკზე მაუსის მარცხენა ჭილაკზე დაჭერით (ან გრაფაში დაიწყეთ კომპანიის დასახელების აკრეფა) და ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი კომპანია. განახლების შემდეგ (გამოიყენეთ მთავარი მენიუს (ან კონტექსტური მენიუს) ბრძანება განახლება) ცხრილში გამოჩნდება არჩეული კომპანიის კონტრაქტორები და ამ კონტრაქტორებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ცხრილის... დაწვრილებით 
აქტიური მძღოლები არის სისტემის მოდულის ბრძანება (მიკროავტობუსი => აქტიური მძღოლები), რომლის დანიშნულებაა მიკროავტობუსების ხაზზე გაშვება და მათი ავტოფარეხში დაბრუნება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "აქტიური მძღოლები":

ფორმას აქვს ჩანართი "კომპანიები". ჩანართი წარმოადგენს ცხრილს სადაც მოცემულია მეიჯარე კომპანიები. ჩანართში ვიყენებთ კონტექსტურ მენიუს ბრძანებებით:
  • განახლება;
  • სიის ფორმირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ფორმაში დაემატება ყველა ის მიკროავტობუსი (მასზე მიბმულ მძღოლებთან ერთად), რომელიც წარმოადგენს ჩანართში არჩეული კომპანიის საკუთრებას. სიის ფორმირება შესაძლებელია მთავარი მენიუს ანალოგიური ბრძანების დახმარებითაც.
ფორმას "აქტიური მძღოლები" სიის ფორმირება შესაძლებელია კონკრეტული თარიღისათვის. ამისათვის ვიყენებთ თარიღის ელემენტს: წინასწარ ავირჩევთ თარიღს და შემდეგ ვახდენთ სიის ფორმირებას. ფორმაში სიის ფორმირების... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.