Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საშტატო განრიგი

საშტატო განრიგი წარმოადგენს მოდულის "კადრები" ბრძანებათა ჯგუფს, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:

სათაური 
აღწერა 
საშტატო განრიგი* არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => საშტატო განრიგი=>საშტატო განრიგი). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის ქვედანაყოფებისათვის საშტატო განრიგის შედგენა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საშტატო განრიგი":

ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
  1. დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის საშტატო განრიგი;
  2. თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობის საშტატო განრიგი;
  3. ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის საშტატო განრიგი;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც... დაწვრილებით 
ტაბელის აღრიცხვა არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => საშტატო განრიგი=>ტაბელის აღრიცხვა). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის თანამშრომლებისათვის სამუშაო დღეების დაგეგმვა და აღრიცხვა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სამუშაო დღეების დაგეგმვა & აღრიცხვა":


ფორმასთან ერთად ეკრანზე გამოდის ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: ზედა ნაწილში მოცემულია კომპანიის ქვედანაყოფების სტრუქტურა, ხოლო ქვედა ნაწილში კალენდარი სამუშაო დღეების დასაგეგმად.
საკუთრივ ფორმას აქვს ორი ჩანართი: დაგეგმვა და აღრიცხვა.
  • დაგეგმვა-ჩანართში ხდება კონკრეტული თანამშრომლისათვის ან თანამშრომელთა ჯგუფისათვის სამუშაო დღეების დაგეგმვა. იმისათვის, რომ კონკრეტული წლის კონკრეტულ თვეში დავგეგმოთ სამუშაო დღეების რაოდენობა, საჭიროა პერიოდის ასარჩევ ველებში... დაწვრილებით 
სახელფასო პარამეტრები
არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => საშტატო განრიგი=>სახელფასო პარამეტრები). მისი დახმარებით ხდება ხელფასისა და დაზღვევის დარიცხვის პერიოდის (წელი, თვე) არჩევა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "თანამშრომლის სახელფასო პარამეტრები":

ფორმას თან ახლავს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
  1. დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის პერსონალის სია;
  2. თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე პერსონალის სია;
  3. ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის პერსონალის... დაწვრილებით 
აქტიური პერიოდი არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => საშტატო განრიგი=>აქტიური პერიოდი). მისი დახმარებით ხდება ხელფასისა და დაზღვევის დარიცხვის პერიოდის (წლი, თვე) არჩევა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "აქტიური პერიოდი":

ფანჯარას აქვს ტექსტური ველი, სადაც ხელით იწერება წელი და თვის ასარჩევი ველი (Combo Box). აქტიური პერიოდის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შენახვა", რაც უზრუნველყოფს აქტიური პერიოდის დაფიქსირებას. ღილაკზე "გასვლა" დაჭერის სემთხვევაში აქტიური პერიოდი არ დაფიქსირდება. ფანჯარას აქვს ჩამოსაშლელი ღილაკი, მასზე დაჭერით ეკრანზე ჩამოიშლება აქტიური პერიოდის განმარტების ტექსტი:
 
სხვადასხვა არის კადრების ქვემოდულის ბრძანებათა ჯგუფის "საშტატო განრიგი" ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი), რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ბრძანებებს:  
ცნობარები არის სისტემა HR-ის მოდული, რომლის დანიშნულებაა სისტემის გამართული მუშაობისათვის საჭირო საცნობარო ბაზის შექმნა. იგი მოიცავს ბრძანებათა შემდეგ ჯგუფებს:
  • სხვადასხვა ცნობარი-ცნობარის დანიშნულებაა კომპანიის პერსონალის, რეზერვისა და კომპანიაში მუშაობის მსურველებისათვის აუცილებელი კითხვარების სისტემის შექმნა
  • ქვეყნები და ქალაქები-მისი დანიშნულებაა ქალაქებისა და ქვეყნების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის რეგისტრაციის დროს
  • ბანკები-ბრძანების დახმარებით ხდება იმ ბანკების ცნობარის შექმნა სადაც კომპანია განახორციელებს პერსონალის ხელფასების ჩაღიცხვას
  • დეპარტამენტი-დეპარტამენტების ცნობარი;
  • თანამდებობები-წარმოადგენს თანამდებობების ცნობარს, რომელსაც იყენებენ კადრების მიღების დროს ნებისმიერ დეპარტამენტსა და ფილიალში;
  • ფილიალები-ფილიალების ცნობარი;
  • დოკუმენტების ტიპები-კომპანიის შიდა დოკუმენტების სახეობათა ცნობარი (ბრძანება, მოხსენებითი ბარათი და ა. შ.);
  • ხელფასის უწყისის ტიპები... დაწვრილებით 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!