Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კადრები (HR)

Apex-HR (კადრები) სისტემის დანიშნულებაა კომპანიის ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. სისტემაში შესვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია სისტემის მოდულების ჩამონათვალი: 

 

სათაური 
აღწერა 
საანკეტო მონაცემები წარმოადგენს პროფილების გალერეას (Ribbon gallery), რომელიც შეიცავს პიროვნების (თანამშრომლის) საანკეტო მონაცემების შეტანისათვის საჭირო პროფილების ჩამონათვალს. იგი განთავსებულია კადრების მოდულის (კადრებისა და ბრძანებების ქვემოდული) ფორმებში მარჯვენა ზედა ნაწილში:

საანკეტო მონაცემების გალერეას მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს ჩამოსაშლელი ღილაკი, მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოვა დაჯგუფებული პროფილები:

თითოეულ პროფილზე დაჭერის შემდეგ იგი განთავსდება ფორმაში მარჯვენა ქვედა ნაწილში, როგორც ჩანართი. თუ საჭიროა ყველა პროფილის შევსება, მაშინ ჩამოშლილი პროფილების გალერეაში დააჭირეთ ღილაკს "მონიშვნა", ყველა პროფილი თანმიმდევრობით განლაგდება ფორმის ქვედა ნაწილში:

თითოეულ პროფილში ინფორმაციის შესატანად საჭიროა გადახვიდეთ ამ პროფილში (ჩანართში) და შემდეგ დააჭიროთ ფორმის მენიუს ზოლში ბრძანებას "რედაქტირება". პროფილებში ინფორმაციის შეტანა... დაწვრილებით 
საშტატო განრიგი
წარმოადგენს მოდულის "კადრები" ბრძანებათა ჯგუფს, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:  
პერსონალი და სია არის სისტემა HR-ის მოდული, რომლის დანიშნულებაა კომპანიაში კადრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. იგი თავის მხრივ მოიცავს ქვემოდულებს:  
ხელფასები არის სისტემა HR-ის მოდული, რომლის დანიშნულებაა კომპანის თანამშრომელთათვის ხელფასების დარიცხვის, გაცემისა და დაზრვევის ავტომატიზაციას იგი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:
  • ხელფასების უწყისები-უზრუნველყოფს ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უწყისების ფორმირებას;
  • უწყისები თანამშრომელზე-გვიჩვენებს თითოეულ თანამშრომელზე არსებულ ხელფასისა და დაზღვევის დარიცხვის უწყისებს;
  • პერსონალის დავალიანება-გვიჩვენებს თანამშრომელზე არსებულ დაზღვევის დავალიანებებს (კომპანიის ხაღჯზე, პირად ხარჯზე);
  • სახელფასო პარამეტრები-საშუალებას იზლევა დარედაქტირდეს თანამსრომელთა სახელფასო პარამეტრები;
  • აქტიური პერიოდი-ბრძანების დახმარებით ხდება ხელფასის დარიცხვის პერიოდის (წლი, თვე) არჩევა;
  • დეკლარაცია-უზრუნველყოფს წლიური საშემოსავლო დეკლარაციის დაბეჭდვას;
  • პირად ხარჯზე-ბრძანების დახმარებით ხდება დაზღვევის დაფარვა ხდება თანამსრომლის ხელფასიდან თანხის ჩამოჭრით;
  • კომპანიის ხარჯზე-უზრუნველყოფს კომპანიის ხარჯზე დაზღვევის დარიცხვას.
 
დეკლარაცია არის ხელფასების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება (HR =>ხელფასები => დეკლარაცია). იგი უზრუნველყოფს წლიური საშემოსავლო დეკლარაციების დაბეჭდვას. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "დეკლარაციები":

ფორმას აქვს წლისა და თვის ასარჩევი ველები (Combo Box), აგრეთვე, სტნადარტული ბრძანებები: განახლება, ბეჭდვა, გასვლა
ანალიზი არის სისტემა HR-ის მოდული, რომლის დანიშნულებაა თანამსრომლებზე არსებული ინფორმაციის ანალიზი. იგი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:
 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!