საერთო ბრძანებები წარმოადგენს კადრების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ქვემოდულის "ბრძანებები" ბრძანებას (ჩამონათვალის ღილაკი) (HR =>კადრები => ბრძანებები => საერთო ბრძანებები). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიაში შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ თანამშრომელს მისცეს ისეთი ბრძანებების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც არ არის გათვაისწინებული სტანდარტული ბრძანებებით. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საერთო ბრძანებები":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "ბრძანებების შაბლონები", რომელიც თავის მხრივ შეიცავს ორ ჩანართს:
- ბრძანების შაბლონები-ჩანართში მოცემულია იმ შაბლონების ჩამონათვალი (სტრუქტურა), რომელიც მოცემულია დოკუმენტის ტიპებში (ცნობარები => დოკუმენტის ტიპები). ჩანართში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს შემდეგი ბრძანებები: განახლება (კომბინირებული ღილაკი), გაშლა, შეკუმშვა;
- პერიოდები-პერიოდები-ჩანართში მოცემულია ბრძანებების ჯამური რაოდენობა თარიღების მიხედვით;
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება (კომბინირებული ღილაკი);
- მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
- ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი);
- ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი);
- დამატება-დააწკაპეთ ბრძანებაზე ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დამატება":
- ფანჯარას აქვს შემდეგი ელემენტები:
- ტიპი (Combo Box)-ველში ავტომატურად იწერება იმ შაბლონის დასახელება, რომლის დასახელებაზეც ვიმყოფებით ჩანართში "ბრძანებების შაბლონები";
- ფაილი (Combo Box)-ველში ირჩევენ ბრძანეპის ტიპის შესაბამის შაბლონს (თუ შექმნილია, რამდენიმე შაბლონი, მაშინ ღილაკის ჩამოშლისას გამოჩნდება მათი ჩამონათვალი)
- ბრძანების №-ველში იწერება ბრძანების ნომერი, მისი ჩაწერა შეიძლება ხელით ან მოხრილ ისარზე დაწკაპებით;
- თარიღი-ბრძანების შექმნის თარიღი;
- ძალაში შესვლა-ბრძანების ძალაში შესვლის თარიღი;
- მოქმედების ვადა-ბრძანების მოქმედების ბოლო თარიღი;
- სახელი, გვარი (Combo Box)-ველში ირჩევენ პიროვნებას (აქტიური თანამშრომელი, დათხოვნილი, კანდიდატი), რომლისათვისაც უნდა შეიქმნას ბრძანება;
- შენიშვნა-ველში იწერება შენიშვნები (მინიშნებები);
- ბრძანების ტექსტის ფორმირება (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი აქტიურია რედაქტირების ფანჯარაში და იგი უზრუნველყოფს შექმნილი ბრძანების ტექსტის ფორმირებას Microsoft Word-ის ფაილად;
- ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
- ასლი-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "დამატება", სადაც ველებში ტიპი და ფაილი ავტომატურადაა არჩეული ბრძანების ტიპი და შაბლონი, აქტიურია ჩამრთველი ღილაკი "ბრძანების ტექსტის ფორმირება". დანარჩენი ველები ივსება ისევე როგორც ზემოთ (დამატებაში) არის აღწერილი
- შენიშვნა-ბრძანებაზე დაწკაპებით ფორმის ქვედა ნაწილში ეკრანზე გამოჩნდება შექმნილი ბრძანების ტექსტი. განმეორებით დაწკაპების შემდეგ ტექსტი დაიმალება. ბრძანების ტექსტის ნახვა შესაძლებელია აგრეთვე, Microsoft Word-ის ფაილზე ორჯერ დაწკაპებით.
- გაუქმება-ბრძანების დახმარებით ხდება უკვე შექმნილი ბრძანების გაუქმება. ამისათვის ცხრილში მონიშნეთ გასაუქმებელი ბრძანებები (შერჩევით მონიშვნა ხდება Space-კლავიშის დახმარებით) და დააწკაპეთ ბრძანებაზე "გაუქმება", ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "გაუქმება":
ფანჯარას აქვს შემდეგი ელემენტაბი:
- გაუქმების თარიღი-ირჩევენ ბრძანების გაუქმების თარიღს;
- ბრძანება რომლის საფუძველზე უქმდება არჩეული ბრძანება (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ ქვემოთ მდებარე ველი (Combo Box) გააქტიურდება და საშუალებას მოგვცემს ავირჩიოთ (ან დავამატოთ) ბრძანების გასაუქმებელი ახალი ბრძანება. ამის შემდეგ ვაწკაპებთ ფანჯრიუს მენიუს ზოლში ბრძანებაზე "გაუქმება".
ბრძანების გაუქმება შეიძლება ახალი ბრძანების შექმნის გარეშეც (თუ არ ჩართავთ ღილაკს "ბრძანება რომლის საფუძველზე უქმდება არჩეული ბრძანება"), ამისათვის აირჩიეთ თარღი და დააწკაპეთ ბრძანებაზე "გაუქმება". ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანება "გასვლა". ცხრილში გაუქმებული ბრძანებები ფერმკრთალდება.
- ხელმოწერა-ბრძანების დანიშნულებაა ბრძანების ძალაში შესვლისათვის საჭირო ხელმოწერების შესრულება. დადექით ცხრილში იმ პიროვნებაზე (სტრიქონზე), რომელზე შექმნილ ბრძანებაზეც უნდა განხორციელდეს ხელმოწერები და დააწკაპეთ ბრძანებაზე. დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ხელმოწერა" სადაც ხდება ბრძანებებზე ხელმოწერების შესრულება:
- ფანჯრის მენიუს ზოლში განლაგებულია სტანდარტული ბრძანებები (შენახვა, გასვლა) და გადართვის ღილაკები:
- 0-პროექტი-ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას, ღილაკის საშუალებით შესაძლებელია ძალაში შესული ბრძანების პროექტის სტატუსში დაბრუნება;
- 1-დონის აუტენტიფიკაცია-ღილაკზე დაწკაპებით ხდება ბრძანებაზე პირველი ხელმოწერის შესრულება. მაღალი აუტენტიფიკაციის დონის ბრძანებებისათვის ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას;
- 2-დონის აუტენტიფიკაცია-ღილაკზე ერთხელ დაწკაპება უზრუნველყოფს პროექტის სტაუსის მქონე ბრძანებისათვის 1-დონის აუტენტიფიკაციას, ხოლო მეორედ დაწკაპება-2-დონის აუტენტიფიკაციას. თუ ბრძანებაზე შესრულებულია 1-დონის აუტენტიფიკაცია, მაშინ საკმარისია ერთხელ დაწკაპება. მაღალი აუტენტიფიკაციის დონის ბრძანებებისათვის ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას;
- 3-დონის აუტენტიფიკაცია-ბრძანებაზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის ერთი საფეხურით ამაღლებას. ღილაკის საშუალებით შესაძლებელია პროექტის სტატუსის მქონე ბრძანებას მიენიჭოს 3-დონის აუტენტიფიკაცია, რაც ნიშნავს ბრძანების ძალაში შესვლას.
- რედაქტირება-გაუქმებული ბრძანების რედაქტირება შეუძლებელია;
- წაშლა-წაშლისას საჭიროა თანმიმდევრობის დაცვა: ჯერ უნდა წაიშალოს ბრძანება და ამის შემდეგ ამ ბრძანების გასაუქმებლად შექმნილი ბრძანება;
- გასვლა.
ფორმაში "საერთო ბრძანებები" შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენება. კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალი განსხვავდება მთავარი მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალისაგან, კერძოდ, მას დამატებით აქვს შემდეგი ბრძანებები:
- Attachments;
- ტექსტური რედაქტორი-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის კონკრეტული ბრძანების ტექსტი, სადაც შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები და შევინახოთ შეცვლილი ტექსტით;
- ტექსტის მოხსნა-ბრძანების საშუალებით ხდება შექმნილი ბრძანების (Microsoft Word-ის ფაილის) წაშლა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება:
- დადასტურების შემთხვევაში (Yes) ბრძანების ტექსტის შემცველი ფალი წაიშლება. წაშლა შეიძლება მხოლოდ იმ ბრძანებებისა, რომელთაც არ აქვთ 3- დონის აუტენტიფიკაცია. ბრძანებას იყენებენ იმ შემთხვევაში როცა ბრძანების შექმნისას არ საჭიროებენ ტექსტს. თუ შემთხვევით წავშალეთ ისეთი ბრძანების ტექსტი, რომელიც არ უნდა წაგვეშალა, მაშინ მისი თავიდან ფორმირება აღარ მოხერხდება. ამ შემთხვევაში უნდა წაიშალოს ბრძანება და შეიქმნას თავიდან.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), პერსონალის სია, მიღებები, ცვლილებები, დათხოვნები, კუთვნილი, უფასო, ბიულეტენი, დეკრეტი, მივლინება.