მონიშვნა არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება თითოეული მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენების შედეგად ხდება იმ ფორმის მონაცემების სრულად მონიშვნა (მონიშნულ სტრიქონებს ფერი ეცვლება), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი. ჩანაწერთა მონიშვნა აჩქარებს მოქმედებების შესრულებას, კერძოდ, გამოიყენება ჩანაწერთა გასაფილტრად. ცალკეული ჩანაწერის (ან შერჩევით) მოსანიშნად გამოიყენება Space-კლავიში. მონიშვნა შესაძლებელია აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით: "Control+A".
ინვერსია არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ მოდულის მენიუს ზოლში, სადაც არის მონიშვნა და მოხსნა. მისი გამოყენების შედეგად ხდება მონიშნული ჩანაწერებისათვის მონიშვნის მოხსნა, ხოლო დანარჩენი (მოუნიშნავი) ჩანაწერების მონიშვნა. ინვერსია შესაძლებელია აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით: "Shift+A".
მოხსნა არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ მოდულის მენიუს ზოლში, სადაც არის მონიშვნა და ინვერსია. მისი გამოყენების შედეგად ხდება ფორმის მონიშნული მონაცემებისათვის მონიშვნის ერთდროულად მოხსნა. მოხსნა შესაძლებელია აგრეთვე კლავიშთა კომბინაციით: "Control+U".
Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at
support@toolsfactory.com.|
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|