ღილაკი-ჩამრთველი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც ხდება რაიმე პარამეტრის ჩართვა–გამორთვა. ასეთ ღილაკს ალამსაც უწოდებენ.
სათაური |
აღწერა |
თუ არ იგეგმება ბაზაში არსებული რომელიმე ჩანაწერის შემდეგში გამოყენება, მაგრამ ეს ჩანაწერი უკვე გამოყენებული იყო სხვა ცხრილებში და ამდენად მისი წაშლა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამის ფანჯარაში (რედაქტირების ფანჯარა) მოვნიშნოთ ღილაკი-ჩამრთველი (ალამი) „შეჩერებული“ და ეს ჩანაწერი შემდეგში ვერ იქნება გამოყენებული. იმ ცხრილში სადაც მოხდა ჩანაწერისათვის სტატუსის "შეჩერებული" მინიჭება, ასეთი ჩანაწერი გაფერმკრთალებულია, ხოლო სხვა ცხრილებში არ ჩანს. | |
ცხრილი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ავტომატურად ჩართულია ყველა იმ ანალიზურ ფორმაში, რომელშიც ის არსებობს. იგი უზრუნველყოფს ანალიზური ინფორმაციის ცხრილის ფორმით წარმოდგენას. | |
გრაფიკი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკის ჩართვით ცხრილის ფორმით წარმოდგენილი ანალიზური ინფორმაცია ფორმაში გამოისახება გრაფიკულად. | |
უპირატესი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). თუ ღილაკი ჩართულია მაშინ მაშინ ჩანაწერს სხვა ჩანაწერებთან შედარებით ექნება უპირატესი სტატუსი (ავტომატურად იქნება არჩეული სხვადასხვა ცნობარებში ინფორმაციის შეტანის დროს). უპირატესი სტატუსის მქონე ჩანაწერს ჩამონათვალში აქვს განსხვავებული ფერი. |
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|