Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 

თუ არ იგეგმება ბაზაში არსებული რომელიმე ჩანაწერის შემდეგში გამოყენება, მაგრამ ეს ჩანაწერი უკვე გამოყენებული იყო სხვა ცხრილებში და ამდენად მისი წაშლა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამის ფანჯარაში (რედაქტირების ფანჯარა) მოვნიშნოთ ღილაკი-ჩამრთველი (ალამი) „შეჩერებული“ და ეს ჩანაწერი შემდეგში ვერ იქნება გამოყენებული. იმ ცხრილში სადაც მოხდა ჩანაწერისათვის სტატუსის "შეჩერებული" მინიჭება, ასეთი ჩანაწერი გაფერმკრთალებულია, ხოლო სხვა ცხრილებში არ ჩანს. 

ცხრილი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკი ავტომატურად ჩართულია ყველა იმ ანალიზურ ფორმაში, რომელშიც ის არსებობს. იგი უზრუნველყოფს ანალიზური ინფორმაციის ცხრილის ფორმით წარმოდგენას. 

გრაფიკი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). ღილაკის ჩართვით ცხრილის ფორმით წარმოდგენილი ანალიზური ინფორმაცია ფორმაში გამოისახება გრაფიკულად. 

უპირატესი არის ღილაკი-ჩამრთველი (ალამი). თუ ღილაკი ჩართულია მაშინ მაშინ ჩანაწერს სხვა ჩანაწერებთან შედარებით ექნება უპირატესი სტატუსი (ავტომატურად იქნება არჩეული სხვადასხვა ცნობარებში ინფორმაციის შეტანის დროს). უპირატესი სტატუსის მქონე ჩანაწერს ჩამონათვალში აქვს განსხვავებული ფერი.
 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.