სისტემის რომელიმე ობიექტის არეში მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა კონტექსტური მენიუ. ობიექტის კონტექსტური მენიუ წარმოადგენს იმ ბრძანებების ან ოპერაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ ამ ობიექტისათვის (თითოეული ტიპის ობიექტებს თავისი კონტექსტური მენიუ აქვთ). ბრძანებების არჩევა კონტექსტურ მენიუში ხორციელდება ჩვეულებრივი მენიუს ანალოგიურად–მაუსით ან ირჩევენ ბრძანებას ისრიანი კლავიშებით და შემდეგ იყენებენ კლავიშს "Enter".
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|