Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ბიულეტენი

ბიულეტენი წარმოადგენს კადრების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ქვემოდულის "ბრძანებები" ბრძანებას (ჩამონათვალის ღილაკი) (HR =>კადრები => ბრძანებები => ბიულეტენი): 

 

ჩამონათვალი შეიცავს ორ ბრძანებას:

  1. გაშვება-ბრძანების დანიშნულებაა კომპანიაში შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ თანამშრომელს მისცეს თანამშრომლის ბიულეტენზე გასვლის ბრძანების შექმნის შესაძლებლობა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ბრძანება":
 

ფორმას თან ახლავს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:

  1. დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის პერსონალის სია;
  2. თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე პერსონალის სია;
  3. ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის პერსონალის სია;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება: გაშლა, შეკუმშვა

ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება (კომბინირებული ღილაკი);
  • მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
  • ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი);
  • ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი);
  • ახალი-ბრძანების საშუალებით ხდება თანამშრომლის ბიულეტენზე გასვლის ბრძანების შექმნა. დააწკაპეთ ბრძანებაზე ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "ახალი ბრძანება-ბიულეტენზე გაშვება":
    • ფანჯარას აქვს შემდეგი ელემენტები:
      • ბრძანების №-ველში იწერება ბრძანების ნომერი, მისი ჩაწერა შეიძლება ხელით ან მოხრილ ისარზე დაწკაპებით;
      • თარიღი-ბრძანების შექმნის თარიღი;
      • სახელი, გვარი (Combo Box)-ველში ირჩევენ პიროვნებას, რომელიც არის აქტიური თანამშრომელი;
      • ტაბელის №-ველში ავტომატურადაა ჩაწერილი ტაბელის ნომერი;
      • დეპარტამენტი (Combo Box)-ველში ავტომატურადაა არჩეული იმ ზედა სტრუქტურულ ერთეულის დასახელება, რომელსაც ექვემდებარება ის ქვედა სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომელიცაა პიროვნება;
      • თანამდებობა (Combo Box)-ველში ავტომატურადაა არჩეული თანამშრომლის თანამდებობა;
      • ხელმძღვანელი (Combo Box)-ველში ავტომატურად არჩეულია თანამშრომლის ხელმძღვანელი;
      • ფილიალი-ველში ავტომატურადაა ქვედა სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მიეკუთვნება თანამშრომლი;
      • გასვლის თარიღი-ბიულეტენზე გასვლის თარიღი;
      • დაბრუნების თარიღი- ბიულეტენიდან დაბრუნების თარიღი. თარიღი შეიძლება ჩაიწეროს ავტომატურად მოხრილ ისარზე დაწკაპებით, იმ შემთხვევაში თუ მის ქვემოთ მდებარე ველში "სამუშაო დღეების რაოდენობა" ჩაწერილია სამუშაო დღეების რაოდენობა, რომელსაც მოიცავს ბიულეტენის პერიოდი;
      • სულ 0 კალენდარული დღე-0-ის ადგილზე იწერება კალენდარული დღეების რაოდენობა, რომელსაც მოიცავს ბიულეტენის პერიოდი. ველი ავტომატურად ივსება, თუ შევსილია დანარჩენი ველები (გასვლის თარიღი, დაბრუნების თარიღი, სამუშაო დღეების რაოდენობა);
      • სამუშაო დღეების რაოდენობა-ველში იწერება სამუშაო დღეების რაოდენობა, რომელსაც მოიცავს ბიულეტენის პერიოდი. ველის შევსება შეიძლება ავტომატურად მოხრილ ისარზე დაწკაპებით, იმ შემთხვევაში თუ ჩაწერილია ბიულეტენზე გასვლისა და ბიულეტენიდან დაბრუნების თარიღები შესაბამის ველებში;
      • შენიშვნა-ველში იწერება შენიშვნები (მინიშნებები);
      • ბრძანების ტექსტის ფორმირება (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ჩართულია ფანჯრის ეკრანზე გამოსვლისას და იგი უზრუნველყოფს შექმნილი ბრძანების ტექსტის ფორმირებას Microsoft Word-ის ფაილად;
      • ახალი (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ჩართულია ფანჯრის ეკრანზე გამოსვლისას და საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ახალი ბრძანება. როდესაც ერთ დღეს რამდენიმე თანამშრომელს ვუშვებთ ბიულეტენზე და გვინდა ამ პროცესის შესრულება ერთი ბრძანებით, ამისათვის საკმარისია ერთი თანამშრომლისათვის შევქმნათ ბრძანება. შემდეგ ყოველი ახალი თანამშრომლის ბიულეტენზე გაშვებისას გამოვრთავთ ღილაკს "ახალი", ფანჯარაში ბრძანების ნომრის გვერდით გაჩნდება კიდევ ერთი ველი (Combo Box), საიდანაც ავირჩევთ იმ ბრძანების ნომერს, რომლითაც პირველი თანამშრომელი გავუშვით ბიულეტენზე. ბრძანების ნომრის ველში ავტომატურად ჩაიწერება ჩვენს მიერ არჩეული ბრძანების ნომერი, ხოლო თარიღის ველში (რომლიც აღარაა აქტიური)-ბრძანების შესაბამისი თარიღი. შემდეგ ვაგრძელებთ ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი.
      • ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
  • ბრძანებები (ჩამონათვალის ღილაკი)–ბრძანების ჩამონათვალის თითოეული ღილაკი წარმოადგენს ღილაკ ჩამრთველს:
    • ჩამონათვალიდან ავტომატურად ჩართულია ღილაკი "ბიულეტენებები". ღილაკის "პერსონალის სია" ჩართვა იწვევს მენიუს ზოლში ცვლილებებს: ბრძანების "ხელმოწერა" ადგილზე ჩნდება ბრძანება "ფილტრი". ჩამონათვალში ღილაკების ჩართვით შეასაძლებელია ახალი ბრძანების შექმნა, შესაბამისი დასახელების ჩანართები განლაგდება ცხრილის თავზე თარიღის შუალედის ქვემოთ, ხოლო ეკრანზე გამოდის Microsoft Word-ის ფაილებად ფორმირებული შესაბამისი ბრძანებები აუტენტიფიკაციის დონის ჩვენებით. Microsoft Word-ის ფაილზე ორჯერ დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ბრძანების ტექსტი, ხოლო სტრიქონის სხვა ნებისმიერ ადგილზე დაწკაპებით-ბრძანების რედაქტირების ფანჯარა:
  • ხელმოწერა-ბრძანების დანიშნულებაა ბრძანების ძალაში შესვლისათვის საჭირო ხელმოწერების შესრულება. დადექით ცხრილში იმ პიროვნებაზე (სტრიქონზე), რომელზე შექმნილ ბრძანებაზეც უნდა განხორციელდეს ხელმოწერები და დააწკაპეთ ბრძანებაზე. დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ხელმოწერა" სადაც ხდება ბრძანებებზე ხელმოწერების შესრულება:
    • ფანჯრის მენიუს ზოლში განლაგებულია სტანდარტული ბრძანებები (შენახვა, გასვლა) და გადართვის ღილაკები:
      • 0-პროექტი-ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას, ღილაკის საშუალებით შესაძლებელია ძალაში შესული ბრძანების პროექტის სტატუსში დაბრუნება;
      • 1-დონის აუტენტიფიკაცია-ღილაკზე დაწკაპებით ხდება ბრძანებაზე პირველი ხელმოწერის შესრულება. მაღალი აუტენტიფიკაციის დონის ბრძანებებისათვის ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას;
      • 2-დონის აუტენტიფიკაცია-ღილაკზე ერთხელ დაწკაპება უზრუნველყოფს პროექტის სტაუსის მქონე ბრძანებისათვის 1-დონის აუტენტიფიკაციას, ხოლო მეორედ დაწკაპება-2-დონის აუტენტიფიკაციას. თუ ბრძანებაზე შესრულებულია 1-დონის აუტენტიფიკაცია, მაშინ საკმარისია ერთხელ დაწკაპება. მაღალი აუტენტიფიკაციის დონის ბრძანებებისათვის ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას;
      • 3-დონის აუტენტიფიკაცია-ბრძანებაზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის ერთი საფეხურით ამაღლებას. ღილაკის საშუალებით შესაძლებელია პროექტის სტატუსის მქონე ბრძანებას მიენიჭოს 3-დონის აუტენტიფიკაცია, რაც ნიშნავს ბრძანების ძალაში შესვლას.
  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • ფილტრი (ჩამონათვალის ღილაკი)–ბრძანება გამოიყენება ცხრილის გასაფილტრად. ბრძანება მენიუს ზოლში გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ბრძანება "ბრძანებებში" ჩავრთავთ ღილაკს "პერსონალის სია". ჩამონათვალის თითოეულ ღილაკზე დაწკაპების (ჩართვის) შემდეგ პერსონალის სიაში გამოჩნდება ის თანამშრომლები, რომლებიც შეესაბამება ჩართულ ღილაკს. თუ დააწკაპებთ ღილაკზე "ყველას მონიშვნა", მაშინ ჩაირთვება ყველა ღილაკი და სიაში გამოჩნდება ყველა თანამშრომელი (მათ შორის განთავისუფლებული თანამშრომლებიც). თუ დააწკაპებთ ბრძანებაზე "ყველას მოხსნა", მაშინ პესონალის სია გასუფთავდება:
  • გასვლა.
ფორმაში "ბრძანება" შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენება. კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალი განსხვავდება მთავარი მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალისაგან იმისდა მიხედვით, თუ რომელ ჩანართში ვიმყოფებით:
  1. ჩანართში "ბიულეტენზე გაშვება" კონტექსტური მენიუს განსხვავებული ბრძანებებია:
    • ინფორმაცია პიროვნებაზე;
    • ტექსტური რედაქტორი-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის კონკრეტული ბრძანების ტექსტი, სადაც შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები და შევინახოთ შეცვლილი ტექსტით;
    • ტექსტის მოხსნა-ბრძანების საშუალებით ხდება შექმნილი ბრძანების (Microsoft Word-ის ფაილის) წაშლა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება:
      • დადასტურების შემთხვევაში (Yes) ბრძანების ტექსტის შემცველი ფალი წაიშლება. წაშლა შეიძლება მხოლოდ იმ ბრძანებებისა, რომელთაც არ აქვთ 3- დონის აუტენტიფიკაცია. ბრძანებას იყენებენ იმ შემთხვევაში როცა ბრძანების შექმნისას არ საჭიროებენ ტექსტს. თუ შემთხვევით წავშალეთ ისეთი ბრძანების ტექსტი, რომელიც არ უნდა წაგვეშალა, მაშინ მისი თავიდან ფორმირება აღარ მოხერხდება. ამ შემთხვევაში უნდა წაიშალოს ბრძანება და შეიქმნას თავიდან.
2. ჩანართში "პერსონალის სია" კონტექსტური მენიუს განსხვავებული ბრძანებებია:
  • ინფორმაცია პიროვნებაზე;
  • ხელმძღვანელის შეცვლა-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია თანამშრომლისათვის ხელმძღვანელის შეცვლა. მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ხელმძღვანელის შეცვლა":
    • ველში "ხელმძღვანელი" (Combo Box) ვირჩევთ ახალ ხელმძღვანელს და ვინახავთ (ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა), შესაბამისად თანამშრომელს შეეცვლება ხელმძღვანელი;
 

2. დაბრუნება-ბრძანების დანიშნულებაა კომპანიაში შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ თანამშრომელს მისცეს თანამშრომლის ბიულეტენიდან ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში შესაბამისი ბრძანების შექმნის შესაძლებლობა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ბრძანება": 

 

ფორმას თან ახლავს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:

  1. დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის პერსონალის სია;
  2. თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე პერსონალის სია;
  3. ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის პერსონალის სია;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება: გაშლა, შეკუმშვა. 

ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება (კომბინირებული ღილაკი);
  • მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
  • ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი);
  • ბეჭდვა (კომბინირებული ღილაკი);
  • ახალი-ბრძანების საშუალებით ხდება თანამშრომლის ბიულეტენიდან ვადაზე ადრე დაბრუნების ბრძანების შექმნა. დააწკაპეთ ბრძანებაზე ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "ახალი ბრძანება-ბიულეტენიდან დაბრუნება":
    • ფანჯარას აქვს შემდეგი ელემენტები:
      • ბრძანების №-ველში იწერება ბრძანების ნომერი, მისი ჩაწერა შეიძლება ხელით ან მოხრილ ისარზე დაწკაპებით;
      • თარიღი-ბრძანების შექმნის თარიღი;
      • სახელი, გვარი (Combo Box)-ველში ირჩევენ პიროვნებას, რომელიც იმყოფება ბიულეტენზე და რომლის დაბრუნებაც უნდა მოხდეს ბიულეტენიდან ვადაზე ადრე;
      • ტაბელის №-ველში ავტომატურადაა ჩაწერილი ტაბელის ნომერი;
      • დეპარტამენტი (Combo Box)-ველში ავტომატურადაა არჩეული იმ ზედა სტრუქტურულ ერთეულის დასახელება, რომელსაც ექვემდებარება ის ქვედა სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომელიცაა პიროვნება;
      • თანამდებობა (Combo Box)-ველში ავტომატურადაა არჩეული თანამშრომლის თანამდებობა;
      • ხელმძღვანელი (Combo Box)-ველში ავტომატურად არჩეულია თანამშრომლის ხელმძღვანელი;
      • ფილიალი-ველში ავტომატურადაა ქვედა სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მიეკუთვნება თანამშრომლი;
      • შენიშვნა-ველში იწერება შენიშვნები (მინიშნებები);
      • ბრძანების ტექსტის ფორმირება (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ჩართულია ფანჯრის ეკრანზე გამოსვლისას და იგი უზრუნველყოფს შექმნილი ბრძანების ტექსტის ფორმირებას Microsoft Word-ის ფაილად;
      • ახალი (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკი ავტომატურად ჩართულია ფანჯრის ეკრანზე გამოსვლისას და საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ახალი ბრძანება. როდესაც ერთ დღეს რამდენიმე თანამშრომლის დაბრუნება ხდება ბიულეტენიდან და გვინდა ამ პროცესის შესრულება ერთი ბრძანებით, ამისათვის საკმარისია ერთი თანამშრომლისათვის შევქმნათ ბრძანება. შემდეგ ყოველი ახალი თანამშრომლის ბიულეტენიდან დაბრუნებისას გამოვრთავთ ღილაკს "ახალი", ფანჯარაში ბრძანების ნომრის გვერდით გაჩნდება კიდევ ერთი ველი (Combo Box), საიდანაც ავირჩევთ იმ ბრძანების ნომერს, რომლითაც პირველი თანამშრომელი დავაბრუნეთ ბიულეტენიდან. ბრძანების ნომრის ველში ავტომატურად ჩაიწერება ჩვენს მიერ არჩეული ბრძანების ნომერი, ხოლო თარიღის ველში (რომლიც აღარაა აქტიური)-ბრძანების შესაბამისი თარიღი. შემდეგ ვაგრძელებთ ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი.
      • ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
  • ბრძანებები (ჩამონათვალის ღილაკი)–ბრძანების ჩამონათვალის თითოეული ღილაკი წარმოადგენს ღილაკ ჩამრთველს:
    • ჩამონათვალიდან ავტომატურად ჩართულია ღილაკი "ბიულეტენიდან დაბრუნება". ღილაკის "პერსონალის სია" ჩართვა იწვევს მენიუს ზოლში ცვლილებებს: ბრძანების "ხელმოწერა" ადგილზე ჩნდება ბრძანება "ფილტრი". ჩამონათვალში ღილაკების ჩართვით შეასაძლებელია ახალი ბრძანების შექმნა, შესაბამისი დასახელების ჩანართები განლაგდება ცხრილის თავზე თარიღის შუალედის ქვემოთ, ხოლო ეკრანზე გამოდის Microsoft Word-ის ფაილებად ფორმირებული შესაბამისი ბრძანებები აუტენტიფიკაციის დონის ჩვენებით. Microsoft Word-ის ფაილზე ორჯერ დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ბრძანების ტექსტი, ხოლო სტრიქონის სხვა ნებისმიერ ადგილზე დაწკაპებით-ბრძანების რედაქტირების ფანჯარა:
  • ხელმოწერა-ბრძანების დანიშნულებაა ბრძანების ძალაში შესვლისათვის საჭირო ხელმოწერების შესრულება. დადექით ცხრილში იმ პიროვნებაზე (სტრიქონზე), რომელზე შექმნილ ბრძანებაზეც უნდა განხორციელდეს ხელმოწერები და დააწკაპეთ ბრძანებაზე. დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ხელმოწერა" სადაც ხდება ბრძანებებზე ხელმოწერების შესრულება:
    • ფანჯრის მენიუს ზოლში განლაგებულია სტანდარტული ბრძანებები (შენახვა, გასვლა) და გადართვის ღილაკები:
      • 0-პროექტი-ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას, ღილაკის საშუალებით შესაძლებელია ძალაში შესული ბრძანების პროექტის სტატუსში დაბრუნება;
      • 1-დონის აუტენტიფიკაცია-ღილაკზე დაწკაპებით ხდება ბრძანებაზე პირველი ხელმოწერის შესრულება. მაღალი აუტენტიფიკაციის დონის ბრძანებებისათვის ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას;
      • 2-დონის აუტენტიფიკაცია-ღილაკზე ერთხელ დაწკაპება უზრუნველყოფს პროექტის სტაუსის მქონე ბრძანებისათვის 1-დონის აუტენტიფიკაციას, ხოლო მეორედ დაწკაპება-2-დონის აუტენტიფიკაციას. თუ ბრძანებაზე შესრულებულია 1-დონის აუტენტიფიკაცია, მაშინ საკმარისია ერთხელ დაწკაპება. მაღალი აუტენტიფიკაციის დონის ბრძანებებისათვის ღილაკზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის დონის ერთი საფეხურით დადაბლებას;
      • 3-დონის აუტენტიფიკაცია-ბრძანებაზე ერთხელ დაწკაპება იწვევს აუტენტიფიკაციის ერთი საფეხურით ამაღლებას. ღილაკის საშუალებით შესაძლებელია პროექტის სტატუსის მქონე ბრძანებას მიენიჭოს 3-დონის აუტენტიფიკაცია, რაც ნიშნავს ბრძანების ძალაში შესვლას.
  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • ფილტრი (ჩამონათვალის ღილაკი)–ბრძანება გამოიყენება ცხრილის გასაფილტრად. ბრძანება მენიუს ზოლში გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ბრძანება "ბრძანებებში" ჩავრთავთ ღილაკს "პერსონალის სია". ჩამონათვალის თითოეულ ღილაკზე დაწკაპების (ჩართვის) შემდეგ პერსონალის სიაში გამოჩნდება ის თანამშრომლები, რომლებიც შეესაბამება ჩართულ ღილაკს. თუ დააწკაპებთ ღილაკზე "ყველას მონიშვნა", მაშინ ჩაირთვება ყველა ღილაკი და სიაში გამოჩნდება ყველა თანამშრომელი (მათ შორის განთავისუფლებული თანამშრომლებიც). თუ დააწკაპებთ ბრძანებაზე "ყველას მოხსნა", მაშინ პესონალის სია გასუფთავდება:
  • გასვლა.
ფორმაში "ბრძანება" შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენება. კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალი განსხვავდება მთავარი მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალისაგან იმისდა მიხედვით, თუ რომელ ჩანართში ვიმყოფებით:
  1. ჩანართში "ბიულეტენიდან დაბრუნება" კონტექსტური მენიუს განსხვავებული ბრძანებებია:
    • ინფორმაცია პიროვნებაზე;
    • ტექსტური რედაქტორი-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის კონკრეტული ბრძანების ტექსტი, სადაც შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები და შევინახოთ შეცვლილი ტექსტით;
    • ტექსტის მოხსნა-ბრძანების საშუალებით ხდება შექმნილი ბრძანების (Microsoft Word-ის ფაილის) წაშლა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება:
      • დადასტურების შემთხვევაში (Yes) ბრძანების ტექსტის შემცველი ფალი წაიშლება. წაშლა შეიძლება მხოლოდ იმ ბრძანებებისა, რომელთაც არ აქვთ 3- დონის აუტენტიფიკაცია. ბრძანებას იყენებენ იმ შემთხვევაში როცა ბრძანების შექმნისას არ საჭიროებენ ტექსტს. თუ შემთხვევით წავშალეთ ისეთი ბრძანების ტექსტი, რომელიც არ უნდა წაგვეშალა, მაშინ მისი თავიდან ფორმირება აღარ მოხერხდება. ამ შემთხვევაში უნდა წაიშალოს ბრძანება და შეიქმნას თავიდან.
2. ჩანართში "პერსონალის სია" კონტექსტური მენიუს განსხვავებული ბრძანებებია:
  • ინფორმაცია პიროვნებაზე;
  • ხელმძღვანელის შეცვლა-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია თანამშრომლისათვის ხელმძღვანელის შეცვლა. მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ხელმძღვანელის შეცვლა":
    • ველში "ხელმძღვანელი" (Combo Box) ვირჩევთ ახალ ხელმძღვანელს და ვინახავთ (ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები შენახვა და გასვლა), შესაბამისად თანამშრომელს შეეცვლება ხელმძღვანელი;
 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), პერსონალის სია, მიღებები, ცვლილებები, დათხოვნები, კუთვნილი, უფასო, დეკრეტი. 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!