Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თარიღი

სისტემაში თარიღის შესაყვანად გამოიყენება შემდეგი სახის ელემენტი: 

 

თარიღის შეყვანა (შეცვლა) შესაძლებელია კლავიატურიდან აკრეფით შემდეგი ფორმატით: რიცხვი/თვე/წელი (dd/mm/yyyy). ასევე თარიღის შეცვლა შესაძლებელია მარჯვნივ მოთავსებულ ისარზე მაუსის დაჭერით. ამ დროს ჩამოიშლება კალენდარი: 

 

კალენდარში ჩანს უკვე არჩეული თარიღის მიხედვით მიმდინარე თვე და წინა და მომდევნო თვის რამდენიმე დღე. სხვა თვეების ასარჩევად შეგვიძლია მაუსით დავაჭიროთ თვის გასწვრივ მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულ ისრებს: 

 

ამ დროს გადავალთ შესაბამისად წინა ან მომდევნო თვეზე. 

თუ მაუსს დავაჭერთ თვის აღმნიშვნელ წარწერაზე, როგორც შემდეგ სურათზეა ნაჩვენები 

 

მიმდინარე თვის ნაცვლად ქვედა ნაწილში გამოჩნდება მიმდინარე წლის თვეები: 

 

მაუსის გამოყენებით შეგვიძლია სასურველი თვის არჩევა. თვის ადგილზე ახლა უკვე მიმდინარე წელი იქნება აღნიშნული. მასზე დაჭერით გამოვა მიმდინარე ათწლეულის წლები: 

 

კიდევ ერთხელ დაჭერით გამოვა ათწლეულები. მიმდინარე თვეზე დასაბრუნებლად საკმარისია დავაჭიროთ არჩეული თარიღის შესაბამის წარწერაზე: 

 

თარიღის ასარჩევად საკმარისია მაუსით მივუთითოთ სასურველი დღე: 

 

შედეგად კალენდარი დაიხურება და თარიღის ელემენტში დაფიქსირდება არჩეული თარიღი: 

 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!