თარიღის შუალედის ასარჩევად სისტემაში გამოიყენება კომბინირებული ელემენტი, რომელიც შედგება თარიღის ასარჩევი 2 ელემენტისაგან, თარიღის შუალედის სწრაფი არჩევის ღილაკისაგან და ღილაკი ჩამრთველისაგან (ალამი):
თარიღის მარცხენა ელემენტში მიეთითება შუალედის საწყისი თარიღი, ხოლო მარჯვენაში - საბოლოო თარიღი.
თარიღის სწრაფი არჩევის ღილაკზე მაუსის გამოყენებით, ეკრანზე გამოდის შემდეგი ჩამონათვალი:
მისი მეშვეობით შეგვიძლია სწრაფად ავირჩიოთ:
საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ მიმდინარე დღე, თვე (თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით), კვარტალი (კვარტლის პირველი თვის პირველი რიცხვიდან კვარტლის ბოლო თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით), წელი (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ჩამონათვალის ქვედა ნაწილში მოცემულია ბრძანებები "თვის", "კვარტლის", "წლის", რომელთაც სათაურად აქვთ "...დასაწყისიდან დღემდე". ამ ბრძანებების მეშვეობით ვირჩევთ თარიღის შუალედს შესაბამისი პერიოდის დასაწყისიდან მიმდინარე დღემდე.
საიდანაც შესაძლებელია ავირჩიოთ გასული დღე, თვე, კვარტალი ან წელი;
საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ თვე (თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით), კვარტალი (კვარტლის პირველი თვის პირველი რიცხვიდან კვარტლის ბოლო თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით), წელი (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ჩამონათვალის ქვედა ნაწილში მოცემულია ბრძანებები "თვის", "კვარტლის", "წლის", რომელთაც სათაურად აქვთ "...დასაწყისიდან დღემდე". ამ ბრძანებების მეშვეობით ვირჩევთ თარიღის შუალედს შესაბამისი პერიოდის დასაწყისიდან მიმდინარე დღემდე, მონიშვნის შემთხვევაში სისტემაში შემოსვლისას დაგვხვდება არჩეული პერიოდი, ხოლო თუ მონიშვნას მოვუხსნით დაგვხვდება მიმდინარე დღე;
თავდაპირველად სისტემაში ვირჩევთ სასურველ პერიოდს, ბრძანებების დახმარებით კი ხდება არჩეული პერიოდის შენახვა, მომდევნო ეტაპზე სისტემაში შემოსვლისას დაგვხვდება შენახული პერიოდი, ხოლო მონიშვნის მოხსნის შემთხვევაში, სისტემაში შესვლისას დაგვხვდება მიმდინარე დღე.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|