სათაური |
აღწერა |
Grid-ში და Pivote table-ში მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ფორმულები და ფუნქციები, მათი გამოყენაბა შესაძლებელია დუბლირებულ სვეტებში. დუბლირებული სვეტების სათაურზე გამომავალ კონტექსტურ მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში ემატება ბრძანება: "f= ფორმულის რედაქტირება". ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია, როგორც ფორმულების ისე ფუნქციების გამოყენებით დუბლირებულ სვეტში მნიშვნელობების შეცვლა. ვთქვათ გვაქვს ორი სვეტი: "ხელფასი" და "ხელფასი ნაღდი". თუ გვინდა რომ დუბლირებულ სვეტში ჩავწეროთ საშემოსავლოს თანხა, მაშინ "Expression editor" ფანჯარაში ფორმილის ჩასაწერ ზოლში ჩავწერთ შესაბამის ფორმულას. ამისათვის ვირჩევთ "fields", შემდეგ სვეტების ჩამონათვალიდან "ხელფასი" და მასზე ორჯერ დაჭერით იგი ავტომატურად ჩაიწერება ფორმულის ზოლში,... დაწვრილებით | |
ტექსტური ველი გამოიყენება სისტემაში ტექსტების და რიცხვითი მნიშვნელობების შესატანად. არააქტიური ტექსტური ველი გამოიყურება შემდეგნაირად: როცა დავდგებით ტექსტურ ველზე იგი გააქტიურდება. გააქტიურებულ ტექსტურ ველს აქვს შემდეგი სახე: აქტიურ ტექსტურ ველში მონაცემების შეყვანა შესაძლებელია როგორც კლავიატურიდან ტექსტის აკრეფით ან წინასწარ დაკოპირებულის ჩასმით, ასევე შტრიხკოდების წამკითხველის მეშვეობით (სადაც საჭიროება მოითხოვს). თუ ტექსტური ველი გამოიყენება მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობების შესაყვანად, მასში ციფრებისა და მეათედების გამომყოფი სიმბოლოს გარდა სხვა მნიშვნელობების შეყვანა შეზღუდულია. ზოგიერთ ტექსტურ ველს მარცხენა ნაწილში აქვს მოხრილი ისარი: ამ ტიპის ტექსტური ველების მეშვეობით შესაძლებელია მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით სტანდარტული მნიშვნელობების შეყვანა, მაგალითად დოკუმენტის შიდა ნომრების ნუმერაციის. | |
სისტემაში თარიღის შესაყვანად გამოიყენება შემდეგი სახის ელემენტი: თარიღის შეყვანა (შეცვლა) შესაძლებელია კლავიატურიდან აკრეფით შემდეგი ფორმატით: რიცხვი/თვე/წელი (dd/mm/yyyy). ასევე თარიღის შეცვლა შესაძლებელია მარჯვნივ მოთავსებულ ისარზე მაუსის დაჭერით. ამ დროს ჩამოიშლება კალენდარი: კალენდარში ჩანს უკვე არჩეული თარიღის მიხედვით მიმდინარე თვე და წინა და მომდევნო თვის რამდენიმე დღე. სხვა თვეების ასარჩევად შეგვიძლია მაუსით დავაჭიროთ თვის გასწვრივ მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულ ისრებს: ამ დროს გადავალთ შესაბამისად წინა ან მომდევნო თვეზე. თუ მაუსს დავაჭერთ თვის აღმნიშვნელ წარწერაზე, როგორც შემდეგ სურათზეა ნაჩვენები მიმდინარე თვის ნაცვლად ქვედა ნაწილში გამოჩნდება მიმდინარე წლის თვეები: მაუსის გამოყენებით შეგვიძლია სასურველი თვის არჩევა. თვის ადგილზე ახლა უკვე მიმდინარე წელი იქნება აღნიშნული. მასზე... დაწვრილებით | |
თარიღის შუალედის ასარჩევად სისტემაში გამოიყენება კომბინირებული ელემენტი, რომელიც შედგება თარიღის ასარჩევი 2 ელემენტისაგან, თარიღის შუალედის სწრაფი არჩევის ღილაკისაგან და ღილაკი ჩამრთველისაგან (ალამი): თარიღის მარცხენა ელემენტში მიეთითება შუალედის საწყისი თარიღი, ხოლო მარჯვენაში - საბოლოო თარიღი. თარიღის სწრაფი არჩევის ღილაკზე მაუსის გამოყენებით, ეკრანზე გამოდის შემდეგი ჩამონათვალი: მისი მეშვეობით შეგვიძლია სწრაფად ავირჩიოთ:
საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ მიმდინარე დღე, თვე (თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით), კვარტალი (კვარტლის პირველი თვის პირველი რიცხვიდან კვარტლის ბოლო თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით), წელი (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ჩამონათვალის ქვედა ნაწილში მოცემულია... დაწვრილებით | |
| |
|
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|