Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მოდულების პარამეტრები

მოდულების პარამეტრები არის ადმინისტრირების მოდულის ბრძანება (ადმინისტრირება => მოდულების პარამეტრები), მისი დახმარებით ხდება კადრების პროგრამის სხვადასხვა მოდულებისათვის პარამეტრების განსაზღვრა. ბრძანების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მოდულების პარამეტრები": 

 

ფორმას აქვს ჩანართი "მოდულების პარამეტრები", რომელიც წარმოადგენს ცხრილს პარამეტრების ჩამონათვალით. პარამეტრების ჩამონათვალი ჩანართში მოცემულია იერარქიული ხის ფორმით. პარამეტრების ჩამონათვალი და მათი განლაგება იერარქიულ ხეში განსაზღვრულია სისტემის მიერ. 

პარამეტრები დაჯგუფებულია შინაარსის მიხედვით. თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია შესაბამისი ტიპის პარამეტრები:

  • საბიუჯეტო გადასახადების პარამეტრები:
    • დამატებული ღირებულების გადასახადი-პუნქტის გააქტიურების შემდეგ ძირითად ფორმაში გამოდის დღგ-ის განაკვეთის ჩასაწერი ველი:
    • ველში ხელით იწერება საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის განაკვეთი;
 

  • საშემოსავლო გადასახადი-პარამეტრის მონიშვნის შემდეგ ფორმაში გამოვა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ჩასაწერი ველი:
  • ველში იწერება საშემოსავლო გადასახადის დადგენილი განაკვეთი;
 

  • კადრების მოდულის პარამეტრები:
    • ავტორიზაციის დონეები:
      • კადრების ბრძანებაზე-პარამეტრზე დადგომის შემდეგ ფორმის ზედა ნაწილში გამოჩნდება მომხმარებელთა ჩამონათვალი, ხოლო ქვედა ნაწილში-აუტენტიფიკაციის დონის მაჩვენებლები:
 

 

  • მომხმარებელს "sa" აქვს ყველა დონის აუტენტიფიკაციის უფლება (ყველა დონისათვის ჩართულია ღილაკი), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს და გაანთავისუფლოს პერსონალი. ავტორიზაციის დონის განსაზღვრა და ამის შედეგად კონკრეტული მომხმარებლისათვის შესაბამისი უფლების მინიჭება ასახვას ჰპოვებს ბრძანებაზე ხელმოწერის შესრულების დროს (ბრძანებები => ბრძანებების რეესტრი => ხელმოწერა). მაგალითად, თუ მომხმარებელს ჩართულია არ აქვს მეორე და მესამე დონის აუტენტიფიკაციის ღილაკები, მაშინ ის ვერ მოახერხებს ბრძანებაზე მეორე და მესამე დონის აუტენტიფიკაციას (ხელმოწერას);
  • საერთო ბრძანებაზე-აქედან ხდება მომხმარებლებისათვის საერთო ბრძანებებზე აუტენტიფიკაციის დონის განსაზღვრა (უფლების მინიჭება), რაც ხორციელდება კადრების ბრძანებებზე ხელმოწერის უფლებების მინიჭების ანალოგიურად;
  • საგამოცდო ვადის დღეები თანამშრომლის მიღების დროს-თანამშრომელთა სამსუხურში მიღების დროს მიღების მომენტში ხდება საგამოცდო ვადის მითითება. თუ რამდენი დღე უნდა იყოს საგამოცდო ვადა ამის განსაზღვრა ხდება წინამდებარე პარამეტრის დახმარებით, მასზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოდის ვადის ჩასაწერი ველი. ველში ჩაწერილი დღეების რაოდენობა აისახება პერსონალის მიღების დროს საგამოცდო ვადის ველში ავტომატურად: ;
  • დეკრეტის დღეების რაოდენობა-პარამეტრზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოდის დღეების ჩასაწერი ველი, მასში ჩაწერილი რიცხვი (დეკრეტის დღეების რაოდენობა) ავტომატურად იმოქმედებს დეკრეტის ბრძანების შექმნის დროს. კერძოდ, თუ მითითებული იქნება დეკრეტში გასვლის თარიღი მაშინ ავტომატურად ჩაწერს დეკრეტიდან გამოსვლის თარიღს შესაბამის ველში;
  • შვებულების დღეების რაოდენობა-პარამეტრზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოდის დღეების ჩასაწერი ველი, მასში ჩაწერილი რიცხვი (შვებულების დღეების რაოდენობა) ავტომატურად იმოქმედებს შვებულების ბრძანების შექმნის დროს. კერძოდ, თუ მითითებული იქნება შვებულებაში გასვლის თარიღი მაშინ ავტომატურად ჩაწერს შვებულებიდან გამოსვლის თარიღს შესაბამის ველში
  • ხელფასის მოდულის პარამეტრები:
    • პერსონალის მონაწილეობის განსაზღვრა უწყისებში-პარამეტრის დახმარებით ხდება სხვადასხვა სტატუსების მქონე პერსონალისათვის ხელფასის უწყისში მონაწილეობის განსაზღვრა. პარამეტრზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოჩნდება უწყისების ტიპები შეკუმშული ფორმით: თითოეული უწყისის ქვეშ გაშლის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ გამოჩნდება პერსონალის სტატუსების ჩამონათვალი. რომელ სტატუსსაც მოვნიშნავთ იმ სტატუსის მქონე პერსონალი შეიძლება შევიტანოთ ხელფასების უწყისებში:
 

  • პერსონალის მონაწილეობა ტაბელის აღრიცხვაში-პარამეტრის დახმარებით ხდება იმ სტატუსების განსაზღვრა (მონიშვნა), თუ რომელი სტატუსის მქონე პერსონალმა მიიღოს მონაწილეობა სატაბელო აღრიცხვაში. პარამეტრზე დადგომის შემდეგ ფორმაში გამოცნდება სტატუსების ჩამონათვალი, რომელ სტატუსსაც ჩავურთავთ ღილაკს იმ სტატუსის მქონე პერსონალი მიიღებს მონაწილეობას სატაბელო აღრიცხვაში;
  • სხვადასხვა ტიპის პარამეტრები:
    • საბუთის რედაქტირებისათვის დასაშვები მინ. თარიღი-პარემიტრის დახმარებით ხდება იმ თარიღის განსაზღვრა, რომელ თარიღშიც და რომლის შემდეგაც შესაძლებელია წინა თარიღით შექმნილი საბუთის რედაქტირება. პარამეტრზე დადგომის შემდეგ ეკრანზე გამოდის თარიღის ელემენტი, სადაც ვირჩევთ სასურველ თარიღს:
 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!