კომპანიის რეკვიზიტები წარმოადგენს ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. მისი გამოყენებით (ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები) ეკრანზე გამოვა ფანჯარა "უფლებების მართვა", სადაც ხდება კომპანიის რეკვიზიტების შეტანა:
ფანჯარას აქვს ჩანართები, სადაც რეკვიზიტების შეტანა ხდება მას შემდეგ, რაც გააქტურდება მონაცემების შესატანი ველები. მათი გააქტიურება ხდება ფანჯრის მენიუს ბრძანება რედაქტირებაზე დაჭერის შემდეგ. ამ დროს ბრძანებები რედაქტირება და გასვლა მენიუდან გაქრება და მათ ადგილზე გაჩნდება ახალი ბრძანებები: შენახვა და დაბრუნება.
- კომპანია-ჩანართს აქვს შემდეგი ველები და ღილაკები:
- სრული დასახელება;
- მოკლე დასახელება;
- საიდენტიფიკაციო კოდი;
- საწარმოს ტიპი (Combo box);
- ეკონომიკური საქმიანობის (NAEC) კოდი;
- დღგ-ს გადამხდელი-ღილაკის ჩართვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არის დღგ-ს გადამხდელი. გააქტიურდება ველი "სერთიფიკატის №" სადაც ჩაიწერება დღგ-ს გადამხდელის სერთიფიკატის ნომერი, ასევე გააქტიურდება "გაცემის თარიღის" შესატანი ელემენტი;
- აქციზის გადამხდელი-ღილაკს რთავენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არის აქციზის გადამხდელი. გააქტიურდება "სერთიფიკატის №"-ის შესატანი ველი და "გაცემის თარიღის" შესატანი ელემენტი.
- მისამართი-ჩანართს აქვს შემდეგი ტექსტური ველები:
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი;
- ფაქსი;
- E-Mail;
- WWW.
- საბანკო რეკვიზიტები-ჩანართში ავსებენ შემდეგ ტექსტურ ველებს:
- მომსახურე ბანკი-კომპანიის მომსახურე ბანკის დასახელება;
- ბანკის კოდი;
- ანგ/ანგარიში-ანგარიშსწორების ანგარიში მომსახურე ბანკში.
ზემოთ აღწერილ სამ ჩანართში შეტანილი რეკვიზიტები ავტომატურად ჩაიწერება კომპანიის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებში.
- ხელმძღვანელები-ჩანართში ტექსტური ველები განლაგებულია ორ სვეტად: პირველი სვეტის ველებში იწერება ხელმძღვანელი მუშაკების თანამდებობები, ხოლო მეორე სვეტის ველებში მათი სახელები და გვარები.
- საგადასახადო ინსპექცია-ჩანართში იწერება იმ საგადასახადო ინსპექციის რეკვიზიტები, რომლის ზედამხედველობის არეშიც იმყოფება კომპანია. მონაცემები შეაქვთ შემდეგ ტექსტურ ველებში:
- დასახელება-საგადასახადო ინსპექციის დასახელება;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- ხელმძღვანელი-საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი.