უფლებების მართვა წარმოადგენს ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. იგი შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრატორს სხვადასხვა მომხმარებელს მისცეს სისტემაში წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობა მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. უფლებების მართვაში შესასვლელად დაიცავით თანმიმდევრობა: ადმინისტრირება => უფლებების მართვა. ეკრანზე გამოვა ფორმა "უფლებების მართვა":
ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
შეავსეთ შემდეგი ველები:
როლების დასამატებლად დადექით ჩანართში როლების (Roles)დასახელებაზე და დააჭირეთ ბრძანებას დამატება, ეკრანზე გამოვა შემდეგი ფანჯარა:
შეავსეთ ველები:
ფორმის ჩანართი "უფლებების მართვა", წარმოადგენს ერთსვეტიან ცხრილს. ჩანართს თავის მხრივ აქვს ჩანართები: მომხმარებლები, აქციები:
როცა ჩანართში აქტიურია მომხმარებლები (Users), მაშინ იგივე ჩანართები (ერთი განსხვავებით-"მომხმარებლების" ნაცვლად იქნება "როლები") მოსჩანს ძირითად ფორმაშიც.
ალმის ჩართვა შესაძლებელია საწელწოდებაზე ან Space-კლავიშზე დაჭერით, ამ დროს მთავარ მენიუში გამოჩნდება ორი ბრძანება: შენახვა, დაბრუნება. აქციებში რომელიმე მოდულის წინ მუქი ფერის ალამი მიანიშნებს, იმას რომ მოცემული მომხმარებლისათვის ჯერ არ არის განსაზღვრული უფლებები ამ მოდულზე ან მის განშტოებაზე.
აქციებში ჩამონათვალი მოცემულია იერარქიული სტრუქტურით და თითოეულ მოდულს ან მის განშტოებებს ალმების წინ აქვს გაშლის -ღილაკი, რომელიც მასზე დაჭერის შემდეგ გადაიქცევა შეკუმშვის -ღილაკად.ამ ღილაკების საშუალებით შესაძლებელია ცალკეული მოდულების გაშლა და შეკუმშვა ავტონომიურად. თუ გვინდა აქციების ერთდროულად გაშლა და შეკუმშვა მაშინ გამოიყენება მთავარი მენიუს ბრძანებები: გაშლა და შეკუმშვა, მათ გარდა ფორმის მენიუს აქვს სტანდარტული ბრძანებები განახლება, გასვლა;
ხშირად ადმინისტრატორისათვის (ან სხვა უფლებამოსილი პირი)მოხერხებულია ზემოთ აღწერილი მოქმედებების შესრულება ჩანართიდან "უფლებების მართვა". ჩანართში ცალკეულ ჩანართებზე (მაგ. აქციები) გადასვლის შემდეგ ძირითად ფორმაში (ამ კერძო შემთხვევაში ეკრანზე მარჯვნივ), გამოჩნდება მომხმარებლების ჩამონათვალი და ადმინისტრატორს პარალელურ რეჟიმში შეუძლია თითოეულ მომხმარებელს შეუზღუდოს ან მიანიჭოს წვდომა აქციების ცალკეულ განშტოებებთან:
მაგალითად, ბრძანებებზე უფლება შეზღუდული აქვს მომხმარებლებს"vasiko", "asa", "tamuna", "lali".
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|