ტექსტური ველი გამოიყენება სისტემაში ტექსტების და რიცხვითი მნიშვნელობების შესატანად.
არააქტიური ტექსტური ველი გამოიყურება შემდეგნაირად:
როცა დავდგებით ტექსტურ ველზე იგი გააქტიურდება. გააქტიურებულ ტექსტურ ველს აქვს შემდეგი სახე:
აქტიურ ტექსტურ ველში მონაცემების შეყვანა შესაძლებელია როგორც კლავიატურიდან ტექსტის აკრეფით ან წინასწარ დაკოპირებულის ჩასმით, ასევე შტრიხკოდების წამკითხველის მეშვეობით (სადაც საჭიროება მოითხოვს).
თუ ტექსტური ველი გამოიყენება მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობების შესაყვანად, მასში ციფრებისა და მეათედების გამომყოფი სიმბოლოს გარდა სხვა მნიშვნელობების შეყვანა შეზღუდულია.
ზოგიერთ ტექსტურ ველს მარცხენა ნაწილში აქვს მოხრილი ისარი:

ამ ტიპის ტექსტური ველების მეშვეობით შესაძლებელია მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით სტანდარტული მნიშვნელობების შეყვანა, მაგალითად დოკუმენტის შიდა ნომრების ნუმერაციის.
Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at
support@toolsfactory.com.|
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|