Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დოკუმენტების ტიპები

დოკუმენტების ტიპები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR =>კადრები=> საშტატო განრიგი=>ცნობარები => დოკუმენტების ტიპები), რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის შიდა და გარე მოხმარებისათვის განკუთვნილი დოკუმენტების ტიპების ცნობარის შექმნა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "დოკუმენტების ტიპები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც დოკუმენტები და მათი ქვედანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვედანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ). 

ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:

  • თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის (ან უფრო მაღალი დონისათვის) გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl+Shift-კლავიშებზე, ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
  • ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl+Shift-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
  • დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად Ctrl+Shift-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება ყვითელი ისარი):
  • თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი:
  • ჰორიზონტალური ყვითელი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
  • დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს.
ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
  • განახლება;
  • გაშლა, შეკუმშვა;
  • დამატება (კომბინირებული ღილაკი):
    • დამატება-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია თანაბარი იერარქიული დონის ჩანაწერის დამატება. დავდგეთ რომელიმე ჩანაწერზე და გამოვიყენოთ ბრძანება, ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დამატება":
    • ივსება შემდეგი ველები:
      • დასახელება–ველში იწერება დასამატებელი დოკუმენტის დასახელება;
      • დასახელება (Eng)–დასახელება ინგლისურად;
      • პუნქტი–ველში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა";
      • დოკუმენტის სახეობა (Combo Box)-ველში არჩეულია დოკუმენტის ტიპი (დოკუმენტის ის ტიპი, რომელსაც ცნობარში "სხვადასხვა ცნობარში" ტექსტური დოკუმენტის ტიპების შესაბამის ჩამონათვალში მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"). ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შესაძლებელია სხვა დოკუმენტის ტიპის არჩევა.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. 

შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე;

  • დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე.
  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანებ უპირატესი

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!