Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ხელფასის უწყისის ტიპები

ხელფასის უწყისის ტიპები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR =>კადრები=> საშტატო განრიგი=>ცნობარები =>ხელფასის უწყისის ტიპები), რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის ხელფასის უწყისების ტიპების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალისათვის ხელფასის დარიცხვის დროს. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ხელფასის უწყისის ტიპები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ხელფასის უწყისის ტიპები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ტიპს ჰყავს ერთი "მშობელი"). 

 

ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება;
  • გაშლა, შეკუმშვა;
  • დამატება (კომბინირებული ღილაკი):
    • დამატება-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია თანაბარი იერარქიული დონის ჩანაწერის დამატება. დავდგეთ რომელიმე ჩანაწერზე და გამოვიყენოთ ბრძანება, ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა"დამატება":
    • ივსება შემდეგი ველები:
      • დასახელება–ველში იწერება დასამატებელი უწყისის დასახელება;
      • დასახელება (Eng)–დასახელება ინგლისურად;
      • პუნქტი–ველში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა". ველში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განლაგება;
      • უწყისის ტიპი-ველში ირჩევენ უწყისის ტიპს (შეიძლება გვქონდეს ერთი ტიპის რამდენიმე უწყისი);
      • დღეების გათვალისწინებით (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში ხელფასის დარიცხვის დროს გათვალისწინებული იქნება ნამუშევარი დღეები;
      • ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე;
  • დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე;
  • რედაქტირება;
  • წაშლა;
  • გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანებ უპირატესი

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!