ფილიალები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR =>კადრები=> საშტატო განრიგი=>ცნობარები=> ფილიალები), რომლის დანიშნულებაა კომპანიისათვის ფილიალების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის მიღების ან მოძრაობის (გადაყვანა ერთი თანამდებობიდან მეორეზე) დროს კომპანიის შიგნით. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ფილიალები":
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ფილიალები და მათი ქვედანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვედანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ).
ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:
- თუ გვინდა იერარქიულად დაქვემდებარებული პუნქტის (პირობითად "შვილი") "მშობლის" დონისათვის (ან უფრო მაღალი დონისათვის) გათანაბრება (ან დამოუკიდებელ პუნქტად გადატანა) ამისათვის დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე ("შვილზე") და პარალელურად Ctrl+Shift-კლავიშებზე, ამოძრავეთ "შვილი" სასურველი მიმართულებით:
- ლურჯი მოხრილი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl+Shift-კლავიშებს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
- დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად Ctrl+Shift-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება ყვითელი ისარი).:
- თუ გვინდა ერთი პუნქტი დავუქვემდებაროთ მეორეს, მაშინ დააჭირეთ მაუსი ამ პუნქტზე და პარალელურად Ctrl-კლავიშებზე, შემდეგ ისარი მიიტანეთ იმ პუნქტთან, რომლის დაქვემდებარებაშიც გადაგვყავს მოცემული პუნქტი:
- ჰორიზონტალური ყვითელი ისრის გაჩენის შემდეგ აუშვით მაუსსა და Ctrl-კლავიშს, ეკრანზე გამოვა შეტყობინება:
- დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს.
ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება;
- გაშლა, შეკუმშვა;
- დამატება (კომბინირებული ღილაკი):
- დამატება-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია თანაბარი იერარქიული დონის ჩანაწერის დამატება. დავდგეთ რომელიმე ჩანაწერზე და გამოვიყენოთ ბრძანება, ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დამატება":
- ივსება შემდეგი ველები:
- დასახელება–ველში იწერება დასამატებელი ფილიალის დასახელება;
- დასახელება (Eng)–დასახელება ინგლისურად;
- პუნქტი–ველში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა";
- ქვეყანა-ველში არჩეულია ქვეყანა (ის ქვეყანა, რომელსაც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები" მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"). მარტივად შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევა და შემდეგ ახალი ქალაქის დამატება. ამისათვის დააჭირეთ ველის მარჯვენა კიდეში "+"- ღილაკზე. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დამატება":
- ივსება შემდეგი ველები:
- დაქვემდებარება (Combo box)-ვირჩევთ სასურველ ქვეყანას*;
- დასახელება-ველში იწერება ახალი ქალაქის დასახელება, რომელიც იერარქიულად განთავსდება არჩეული ქვეყნის ქვედა დონეზე. აღნიშნული ცვლილება ასახვას ჰპოვებს ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები". თუ ველს დავტოვებთ ცარიელს მაშინ ხსენებულ ცნობარში ქვეყნის ქვედა იერარქიულ დონეზე გაჩნდება ცარიელი სტრიქონი;
- დასახელება (Eng);
- პუნქტი-ველში იწერება ციფრები, რომელიც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები", გვიჩვენებს იერარქიულ გზას.
- ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
- -ქალაქი (Combo box)-ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ქალაქების ჩამონათვალი, სადაც თითოეულ ქალაქზე მიბმულია ქვეყანა, რომელიც ქალაქის არჩევის შემდეგ ავტომატურად ჩაჯდება ქვეყნის შესაბამის ველში;
- მისამართი-ველში იწერება დეპარტამენტის მისამართი;
- ტელეფონი-ველში იწერება დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე;
- დამატება ქვედა დონეზე-ბრძანების დახმარებით შეგვიძლია ჩანაწერი დავამატოთ ქვედა იერარქიულ დონეზე, მაგალითად, ფილიალის ქვემოთ დავამატოთ სერვისცენტრი და ა. შ. დამატება ქვედა დონეზე ხდება ზემოთ აღწერილი დამატების ანალოგიურად;
- რედაქტირება;
- წაშლა;
- გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანებ:
უპირატესი;
Attachments;
კომენტარები.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid)