ქვეყნები და ქალაქები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR =>კადრები=> საშტატო განრიგი=>ცნობარები => ქვეყნები და ქალაქები), რომლის დანიშნულებაა ქალაქებისა და ქვეყნების ცნობარის შექმნა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება პერსონალის რეგისტრაციის დროს. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ქვეყნები და ქალაქები":
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ქვეყნები და ქალაქები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქალაქს ჰყავს ერთი "მშობელი" ქვეყანა).
ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:

დადასტურების (Yes) შემდეგ "შვილი" განთავსდება "მშობლის" დონეზე ან დამოუკიდებელ პუნქტად. პარალელურად CShift-კლავიშებით იზღუდება "შვილ" დონეზე განთავსება (იზღუდება ყვითელი ისარი).
დადასტურების (Yes) შემდეგ ერთი პუნქტი დაექვემდებარება მეორეს.
შევავსოთ შემდეგი ველები:
–დასახელება–ველში იწერება დასამატებელი ქვეყნის, ქალაქის, რეგიონის და ა. შ. დასახელება;
–დასახელება (Eng)–დასახელება ინგლისურად;
–პუნქტი–ველში იწერება რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ჩანაწერის ადგილს იერარქიულ სტრუქტურაში, იგი გამოჩნდება სვეტში "იერარქიული გზა". ველში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები და მივიღოთ ჩვენთვის სასურველი განლაგება.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
შენახვის შემდეგ დამატებული ჩანაწერი და ის ჩანაწერი რომელზედაც ვიდექით დამატების დროს იქნებიან ერთ იერარქიულ დონეზე;
იხილეთ აგრეთვე:
Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at
support@toolsfactory.com.|
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|