ბანკები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR =>კადრები=> საშტატო განრიგი=>ცნობარები => ბანკები), რომლის დანიშნულებაა იმ ბანკების ცნობარის შექმნა სადაც კომპანია განახორციელებს პერსონალის ხელფასების ჩაღიცხვას. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ბანკები":
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც ბანკები და მათი ქვეგანაყოფები განლაგებულია იერარქიულად (თითოეულ ქვეგანაყოფს ჰყავს ერთი "მშობელი" ბანკი).
ცხრილში მარტივად შეიძლება იერარქიული დაქვემდებარების შეცვლა:
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. ფანჯრის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ პირველ რიგში ივსება ველები:
-დასახელება-ველში იწერება ბანკის (ფილიალი, სერვისცენტრი) დასახელება;
-დასახელება (Eng);
-ანგ/ანგარიში-კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში;
-ბანკის კოდი-ველში იწერება BIC-ი;
-ქვეყანა-ველში არჩეულია ქვეყანა (ის ქვეყანა, რომელსაც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები" მინიჭებული აქვს სტატუსი "უპირატესი"). მარტივად შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევა და შემდეგ ახალი ქალაქის დამატება. ამისათვის დააჭირეთ ველის მარჯვენა კიდეში "+"-
ღილაკზე. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დამატება":
ივსება შემდეგი ველები:
-დაქვემდებარება (Combo box)-ვირჩევთ სასურველ ქვეყანას*;
-დასახელება-ველში იწერება ახალი ქალაქის დასახელება, რომელიც იერარქიულად განთავსდება არჩეული ქვეყნის ქვედა დონეზე. აღნიშნული ცვლილება ასახვას ჰპოვებს ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები". თუ ველს დავტოვებთ ცარიელს მაშინ ხსენებულ ცნობარში ქვეყნის ქვედა იერარქიულ დონეზე გაჩნდება ცარიელი სტრიქონი;
-დასახელება (Eng);
-პუნქტი-ველში იწერება ციფრები, რომელიც ცნობარში "ქვეყნები და ქალაქები", გვიჩვენებს იერარქიულ გზას. ველში ჩანაწერის შეცვლით შეგვიძლია თანაბარი სტატუსის მქონე სტრიქონებს შევუცვალოთ ადგილები
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
-ქალაქი (Combo box)-ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ქალაქების ჩამონათვალი, სადაც თითოეულ ქალაქზე მიბმულია ქვეყანა, რომელიც ქალაქის არჩევის შემდეგ ავტომატურად ჩაჯდება ქვეყნის შესაბამის ველში;
-მისამართი-ველში იწერება ბანკის (ფილიალი, სერვისცენტრი) მისამართი.
-დამატება ქვედა დონეზე-ქვედა დონეზე დამატება სრულდება თანაბარი იერარქიული დონის ჩანაწერის დამატების ანალოგიურად. ამ დროს კონკრეტული ბანკის ქვედა დონეზე ემატება ფილიალები და სერვისცენტრები;
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|