საშტატო განრიგი* არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => საშტატო განრიგი=>საშტატო განრიგი). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის ქვედანაყოფებისათვის საშტატო განრიგის შედგენა. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საშტატო განრიგი":
ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია პერიოდის ასარჩევი ველები (წელი, თვე) და ბრძანებები:
ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან:
ზედა ნაწილში ივსება შემდეგი ველები:
-დეპარტამენტი (Combo Box)-ველში ირჩევენ დეპარტამენტს, რომლისათვისაც უნდა დაიგეგმოს საშტატო განრიგი;
-თანამდებობა (Combo Box)-ირჩევენ თანამდებობას, რომელიც იგეგმება საშტატო განრიგში;
-ფილიალი (Combo Box)-ირჩევენ ფილიალს, რომელ ფილიალშიც ხდება საშტატო განრიგის დაგეგმვა;
-რაოდენობა შტატში (მთვლელი ღილაკი)-ველში იწერება კონკრეტულ შტატში მისაღები პერსონალის რაოდენობა;
-სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში (მთვლელი ღილაკი)-დაგეგმილი შტატისათვის თვის განმავლობაში სამუშაო დღეების დაგეგმილი რაოდენობა;
-ხელფასი-დაგეგმილი შტატისათვის წინასწარ განსაზღვრული ხელფასი;
-დანამატი-დაგეგმილი შტატისათვის წინასწარ განსაზრვრული ფულადი დანამატი.
ქვედა ნაწილში ხდება სხვა დანამატების (საწვავი, მობილური ტელეფონის ხარჯი და სხვა) განსაზღვრა. ახალი ჩანაწერის დასამატებლად დადეგით სტრიქონზე "ახალი ჩანაწერის დამატება", ველში გამოჩნდება ჩამოსაშლელი ღილაკი, რომლის დახმარებითაც ავირჩევთ დასამატებელ ხარჯს, შემდეგ რაოდენობის ველში ჩავწერთ საჭირო რაოდენობას, ხოლო დასამატებელი თანხა განისაზღვრება ავტომატურად შესაბამის ველში.
ფანჯარას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: შენახვა და გასვლა.
დაგეგმილი საშტატო განრიგი გამოჩნდება ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ცხრილს.
**შენიშვნა-რედაქტირების რეჟიმში გადასვლა ხდება აგრეთვე სტრიქონზე მაუსის (მარცხენა ან მარჯვენა რილაკის) ორჯერ დაწკაპებით.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|