კომპანიის ხარჯზე არის ხელფასების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება (HR =>ხელფასები => კომპანიის ხარჯზე). იგი უზრუნველყოფს თანამშრომლების კომპანიის ხარჯზე დაზღვევას. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კომპანიის ხარჯზე":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "კომპანიის ხარჯზე", ჩანართს აქვს ველი "ამოირჩიეთ წელი" (Combo Box) საიდანაც ხდება დაზღვევის წლის განსაზღვრა.
ფორმის მენიუს ზოლი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც მოცემულია იმ თანამსრომელთა სია, რომელთაც გააჩნიათ სადაზღვევო პოლისები. სადაზღვევო პოლისების მიბმა ხდება
პერსონალზე მისი საანკეტო მონაცემების შევსების დროს (
კადრები => კადრები => პერსონალი => რედაქტირება => საანკეტო მონაცემები => დაზღვევა)
- ფორმას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია ბრძანებები და დაზღვევის დროის ასარჩევი ველები::
- წელი-ველში წელიწადი ავტომატურად არჩეულია (ჩანართიდან "პირად ხარჯზე");
- თვე-ველს აქვს ჩამოსაშლელი ღილაკი საიდანაც ვირჩევთ თვეს;
- თარიღი-არჩეულ თვეში ხდება დაზღვევის დარიცხვის თარიღის (დღის) არჩევა;
- განახლება;
- მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
- დარიცხვა-ბრძანების საშუალებით ვახდენთ თანამშრომელზე დაზღვევის დარიცხვას. ამისათვის ფორმაში უნდა მოვნიშნოთ (Space-კლავიშზე დაჭერით) თანამსრომელი (სტრიქონი) და დავაწკაპოთ ბრძანებაზე, ფორმა დაიხურება და შედეგი გამოჩნდება ფორმაში "პირად ხარჯზე". კერძოდ, ჩანართში "პირად ხარჯზე" დაემატება სტრიქონი სადაც მითითებული იქნება დოკუმენტის ნომერი, დაზღვევის ჯამური თანხა და თარიღი, ხოლო ცხრილში დაზღვეული თანამშრომლების ჩამონათვალი თანხების, პოლისის ნომრისა და სადაზრვევო პაკეტების მითითებით;
- გასვლა;
- უწყისის ფორმირება-ბრძანება უზრუნველყოფს კომპანიის ხარჯზე დაზღვევის უწყისის ფორმირებას. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დარიცხვის უწყისი (დამატება)":
- ფორმაში ვწერთ უწყისის სათაურს და ვაჭერთ ბრძანებას "შენახვა" (თუ არ გვინდა უწყისის ფორმირება, მაშინ ვაჭერთ ბრძანებაზე "გასვლა"). დაზღვევის დარიცხვის უწყისი გამონდება ფორმაში "ხელფასის დარიცხვა" და ფორმაში "კომპანიის ხარჯზე" (ჩანართი "დარიცხვის უწყისი"). ხელფასის დარიცხვის ფორმაში დაზღვევის დარიცხვის უწყისის წაშლისას დარიცხვა წაიშლება "კომპანიის ხარჯზე" ფორმაშიც.
- წაშლა;
- გასვლა.
ფორმა "
პირად ხარჯზე" წარმოადგენს ცხრილს, რომელიც შეიცავს სამ ჩანართს:
- თანხობრივი მონაცემები;
- პოლისების მიხედვით.
- დარიცხვის უწყისი.
პირველ და მეორე ჩანართში გამოტანილი ინფორმაცია ავსებს ერთმანეთს, ხოლო მესამე ჩანართში გამოდის ინფორმაცია დაზღვევის დარიცხვის შესახებ წლის დასაწყისიდან.
ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს ბრძანება ინფორმაცია პიროვნებაზე.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), პირად ხარჯზე.