Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
პირად ხარჯზე

პირად ხარჯზე არის ხელფასების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება (HR =>ხელფასები => პირად ხარჯზე). იგი უზრუნველყოფს თანამშრომლების პირად ხარჯზე დაზღვევას. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "პირად ხარჯზე": 

 

ფორმას თან ახლავს ჩანართი "პირად ხარჯზე", ჩანართს აქვს ველი "ამოირჩიეთ წელი" (Combo Box) საიდანაც ხდება დაზღვევის წლის განსაზღვრა. 

ფორმის მენიუს ზოლი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც მოცემულია იმ თანამსრომელთა სია, რომელთაც გააჩნიათ სადაზღვევო პოლისები. სადაზღვევო პოლისების მიბმა ხდება პერსონალზე მისი საანკეტო მონაცემების შევსების დროს (კადრები => კადრები => პერსონალი => რედაქტირება => საანკეტო მონაცემები => დაზღვევა)
  • ფორმას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია ბრძანებები და დაზღვევის დროის ასარჩევი ველები:
    • წელი-ველში წელიწადი ავტომატურად არჩეულია (ჩანართიდან "პირად ხარჯზე");
    • თვე-ველს აქვს ჩამოსაშლელი ღილაკი საიდანაც ვირჩევთ თვეს;
    • თარიღი-არჩეულ თვეში ხდება დაზღვევის დარიცხვის თარიღის (დღის) არჩევა;
    • განახლება;
    • მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
    • დარიცხვა-ბრძანების საშუალებით ვახდენთ თანამშრომელზე დაზღვევის დარიცხვას. ამისათვის ფორმაში უნდა მოვნიშნოთ (Space-კლავიშზე დაჭერით) თანამშრომელი (სტრიქონი) და დავაწკაპოთ ბრძანებაზე, ფორმა დაიხურება და შედეგი გამოჩნდება ფორმაში "პირად ხარჯზე". კერძოდ, ჩანართში "პირად ხარჯზე" დაემატება სტრიქონი სადაც მითითებული იქნება დოკუმენტის ნომერი, დაზღვევის ჯამური თანხა და თარიღი, ხოლო ცხრილში დაზღვეული თანამშრომლების ჩამონათვალი თანხების, პოლისის ნომრისა და სადაზრვევო პაკეტების მითითებით;
    • გასვლა;
 

ფორმა "პირად ხარჯზე" წარმოადგენს ცხრილს, რომელიც შეიცავს ორ ჩანართს:
  1. თანხობრივი მონაცემები;
  2. პოლისების მიხედვით.
ჩანართებში გამოტანილი ინფორმაცია ავსებს ერთმანეთს. 

ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს ბრძანება ინფორმაცია პიროვნებაზე

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), კომპანიის ხარჯზე

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!