Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ინფორმაცია თანამშრომლებზე

ინფორმაცია თანამშრომლებზე არის ანალიზის მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი) (HR =>ანალიზი => ინფორმაცია თანამშრომლებზე). იგი უზრუნველყოფს პერსონალის სიის, სადაზღვევო პოლისების, დანამატის, საგამოცდო ვადისა და მიღება-განთავისუფლების ბრძანებების ანალიზს. ბრძანებაზე (ან ჩამოსაშლელ ღილაკზე) დაწკაპების შემდეგ ეკრანზე ჩამოიშლება ბრძანებათა ჩამონათვალი: 

 

  1. პერსონალის სია. ბრძანების დანიშნულებაა პერსონალის სიის ანალიზი. მასზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ინფორმაცია თანამსრომელზე". ფორმაში გამოტანაილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეტანილია თანამშრომლის საანკეტო მონაცემებში და ხელფასთან დაკავშირებული მონაცემები;
  2. სადაზღვევო პოლისი. ბრძანების დანიშნულებაა სადზღვევო პოლისების ანალიზი,მასზე დაწკაპების სემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სადაზღვევო პოლისი". ფორმაში შეგვიძლია გამოვიტანოთ თითოეული თანამშრომლის მიხედვით სადზღვევო პოლისებისა და სადაზღვევო პაკეტების შესახებ ინფორმაცია ანალიზის ჩატარების მიზნით;
  3. დანამატები. ბრძანების დანიშნულებაა თანამშრომლებზე გაცემული დანამატების შესახებ ანალიზური ინფორმაციის გამოტანა. მასზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ანალიზური ფორმა "დანამატები";
  4. საგამოცდო ვადა. ბრძანების საშუალებით ხდება ეკრანზე საგამოცდო ვადის შესახებ ინფორმაციის გამოტანა მისი კონტროლის მიზნით. მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფორმა "საგამოცდო ვადის კონტროლი". ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი;
  5. თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების ბრძანებები. ბრძანების დანიშნულებაა ანალიზური ცხრილის ფორმიტ მოგვაწოდოს ინფორმაცია თანამშრომელთა მიღებისა და განთავისუფლების შესახებ. ფორმას აქვს მიღების თარიღისა და განთავისუფლების თარიღის ასარჩევი ელემენტები.
ზემოთ განხილული ყველა ფორმა წარმოადგენს პივოტ ცხრილს, რომელთა მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა". 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

Pivot table 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!