Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
ბეჭდვა არის საქონლის ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს ბრძანებას "შტრიხკოდები":

მისი დანიშნულებაა შტრიხკოდების შექმნა და დაბეჭდვა. 
ოპერაციები არის საქონლი ბრძანებათა ჯგუფი. იგი შეიცავს ბრძანებებს:
  • ჩამოფასების შტრიხკოდი-მისი დანიშნულებაა საქონლის ჩამოფასება და მისთვის ახალი შტრიკოდის შექმნა
  • საქონლის ჩამოფასება-მისი დანიშნულებაა საქონლის ჩამოფასება;
  • აღწერა-მისი დანიშნულებაა საწყობში საქონლის რეალური ნაშთების დადგენა;
  • საქონლის გადატანა-უზრუნველყოფს საწყობიდან საწყობში საქონლის გადატანას;
  • დაგეგმილი შეკვეთები-უზრუნველყოფს საქონელზე შეკვეთების დაგეგმვას;
 
ფასები არის საქონლის ბრძანებათა ჯგუფი, რომლის საშუალებითაც ხდება საერთო ფასების დადგენა, ფასების დადგენა ფილიალებისათვის, დადგენილი ფასების ცვლილება, ფასების დაგეგვმა და ფასების კონტროლი. იგი შეიცავს ბრძანებებს:
  • ფასების დადგენა-უზრუნველყოფს საქონელზე საერთო ფასების დადგენას;
  • ფასების დადგენა (ფილიალი)-უზრუნველყოფს ფასების დადგენას ფილიალისათვის;
  • ფასების უწყისი-ფორმა განკუთვნილია აფთიაქებისათვის და საშუალებას იძლევა მოვახდინოთ უკვე დადგენილი ფასების ცვლილება, ფასდაკლების ცვლილება და ერთი დასახელების საქონელზე ფასების ერთდროულად შეცვლა;
  • ფასების ცვლის ისტორია-იძლევა ფასების ცვლილების შესახებ ანალიზურ ინფორმაციას;
  • ფასების დაგეგმვა-საშუალებას იძლევა დავგეგმოთ ფასები.
  • მოწოდების ფასები-ბრძანება საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ მომწოდებლის და მოლარე-ოპერატორის მიერ, სისტემაში შესატანი საქონლის ფასების იდენტურობა.
 
საწყობები არის საქონლის ბრძანებათა ჯგუფი, რომელიც გვაწვდის ანალიზურ ინფორმაციას შემოსავლების, ნაშთების, საქონლის ბრუნვის და გადაადგილების შესახებ. იგი შეიცავს ბრძანებებს:
  • ნაშთები-იძლევა საქონლის ნაშთების შესახებ ანალიზურ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით;
  • შემოსავლები-მომხმარებელს აწვდის შემოსავლების შესახებ ანალიზურ ინფორმაციას;
  • გადაადგილება-საშუალებას გვაძლევს სისტემიდან ამოვიღოთ ანალიზური ინფორმაცია საქონლის გადაადგილების შესახებ;
  • დაბრუნება-სისტემიდან ვიღებთ ანალიზურ ინფორმაციას მომწოდებლებისათვის საქონლის დაბრუნების შესახებ;
  • ბრუნვა-გვაწვდის ანალიზურ ინფორმაციას საწყობების მიხედვით საქონელბრუნვის შესახებ.
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.