Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შტრიხკოდები

შტრიხკოდები არის მოდულის საქონლი ბრძანება (საქონელი =>შტრიხკოდები). იგი წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს

 

სათაური 
აღწერა 
ბეჭდვა შერჩევით არის "შტრიხკოდების" (ჩამონათვალის ღილაკი) ბრძანება (საქონელი => შტრიხკოდები => ბეჭდვა შერჩევით). მისი დანიშნულება შტრიხკოდების დიზაინის შექმნა და ფასმაჩვენებლების ბეჭდვა. ფორმიდან შესაძლებელია ფასმაჩვენებლების ამობეჭდვა, როგორც სისტემიდან (შტრიხკოდის სვეტში სასურველი შტრიხკოდის მითითებით), ასევე ჯიბის კომპიუტერის დახმარებით. მოწყობილობიდან ფასმაჩვენებლის სისტემაში ჩასატვირთად, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ მოწყობილობამ შეძლოს შტრიხკოდის ამოკითხვა.
ბრძანების ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოვა ფანჯარა "შტრიხკოდი", რომელიც შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან, რომელსაც გააჩნია ბრძანებები ორივე ნაწილისათვის:

მარჯვენა ნაწილი განკუთვნილია დასაბეჭდი შტრიხკოდის ინფორმაციის შესატანად, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია ორი ჩანართი:
  • შტრიხკოდი LP2824-ზე-გამოიყენება ისეთი საქნლისათვის, რომელიც საჭიროებს აწონვას, თითოეულ საქონელზე შტრიხკოდის ბოლო ექვსი ციფრი იცვლება... დაწვრილებით 
დასაბეჭდი ფასმაჩვენებლები არის მოდულის საქონლი (საქონელი =>შტრიხკოდები => დასაბეჭდი ფასმაჩვენებლები), მისი დანიშნულებაა საქონლის ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმა "დასაბეჭდი ფასმაჩვენებლები":


ფორმაში მონაცემების შეტანა ხდება ჯიბის კომპიუტერის მეშვეობით. მაგალითად გასაყიდ დარბაზში გარკვეული დასახელების საქონელს არ აქვს მიკრული ფასმაჩვენებელი. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მიანათებს ჯიბის კომპიუტერს აღნიშნულ საქონელს და იგი GPRS–ის საშუალებით აისახება საქონლის მოდულში. ცხრილში მონაცემები გამოჩნდება განახლების შემდეგ.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!