You are here: ოპერაციები
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ოპერაციები

საქონლის რეალიზაცია მოლარე-ოპერატორმა შეიძლება შეასრულოს, როგორც სკანერის გამოყენებით, ასევე შტრიხკოდი მიუთითოს ხელით. რეალიზაციის დროს ხდება საქონლის დამატება ანუ სარეალიზაციო საქონლის ჩამონათვალის ფორმირება პროგრამის სამუშაო მაგიდაზე. 

საქონლის რეალიზაციისათვის გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება: 

 

ბრძანების გამოყენების შედეგად ავტომატურად გადამისამართდებით საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილ ფორმაში: 

 

Name 
Description 
საქონლის დამატება სკანერის გამოყენებით:
„საქონლის რეალიზაცია სკანერის გამოყენებით“ ამარტივებს რეალიზაციის დროს მომსახურებას, ვინაიდან მოლარე-ოპერატორს არ უწევს სისტემაში შტრიხკოდის ხელით ჩაწერა, რაც ხდება მცირედ დროში და მომხმარებლის მომსახურება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად. სკანერის შტრიხკოდზე დანათებით საქონელი განთავსდება საქონლის სარეალიზაციო ფორმაში, ხოლო რაოდენობის სვეტში კი ავტომატურად მიეთითება ერთი, რაც მიანიშნებს, რომ სკანერის გამოყენება განხორციელდა ერთ ცალ საქონელზე. რაოდენობის გრაფაში შესაძლებელია რაოდენობის ხელით შეცვლა, თუ მოლარე-ოპერატორი დარწმუნებულია საქონლის შტრიხკოდების იდენტურობაში, ღილაკი “Enter”-ის გამოყენებით საქონლის რაოდენობა აისახება, სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში განთავსებული საქონლის რაოდენობის შესაბამის სვეტში. ფორმაში შესაძლებელია შეუზღუდავად დავამატოთ საქონელი, ხოლო მისაღები თანხის ჯამი დაფიქსირდება გრაფაში "ჯამი".
შეცდომის თავიდან ასაცილებლად, მოლარე-ოპერატორს შეუძლია სკანერი გამოიყენოს... more 
რედაქტირება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F3)-საქონლის რედაქტირების ბრძანება წარმოდგენილი არის, მოლარე-ოპერატორის სამუშაო მაგიდის მენიუში. ლოგიკურია, რომ საქონლის რედაქტირების ბრძანება არ არის აქტიური სარეალიზაციო საქნლის დამატებამდე, საკმარისია რაიმე საქონლის დამატება და ბრძანება აქტიურდება. საქონლის რედაქტირების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მოლარე-ოპერატორის შცდომა, მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენის გადაფიქრება და ა.შ. ბრძანება მენიუს ზოლში წარმოდგენილი არის შემდეგი სახით:

ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ახალი ფორმა, რომელიც სისტემაში იხსნება შემდეგი სახით:

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:

  • გასვლა-ბრძანება უზრუნველყოფს სარეალიზაციო ფორმაში დაბრუნებას;
  • წაშლა-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
      • გადართვის ღილაკი უზრუნველყოფს საქონლის წაშლის ვარიანტის ამორჩევას, ხოლო თანხმობის ბრძანებით კი შესრულდება შესაბამისი ქმედება.
  • მენიუ-ბრძანების გამოყენებით ვბრუნდებით... more 
წაშლა (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F4)-საქონლის წაშლის ბრძანება წარმოდგენილი არის, მოლარე-ოპერატორის სამუშაო მაგიდის მენიუში. ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი ფორმა:

ფორმაში განთავსებულია გადართვის ღილაკები შემდეგი შინაარსის მიხედვით:
  • რეალიზაციის რედაქტირება-გადართვის ღილაკი უზრუნველყოფს რეალიზებული საქონლის რედაქტირებას ჩეკის ნომრის მიხედვით, ჩეკის ნომრის ჩაწერის შემდეგ გამოიყენეთ ღილაკი შესრულება, შედეგად ვბრუნდებით საონლის სარეალიზაციო ფორმაში:
    • ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
      • გასვლა-ბრძანება უზრუნველყოფს სარეალიზაციო ფორმაში დაბრუნებას. საქონლის რედაქტირების დროს იცვლება სარეალიზაციო თანხა, შესაბამისად გადახდის საშუალებებაში ხელახლა ხდება თანხის გადახდა (იხ. ოპერაციები);
      • წაშლა-ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
          • გადართვის ღილაკი უზრუნველყოფს საქონლის წაშლის ვარიანტის ამორჩევას, ხოლო თანხმობის ბრძანებით კი შესრულდება შესაბამისი ქმედება.
      • მენიუ-ბრძანების გამოყენებით... more 
გაბათილება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F5)-საკონტროლო სალარო აპარატზე შეცდომით ამობეჭდილი ფაქტის დაფიქსირებას თან უნდა ერთვოდეს დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმის აქტი.
შეცდომით გატარებული რეალიზაციის შესაცვლელად (გასწორების მიზნით) გამოიყენება სამუშაო მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება "გაბათილება" ( ჩეკის გაუქმება).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:

ფორმაში "გაბათილების" ოთხი ვარიანტი არის წარმოდგენილი, რომლის არჩევაც გადართვის ღილაკით არის შესძლებელი:
  • რეალიზებული საქონლის;
  • დაბრუნებული საქონლის;
  • გაცემული საჩუქრის;
  • დაბრუნებული საჩუქრის.
ოპერაციის არჩევა ხდება იმის მიხედვით, რომელი ოპერაციის გაბათილებასაც ვახდენთ, ანუ რა სახით არის საქონლის მომხმარებლისთვის მიწოდება ან მომხმარებლისგან დაბრუნება განხორციელებული (საქონელი, საჩუქარი). ფანჯრის გახსნისას გადართვის ღილაკი ავტომატურად მიანიშნებს "რეალიზებული საქონლის გაბათილება"-ს, გადართვის ღილაკის დახმარებით აირჩიეთ ის... more 
გადადება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F6)-სავაჭრო ობიექტის სალაროსთან, ხშირად შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასტანდარტულ შემთხვევას. მაგ: მომხმარებელი შესაძენი საქონლით მიდის მოლარე-ოპერატორთან, შესაბამისად მოლარე-ოპერატორი ახორციელებს სალაროსთან მიტანილი საქონლის რეალიზაციას, მომხმარებელს ახსენდება, რომ კიდევ სურს სხვა საქონელის შეძენა, როდესაც სალაროსთან რიგია მყიდველის მიერ ახალი საქონლის მოსატანად წასვლა და მისთვის ლოდინი იწვევს გარკვეულ დისკომფორტს სხვა მომხმარებლებისგან, ასევე მოუხერხებელია და გარკვეული დრო სჭირდება სარეალიზაციო საქონლის წაშლას. სისტემა უზრუნველყოფს ასეთი პრობლემის მარტივად გადაწყვეტას, რათა არ შეფერხდეს კლიენტების მომსახურება, კერძოდ მოლარე-ოპერატორი ასრულებს ოპერაციას „ჩეკის გადადება“ და ემსახურება სალაროსთან მყოფ სხვა მომხმარებლებს, შესაბამისად ამ პერიოდში სალაროს მუშაობა არ ჩერდება, მოლარე-ოპერატორს შეუძლია რამდენიმე ჩეკის გადადება (რაოდენობა შეზღუდული არ არის). საქონლის... more 
ძებნა (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F7/*)-პროგრამის მომხმარებლებს, საქონლის რეალიზაცია სისტემაში შეუძლიათ, როგორც სკანერის დახმარებით, ასევე სკანერის გარეშეც. კერძოდ, თუ არ აქვს სკანერი სავაჭრო ობიექტს, ან აქვს, მაგრამ კონკრეტული საქონლის რეალიზაციის დროს, სკანერმა ვერ შესძლო საქონლის შტრიხკოდის ამოკითხვა, მაშინ შტრიხკოდის შეტანა უნდა განახორციელოს მოლარე-ოპერატორმა ხელით, შტრიხკოდის სრულად შეტანის შემდეგ კი გამოიყენოს „Enter”- კლავიში, შედეგად საქონლის დასახელება, რაოდენობა და ფასი გამოჩნდება სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში. აღნიშნული მოქმედებების შესრულების შემდეგ, ოპერაცია გრძელდება იგივე თანმიმდევრობით, როგორც „საქონლის რეალიზაცია სკანერის დახმარებით“ მუშაობის დროს. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც ვერც მოლარე-ოპერატორი და ვერც სკანერი ვერ კითხულობს საქონლის შტრიხკოდს, ვინაიდან საქონლის შტრიხკოდის ციფრები ცუდად ან ნაწილობრივ მოჩანს. ასეთი... more 
აქციები (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F8)-აქცია სავაჭრო დაწესებულებაში წარმოადგენს, ერთის მხრივ მომხმარებლისთვის საქონლის შეძენის სტიმულირებას, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოს რეალიზაციის ზრდას. ძირითადად აქციები ხორციელდება სადღესასწაულო დღეების წინა პერიოდში, ანუ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით (შესაძლებელია აქციის სახით საქონლის შეძენის სტიმულირება განპირობებული იყოს მომწოდებლების მოთხოვნით), შესაბამისად აქციით გათვალისწინებულ პერიოდში, საქონლის შეძენისას ფასდაკლება ვრცელდება ყველა მომხმარებელზე.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:


ფასდაკლების ბარათი-ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოჩნდება ფასდაკლების ბარათის გამოყენების შესაბამისი ფორმა:

მოლარე-ოპერატორისათვის თითოეული საქონლის ფასდაკლების ხელით შესრულება საკმაოდ შრომატევადი საქმე არის, რაც გამოიწვევს მომხმარებლის მომსახურების დროის დიდ დანაკარგს და შესაბამისად მომხმარებლების უკმაყოფილებას (სალაროსთან არსებულ რიგებთან დაკავშირებით). აპექს-სალარო უზრუნველყოფს პრობლემების გადაჭრას აღნიშნულ... more 
დიპლომატი (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F9)-საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობაზე საქონლის/მომსახურების მიწოდების განსხვავებული პირობები, კერძოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილი არის უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააჩნიათ სპეციალური სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუზველზეც ხდება დღგ-ის განაკვეთის შემცირება.
პროგრამაში გათვალისწინებულია აღნიშნული პირობები.
დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებზე საქონლის რეალიზაციის/მომსახურების დროს შეგიძლიათ გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ბრძანება ) , აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა:

ფორმაში არის ერთადერთი გრაფა, რომელიც წარმოადგენს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის,... more 
ბეჭდვა (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F10)-ჩეკების დაბეჭდვისათვის გამოიყენება მენიუს ბრძანება ბეჭდვა , მისი გამოყენების შემთხვევაში ეკრანზე გამოვა ფორმა „ჩეკების ბეჭდვა“:
  • გადართვის ღილაკი „ბოლოდან N“-ფანჯარაში შესვლის დროს ღილაკი ავტომატურად ჩართულია, მისი დახმარებით ხდება სასურველი ჩეკის მოძიება, ბოლოდან რიგითობის მიხედვით (მაგ: თუ ძებნის ველში ჩავწერთ რიცხვს „29“, მაშინ სისტემა ამოსაბეჭდად მოიძიებს ჩეკს, რომელიც ბოლოს ამობეჭდილი ჩეკიდან წინ გადმოთვლის შემდეგ იქნება „29“-ე);
  • გადართვის ღილაკი “ჩეკის N”-ღილაკის გადართვის შემთხვევაში, ამოსაბეჭდად მოიძებნება ის ჩეკი, რომელიც ბოლოვდება ძებნის ველში ჩაწერილი რიცხვით (მაგ: თუ ძებნის ველში ჩავწერთ რიცხვს „15“, მაშინ მოიძებნება ის ჩეკი, რომელიც ბოლოვდება „15“-ით).
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ფანჯარაში მოცემული არის ჩეკების ტიპების ჩამონათვალი, რომელთა ამობეჭდვაც შესაძლებელია... more 
რედაქტირება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F11)-სალაროს ოპერაციების წარმოება განსაზღვრული არის გარკვეული წესით, კერძოდ, როდესაც საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხის მიღებით), სალაროში თანხის ასახვა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, როდესაც გადახდის საშუალებას წარმოადგენს საბანკო ბარათი, მისი ასახვა სისტემაში უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორბის სახით. ალბათობას წარმოადგენს მოლარე-ოპერატორის მიერ, სალაროში თანხის არასწორედ ასახვა მაგ: მომხმარებელს სარეალიზაიო საქონლის გადასხდელი თანხის ნაწილის გადახდა სურს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ნაწილის საბანკო ბარათით. ჯამურად თანხის ასახვა მოლარე-ოპერატორმა სისტემაში სწორად განახორციელა, მაგრამ აღმოაჩინა შეუსაბამობა ანუ პროგრამაში ოპერაციის გატარება შებრუნებით ასახა, კერძოდ ბარათიდან მოხსნილ თანხას მიუთითა ნაღდი ანგარიშსწორება, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი საბანკო ბარათით გადახდა. აღნიშნული... more 
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!