You are here: ოპერაციები > რედაქტირება
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
რედაქტირება

რედაქტირება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F11)-სალაროს ოპერაციების წარმოება განსაზღვრული არის გარკვეული წესით, კერძოდ, როდესაც საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხის მიღებით), სალაროში თანხის ასახვა უნდა მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, როდესაც გადახდის საშუალებას წარმოადგენს საბანკო ბარათი, მისი ასახვა სისტემაში უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორბის სახით. ალბათობას წარმოადგენს მოლარე-ოპერატორის მიერ, სალაროში თანხის არასწორედ ასახვა მაგ: მომხმარებელს სარეალიზაიო საქონლის გადასხდელი თანხის ნაწილის გადახდა სურს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ნაწილის საბანკო ბარათით. ჯამურად თანხის ასახვა მოლარე-ოპერატორმა სისტემაში სწორად განახორციელა, მაგრამ აღმოაჩინა შეუსაბამობა ანუ პროგრამაში ოპერაციის გატარება შებრუნებით ასახა, კერძოდ ბარათიდან მოხსნილ თანხას მიუთითა ნაღდი ანგარიშსწორება, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი საბანკო ბარათით გადახდა. აღნიშნული შეცდომა გამოიწვევს სალაროში არასწორი ნაშთის შეცდომით ასახვას ბუღალტერიაში. შეცდომის გასწორება შესაძლებელია ცვლის დახურვამდე, ცვლის დახურვის შემდეგ გადახდის საშუალების შეცვლა შეუძლებელია, მისი გასწორება უნდა განხორციელდეს ბუღალტერიაში. 

გადახდის საშუალების შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ბრძანება "რედაქტირება", აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა ფორმა „გადახდის საშუალების შეცვლა“: 

 

ფორმაში მოქმედებების შესრულება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: 

პირველ ეტაპზე სვეტში „საქონლის რეალიზაცია ჩეკის N”, ხდება არასწორედ გატარებული ოპერაციის ჩეკის ნომრის მითითება. იმისათვის, რომ სისტემაში მოხდეს ჩეკის მოძიება გამოიყენეთ „Enter”-კლავიში, ფანჯრის ზედა მარცხენა ნაწილში განთავსებული სვეტი „ჩეკი ძველი გადახდის საშუალებით“ შეივსება იმის მიხედვით, თუ რა სახით განხორციელდა საქონლის ღირებულების გადახდა, ხოლო მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება გადასახდელი თანხის რა ნაწილი დაიფარა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, დაბრუნებული ხურდა რამდენს შეადგენდა და მთლიანად გადახდილი თანხის ჯამი. 

 

ფორმის ქვედა მარცხენა ნაწილი განკუთვნილია გადახდის საშუალების შესაცვლელად. „გადახდის საშუალება“ სვეტში გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ნაღდი ანგარიშსწორება, საბანკო ბარათი. მიუთითეთ რეალურად განხორციელებული გადახდის საშუალების ტიპი და სვეტში „თანხის გადახდა“ ჩაწერეთ თანხა, რომელიც მიიღეთ აღნიშნული ოპერაციით, „Enter”-კლავიშზე დაჭერით გააქტიურდება „თანხის ოდენობა" სვეტის ქვეშ არსებული ღილაკი, მისი გამოყენებით ფანჯრის შუა ნაწილში „ჩეკი ახალი გადახდის საშუალებით“ განთავსდება განხორციელებული ცვლილება, ანალოგიურად ხდება ოპერაციის მეორე ტიპის შეცვლა. ფანჯრის შუა ნაწილში, მარჯვნივ გამოჩნდება გადახდილი თანხის რა ნაწილი დაიფარა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, დაბრუნებული ხურდა რამდენს შეადგენდა და მთლიანად გადახდილი თანხის ჯამი (გასწორებული თანხების მიხედვით). 

აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ფანჯარას ექნება შემდეგი სახე: 

 

ფორმის ქვედა პანელზე გააქტიურდება ღილაკები:

  • დამატება-ღილაკის გამოყენებით, ფანჯრის შუა ნაწილში „ჩეკი ახალი გადახდის საშუალებით“ ხდება ჩანაწერის დამატება, რომლის მიხედვითაც ხდება გადახდის საშუალების შეცვლა;
  • გასუფთავება- ღილაკის გამოყენებით, ფანჯრის შუა ნაწილში „ჩეკი ახალი გადახდის საშუალებით“ ხდება ყველა ჩანაწერის წაშლა, ფანჯრიდან გასვლის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება არ განხორციელდება და სისტემაში ჩეკის ძველი (გასასწორებელი) ვარიანტი დარჩება. ღილაკის გამოყენება რეკომენდირებული არის იმ შემთხვევაში, თუ „ჩეკი ახალი გადახდის საშუალებით“ შეავსეთ არასწორად;
  • შესრულება- ღილაკით ხდება, განხორციელებული ცვლილების შენახვა და სისტემაში ასახვა.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!