You are here: ფულის შეტანა
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ფულის შეტანა

საოპერაციო დღის დაწყებისას აუცილებლობას წარმოადგენს სალაროში გარკვეული თანხის არსებობა, რათა მოლარე-ოპერატორმა შესძლოს შეუფერხებლად მუშაობა (მაგ: თანხის მიღების დროს ხურდის დაბრუნება). პროგრამა "ApexPos" ითვალისწინებს აღნიშნულ მდგომარეობას და შესაბამისად გაძლევთ საშუალებას, რომ უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც ადმინისტრატორის მიერ “Apex ERP”-ის სალაროების მართვის მოდულიდან წვდომა აქვს აღნიშნულ ოპერაციაზე (მოლარე-ინკასატორი) საოპერაციო დღის დაწყებისას, განახორციელოს სალაროში "ფულის შეტანა". 

ფულის შესატანად გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება: 

 

სისტემაში არსებობს სალაროში ფულის შეტანის გამოყენების ორი ტიპი, რომელსაც უზრუნველყოფს ფანჯარაში განთავსებული გადართვის ღილაკი „თანხის წყობის გაშიფრვით“. 

თუ მითითებული არ გვაქვს ფულის შეტანა "თანხის წყობის გაშიფრვით" ფანჯარაში გვხვდება ერთადერთი აქტური სვეტი „მიღებული თანხა სულ“, სადაც იწერება სალაროში შეტანილი თანხა ჯამურად, თანხის სვეტის შევსების შემდეგ აქტიურდება ბრძანება შესრულება და მისი გამოყენებით ფიქსირდება უფლებამოსილი პირის მიერ სალაროში თანხის შენატანი, აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ეკრანზე გამოვა სალაროში თანხის შეტანის ოპერაციის ქვითარი ნახვის რეჟიმში, საიდანაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაბეჭდვა. 

 

„ფულის შეტანა“ ბრძანების გამოყენებისას, თუ დადგენილია სალაროში თანხის კუპიურების მიხედვით აღრიცხვა, მაშინ სალაროში თანხის შეტანაც უნდა აღირიცხოს კუპიურების მიხედვით. ამისათვის ფანჯარაში უნდა გამოვიყენოთ გადართვის ღილაკი „ თანხის წყობის გაშიფრვით“, შესაბამისად ფანჯარაში გააქტიურდება კუპიურების და მონეტების რაოდენობათა შესატანი სვეტები, სადაც მიეთითება კუპიურების და მონეტების რაოდენობა. კუპიურებისა და მონეტების სვეტებს ბოლოში აქვთ მაჯამებელი სვეტები, შევსების შედეგად სვეტების ბოლოში მოხდება შეტანილი თანხის დაჯამება, ხოლო მათი ჯამი კი ავტომატურად გადაიტანება სვეტში „მიღებული თანხა სულ“. კუპიურეტების და მონეტების სვეტების შევსების შემდეგ აქტიურდება ბრძანება შესრულება და მისი გამოყენებით ფიქსირდება უფლებამოსილი პირის მიერ სალაროში თანხის შენატანი, აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ეკრანზე გამოვა სალაროში თანხის შეტანის ოპერაციის ქვითარი ნახვის რეჟიმში, საიდანაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაბეჭდვა. 

 

თითოეულ გრაფაში ორჯერ დაჭერით ეკრანზე გამოვა კლავიატურის გამოსაყენებელი ფანჯარა სენსორული ეკრანის მქონე მონიტორისათვის: 

 

ფორმაში ასევე განთავსებულია გასვლის ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტულ პროგრამულ ინტერფეისში დაბრუნებას.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!