You are here: ფულის ამოღება
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ფულის ამოღება

საოპერაციო დღის დასრულებისას, აუცილებლობას წარმოადგენს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გზით, სალაროდან თანხის ამოღება (ინკასაცია). პროგრამა "ApexPos" ითვალისწინებს აღნიშნულ მდგომარეობას და შესაბამისად გაძლევთ საშუალებას, რომ უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც ადმინისტრატორის მიერ “Apex ERP”-ის სალაროების მართვის მოდულიდან წვდომა აქვს აღნიშნულ ოპერაციაზე (მოლარე-ინკასატორი) საოპერაციო დღის დასრულებისას, განახორციელოს სალაროდან "ფულის ამოღება". 

ფულის ამოღების ბრძანება გვხვდება მთავარი მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში, სისტემაში არსებობს სალაროდან ფულის ამოღების გამოყენების ორი ტიპი, რომელსაც უზრუნველყოფს ფანჯარაში განთავსებული გადართვის ღილაკი „თანხის წყობის გაშიფრვით“. 

ფულის ამოღებისათვის გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება: 

 

სისტემაში არსებობს სალაროში ფულის ამოღების გამოყენების ორი ტიპი, რომელსაც უზრუნველყოფს ფანჯარაში განთავსებული გადართვის ღილაკი „თანხის წყობის გაშიფრვით“. 

თუ მითითებული არ გვაქვს ფულის ამოღება "თანხის წყობის გაშიფრვით" ფანჯარაში გვხვდება ერთადერთი აქტური სვეტი "ამოღებული თანხა სულ“, სადაც იწერება სალაროდან ამოღებული თანხა ჯამურად, თანხის სვეტის შევსების შემდეგ აქტიურდება ბრძანება შესრულება და მისი გამოყენებით ფიქსირდება უფლებამოსილი პირის მიერ სალაროდან თანხის ამოღება, აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ეკრანზე გამოვა სალაროდან თანხის გატანის ოპერაციის ქვითარი ნახვის რეჟიმში, საიდანაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაბეჭდვა. 

 

„ფულის ამოღება" ბრძანების გამოყენებისას, თუ დადგენილია სალაროში თანხის კუპიურების მიხედვით აღრიცხვა, მაშინ სალაროდან თანხის ამოღება უნდა აღირიცხოს კუპიურების მიხედვით. ამისათვის ფანჯარაში უნდა გამოვიყენოთ გადართვის ღილაკი „ თანხის წყობის გაშიფრვით“, შესაბამისად ფანჯარაში გააქტიურდება კუპიურების და მონეტების რაოდენობათა შესატანი სვეტები, სადაც მიეთითება კუპიურების და მონეტების რაოდენობა. კუპიურებისა და მონეტების სვეტებს ბოლოში აქვთ მაჯამებელი სვეტები, შევსების შედეგად სვეტების ბოლოში მოხდება შეტანილი თანხის დაჯამება, ხოლო მათი ჯამი კი ავტომატურად გადაიტანება სვეტში "ამოღებული თანხა სულ“. კუპიურეტების და მონეტების სვეტების შევსების შემდეგ აქტიურდება ბრძანება შესრულება და მისი გამოყენებით ფიქსირდება უფლებამოსილი პირის მიერ სალაროდან თანხის გატანა, აღნიშნული მოქმედებების შესრულების შედეგად, ეკრანზე გამოვა სალაროში თანხის გატანის ოპერაციის ქვითარი ნახვის რეჟიმში, საიდანაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაბეჭდვა. 

 

თითოეულ გრაფაში ორჯერ დაჭერით ეკრანზე გამოვა კლავიატურის გამოსაყენებელი ფანჯარა სენსორული ეკრანის მქონე მონიტორისათვის: 

 

ფორმაში ასევე განთავსებულია გასვლის ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტულ პროგრამულ ინტერფეისში დაბრუნებას.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!