You are here: ოპერაციები > აქციები
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
აქციები

აქციები (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F8)-აქცია სავაჭრო დაწესებულებაში წარმოადგენს, ერთის მხრივ მომხმარებლისთვის საქონლის შეძენის სტიმულირებას, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოს რეალიზაციის ზრდას. ძირითადად აქციები ხორციელდება სადღესასწაულო დღეების წინა პერიოდში, ანუ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით (შესაძლებელია აქციის სახით საქონლის შეძენის სტიმულირება განპირობებული იყოს მომწოდებლების მოთხოვნით), შესაბამისად აქციით გათვალისწინებულ პერიოდში, საქონლის შეძენისას ფასდაკლება ვრცელდება ყველა მომხმარებელზე. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 

 

 

ფასდაკლების ბარათი-ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოჩნდება ფასდაკლების ბარათის გამოყენების შესაბამისი ფორმა: 

 

მოლარე-ოპერატორისათვის თითოეული საქონლის ფასდაკლების ხელით შესრულება საკმაოდ შრომატევადი საქმე არის, რაც გამოიწვევს მომხმარებლის მომსახურების დროის დიდ დანაკარგს და შესაბამისად მომხმარებლების უკმაყოფილებას (სალაროსთან არსებულ რიგებთან დაკავშირებით). აპექს-სალარო უზრუნველყოფს პრობლემების გადაჭრას აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით. ოპერაციის გამარტივების მიზნით, სისტემაში შესაძლებელია სტანდარტული ფასდაკლების გამოყენება, შესაბამისად საქონლის რეალიზაცია სისტემაში განხორციელდება ფასდაკლებით. საკმარისია აირჩიოთ საქონელი, რომლზეც ვრცელდება რეალიზაციის დროს აქცია, გამოიყენოთ სამუშაო მაგიდაზე განთავსებული ღილაკი "აქცია" და მიუთითოთ "ფასდათმობა %-ში", რეალიზაციის ფორმაში გაჩნდება დამატებითი სვეტი, სადაც გამოჩნდება აქციით გათვალისწინებული ფასდაკლების პროცენტი (მუშაობის დაწყების დროს (პირველი საქონლის ამორჩევისას) ფასდაკლების პროცენტის სვეტი არ გამოჩნდება, ვიდრე არ მოხდება საქონლის რაოდენობის დადასტურება „Enter“-კლავიშზე დაჭერით), ხოლო საქონლის ღირებულების სვეტში დაფიქსირდება ფასდაკლებული ღირებულება: 

 

საჩუქრის გაცემა- საქონლის საჩუქრად გასაცემად დააჭირეთ ღილაკს "საჩუქრის გაცემა", ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფანჯრის ზედა ნაწილი განკუთვნილი არის საქონლის საერთო ღირებულებისათვის და საქონლის ქულების მიხედვით შესაფასებლად. 

ფანჯარაში არის „სასაჩუქრე ბარათის N” სვეტი, სადაც შეგვიძლია შევიტანოთ დაგროვებითი ბარათის ნომერი (რომელი ბარათის ქულებითაც გაიცემა საჩუქარი), არასწორედ მითითების შემთხვევაში ეკრანზე გამოვა შეტყობინება რომ ბარათი ვერ მოიძებნა, თუ სისტემამ ამოიკითხა ბარათის ნომერი, მაშინ ფანჯარაში არსებული სვეტების შევსება მოხდება ავტომატურად, სვეტში „ საქონლის საერთო შეფასების (ქულები)“ გამოაკლდება სავარაუდოდ დაგროვილი ქულების რაოდენობას, ხოლო ბარათზე დარჩენილი ქულები აღირიცხება სვეტში „სავარაუდო ნაშთი საჩუქრის გაცემისას“. ოპერაციის შესასრულებლად აუცილებლობას წარმოადგენს შესრულების ღილაკის გამოყენება, რომელიც აქტიურდება დაგროვებითი ბარათის შემთხვევაში და ბარათზე არსებული საკმარისი ქულის შემთხვევაში, რის შედეგადაც ეკრანზე გამოვა ფანჯარა, გამაფრთხილებელი შეტყობინების სახით: 

 

თანხმობის ღილაკის გამოყენებით შესრულდება საქონლის საჩუქრად რეალიზაცია და ქვითარი ნახვის რეჟიმში, საიდანაც შესაძლებელია საჩუქრად რეალიზებული საქონლის ბეჭდვა. ქვითარში მოცემული არის ბარათის მფლობელის პირადი ინფორმაცია, საქონლის დასახელება, სარეალიზაციო ფასი და ა.შ. ქვითრის ქვედა ნაწილში ნაჩვენებია ბარათიდან დაქვითული ქულების რაოდენობა (მინუს ნიშნით). 

 

როდესაც დაგროვილი ქულების რაოდენობა არასაკმარისია საქონლის შესაძენად, მაშინ პროგრამას გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება და ველში "სავარაუდო ნაშთი საჩუქრის გაცემისას" გვიჩვენებს ქულების უარყოფით ნაშთს (წითელი ფერით), შესაბამისად შენახვის ღილაკი არ არის აქტიური: 

 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!