You are here: ოპერაციები > დიპლომატი
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
დიპლომატი

დიპლომატი (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F9)-საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობაზე საქონლის/მომსახურების მიწოდების განსხვავებული პირობები, კერძოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილი არის უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააჩნიათ სპეციალური სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუზველზეც ხდება დღგ-ის განაკვეთის შემცირება. 

პროგრამაში გათვალისწინებულია აღნიშნული პირობები. 

დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებზე საქონლის რეალიზაციის/მომსახურების დროს შეგიძლიათ გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ბრძანება ) , აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმაში არის ერთადერთი გრაფა, რომელიც წარმოადგენს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის, დამადასტურებელი საბუთის შესატან ნომერს, აღნიშნული სვეტის შევსების შემდეგ გამოიყენეთ შენახვის ღილაკი, სისტემაში თითოეულ სარეალიზაციო საქონელის ან მომსახურების ღირებულება შემცირდება სარეალიზაციო ღირებულებაში შემავალი დღგ-ის განაკვეთით (სარეალიზაციო ღირებულება გაიყოფა „1.18“-ზე)

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!