საქონლის დამატება სკანერის გამოყენებით:
„საქონლის რეალიზაცია სკანერის გამოყენებით“ ამარტივებს რეალიზაციის დროს მომსახურებას, ვინაიდან მოლარე-ოპერატორს არ უწევს სისტემაში შტრიხკოდის ხელით ჩაწერა, რაც ხდება მცირედ დროში და მომხმარებლის მომსახურება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად. სკანერის შტრიხკოდზე დანათებით საქონელი განთავსდება საქონლის სარეალიზაციო ფორმაში, ხოლო რაოდენობის სვეტში კი ავტომატურად მიეთითება ერთი, რაც მიანიშნებს, რომ სკანერის გამოყენება განხორციელდა ერთ ცალ საქონელზე. რაოდენობის გრაფაში შესაძლებელია რაოდენობის ხელით შეცვლა, თუ მოლარე-ოპერატორი დარწმუნებულია საქონლის შტრიხკოდების იდენტურობაში, ღილაკი “Enter”-ის გამოყენებით საქონლის რაოდენობა აისახება, სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში განთავსებული საქონლის რაოდენობის შესაბამის სვეტში. ფორმაში შესაძლებელია შეუზღუდავად დავამატოთ საქონელი, ხოლო მისაღები თანხის ჯამი დაფიქსირდება გრაფაში "ჯამი".
შეცდომის თავიდან ასაცილებლად, მოლარე-ოპერატორს შეუძლია სკანერი გამოიყენოს ერთიდაიგივე საქონელზე ცალკ-ცალკე (ანუ ერთი სახეობის საქონელზე დაანათოს იმდენჯერ, რა რაოდენობისაც არის ერთნაირი შტრიხკოდის მქონე საქონელი), შედეგად სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში გაჩნდება იმდენი სტრიქონი, რამდენჯერაც მოლარე-ოპერატორი განახორციელებს სკანერის შტრიხკოდზე დანათებას.
მომხმარებლის მიერ შესაძენი საქონლის სრულად გატარების შემდეგ, მოლარე-ოპერატორი იყენებს „Enter”-კლავიშს, კლავიშის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა დამატებითი ფანჯარა "გადახდის სახე":
ვირჩევთ ანგარიშსწორების ტიპს და ვუთითებთ თანხას, „Enter”-კლავიშის გამოყენებით მიმდინარე გადახდებში ჩაემატება გადახდის ტიპები, რის მიხედვითაც მოხდება ანგარიშსწორება.
„Enter”-კლავიშის განმეორებით გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოვა ამოსაბეჭდი ჩეკი ნახვის რეჟიმში:
ჩეკში მოცემულია ინფორმაცია, როგორც ორგანიზაციის რეკვიზიტების, ასევე რეალიზებული საქონლის შესახებ:
საქონლის დამატება სკანერის გარეშე:
პროგრამის მომხმარებლებს, საქონლის რეალიზაცია სისტემაში შეუძლიათ, როგორც სკანერის დახმარებით, ასევე სკანერის გარეშეც. კერძოდ, თუ არ აქვს სკანერი სავაჭრო ობიექტს, ან აქვს, მაგრამ კონკრეტული საქონლის რეალიზაციის დროს, სკანერმა ვერ შესძლო საქონლის შტრიხკოდის ამოკითხვა, მაშინ შტრიხკოდის შეტანა უნდა განახორციელოს მოლარე-ოპერატორმა ხელით, შტრიხკოდის სრულად შეტანის შემდეგ კი გამოიყენოს „Enter”- კლავიში, შედეგად საქონლის დასახელება, რაოდენობა და ფასი გამოჩნდება სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში. აღნიშნული მოქმედებების შესრულების შემდეგ, ოპერაცია გრძელდება იგივე თანმიმდევრობით, როგორც „საქონლის რეალიზაცია სკანერის დახმარებით“ მუშაობის დროს. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც ვერც მოლარე-ოპერატორი და ვერც სკანერი ვერ კითხულობს საქონლის შტრიხკოდს, ვინაიდან საქონლის შტრიხკოდის ციფრები ცუდად ან ნაწილობრივ მოჩანს. ასეთი შემთხვევის დროს, მოლარე ოპერატორმა კლავიატურის დახმარებით „*“-კლავიშით უნდა გამოიძახოს დამატებითი მენიუ:
მენიუში განთავსებული ბრძანებები უზრუნველყოფენ საქონლის სისტემაში მოძიებას.
სწრაფი კვება-ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოჩნდება საქონლის ცნობარი:
ფანჯარაში ინფორმაცია მოგვეწოდება „Apex ERP“-ის „ცნობარების“ მოდულში რეგისტრირებული საქონლის დასახელებების, კატეგორიების, შტრიხკოდების და კატეგორიის კოდების მიხედვით. ფანჯარა შედგება ორი ჩანართისაგან:
ერთი ჩანართიდან, მეორე ჩანართში საქონლის გადატანა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ვირჩევთ საქონელს "საქონლის სრული ჩამონათვალი“-ს ჩანართიდან და ვიყენებთ დამატების ბრძანებას (ბრძანება სისტემაში წარმოდგენილია შემდეგი სახით ) ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება:
თანხმობის ღილაკზე დაჭერის შედეგად, საქონელი დაემატება ჩანართში "ხშირად რეალიზებადი საქონელი".
"ხშირად რეალიზებადი საქონელი"-მოცემულია ხშირად რეალიზებადი სწრაფი კვების პროდუქტები, რომლის დამატებაც ხდება ზემოთ განხილული მაგალითის მიხედვით. საქონლის რეალიზაციისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს-, ხოლო სიიდან საქონლის ამოსაშლელად ღილაკს-. მოშლის ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
გადართვის ღილაკი უზრუნველყოფს საქონლის წაშლის ვარიანტის ამორჩევას, ხოლო თანხმობის ბრძანებით კი შესრულდება შესაბამისი ქმედება.
"ხშირად რეალიზებადი საქონლის" დასასინქრონიზებლად გამოიყენეთ ღილაკი- გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
თანხმობის გამოყენების ბრძანებით შესრულდება შესაბამისი ქმედება.
მარცხენა სვეტში ძებნა ხორციელდება საქონლის კატეგორიის კოდის და დასახელების მიხედვით, ხოლო მარჯვენა სვეტში საქონლის შტრიხკოდითა და საქონლის დასახელებებით.
„სწრაფი კვება" -ფანჯარაში არსებულ ორივე ჩანართში, სვეტების ქვემოთ განლაგებული არის ძებნის გადართვის ღილაკები, მათი გამოყენებით იცვლება თითოეული სვეტში ძებნის წესი. ორივე ჩანართისათვის გადართვის ღილაკები ცალკ-ცალკე არის წარმოდგენილი და მოქმედებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგალითად თუ კატეგორიის სვეტში გადართვის ღილაკები მიგვანიშნებს რომ ძებნა ხორციელდება „კოდით დაწყებული“, აუცილებლობას არ წარმოადგენს საქონლის დასახელების სვეტისათვის ძებნა იყოს ანალოგიური ფორმით. სასურველი კომბინაციით საქონლის მოსაძებნად გამოიყენეთ გადართვის შესაბამისი ღილაკები.
ხშირად რეალიზებადი-ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოჩნდება საქონლის ცნობარი:
ფანჯრის გამოტანისას ავტომატურად ვიმყოფებით ჩანართში „ხშირად რეალიზებადი საქონელი“. ფანჯარაში ინფორმაცია მოგვეწოდება „Apex ERP“-ის „ცნობარების“ მოდულში რეგისტრირებული საქონლის დასახელებების და შტრიხკოდების მიხედვით. ფანჯარა შედგება ორი ჩანართისაგან:
"ხშირად რეალიზებადი საქონლის" ჩანართის შევსება ხდება „საქონლის სრული ჩამონათვალის“ ჩანართიდან.
ერთი ჩანართიდან, მეორე ჩანართში საქონლის გადატანა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ვირჩევთ საქონელს "საქონლის სრული ჩამონათვალი“-ს ჩანართიდან და ვიყენებთ დამატების ბრძანებას (ბრძანება სისტემაში წარმოდგენილია შემდეგი სახით ) ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება:
თანხმობის ღილაკზე დაჭერის შედეგად, საქონელი დაემატება ჩანართში "ხშირად რეალიზებადი საქონელი".
"ხშირად რეალიზებადი საქონელი"-მოცემულია ხშირად რეალიზებადი სწრაფი კვების პროდუქტები, რომლის დამატებაც ხდება ზემოთ განხილული მაგალითის მიხედვით. საქონლის რეალიზაციისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს-, ხოლო სიიდან საქონლის ამოსაშლელად ღილაკს-. მოშლის ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
გადართვის ღილაკი უზრუნველყოფს საქონლის წაშლის ვარიანტის ამორჩევას, ხოლო თანხმობის ბრძანებით კი შესრულდება შესაბამისი ქმედება.
"ხშირად რეალიზებადი საქონლის" დასასინქრონიზებლად გამოიყენეთ ღილაკი- გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
თანხმობის გამოყენების ბრძანებით შესრულდება შესაბამისი ქმედება.
"პაკეტური"-ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოჩნდება საქონლის ცნობარი, რომელიც შექმნილია "Apex ERP"-ში:
რეალიზაციის დროს ვირჩევთ პაკეტის დასახელებას, რომელიც განთავსებულია ფანჯრის ზედა ნაწილში, ფანჯრის ქვედა ნაწილში კი ჩანს პაკეტური საქონლის შემადგენელი პროდუქტების ჩამონათვალი. პაკეტური საქონლის არჩევის შედეგად რეალიზაციის ფორმაში ჩაიყრება პაკეტური საქონლის შემადგენელი საქონლის ჩამონათვალი.
ფანჯრის გამოტანისას ავტომატურად ვიმყოფებით ჩანართში „ხშირად რეალიზებადი პაკეტური საქონელი“. ფანჯარაში ინფორმაცია მოგვეწოდება „Apex ERP“-ის „ცნობარების“ მოდულში რეგისტრირებული პაკეტური საქონლის დასახელებების და შტრიხკოდების მიხედვით. ფანჯარა შედგება ორი ჩანართისაგან:
"ხშირად რეალიზებადი პაკეტური საქონლის" ჩანართის შევსება ხდება „პაკეტური საქონლის სრული ჩამონათვალის“ ჩანართიდან.
ერთი ჩანართიდან, მეორე ჩანართში საქონლის გადატანა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ვირჩევთ საქონელს "პაკეტების სრული ჩამონათვალი“-ს ჩანართიდან და ვიყენებთ დამატების ბრძანებას (ბრძანება სისტემაში წარმოდგენილია შემდეგი სახით ) ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება:
თანხმობის ღილაკზე დაჭერის შედეგად, საქონელი დაემატება ჩანართში "ხშირად რეალიზებადი პაკეტები".
"ხშირად რეალიზებადი პაკეტები"-მოცემულია ხშირად რეალიზებადი პაკეტები, რომლის დამატებაც ხდება ზემოთ განხილული მაგალითის მიხედვით. საქონლის რეალიზაციისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს-, ხოლო სიიდან საქონლის ამოსაშლელად ღილაკს-. მოშლის ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
გადართვის ღილაკი უზრუნველყოფს საქონლის წაშლის ვარიანტის ამორჩევას, ხოლო თანხმობის ბრძანებით კი შესრულდება შესაბამისი ქმედება.
"სურათებით რეალიზაცია"-ბრძანების გამოყენებით, ეკრანზე გამოჩნდება საქონლის ცნობარი, რომელიც მოცემული არის შემდეგი სახით:
ფორმაში მოცემულია საქონლის კატეგორიები, ხოლო კატეგორიების მიხედვით მოცემულია საქონლის ჩამონათვალი, სადაც მოქმედებს ბრძანებები:
სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი დაემატება ფანჯრის ქვედა მარცხენა ცხრილში შემდეგი სახით:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|