You are here: ოპერაციები > გადადება
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
გადადება

გადადება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F6)-სავაჭრო ობიექტის სალაროსთან, ხშირად შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასტანდარტულ შემთხვევას. მაგ: მომხმარებელი შესაძენი საქონლით მიდის მოლარე-ოპერატორთან, შესაბამისად მოლარე-ოპერატორი ახორციელებს სალაროსთან მიტანილი საქონლის რეალიზაციას, მომხმარებელს ახსენდება, რომ კიდევ სურს სხვა საქონელის შეძენა, როდესაც სალაროსთან რიგია მყიდველის მიერ ახალი საქონლის მოსატანად წასვლა და მისთვის ლოდინი იწვევს გარკვეულ დისკომფორტს სხვა მომხმარებლებისგან, ასევე მოუხერხებელია და გარკვეული დრო სჭირდება სარეალიზაციო საქონლის წაშლას. სისტემა უზრუნველყოფს ასეთი პრობლემის მარტივად გადაწყვეტას, რათა არ შეფერხდეს კლიენტების მომსახურება, კერძოდ მოლარე-ოპერატორი ასრულებს ოპერაციას „ჩეკის გადადება“ და ემსახურება სალაროსთან მყოფ სხვა მომხმარებლებს, შესაბამისად ამ პერიოდში სალაროს მუშაობა არ ჩერდება, მოლარე-ოპერატორს შეუძლია რამდენიმე ჩეკის გადადება (რაოდენობა შეზღუდული არ არის). საქონლის დასამატებლად წასული მომხმარებლის დაბრუნებისას კი მოლარე-ოპერატორი გამოიძახებს „გადადებულ“ ჩეკს, დაამატებს ახალ საქონელს ჩამონათვალში და დაასრულებს ოპერაციას. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფანჯარა: 

 

ფანჯარაში არის ორი სვეტი „ჩეკის მიმდინარე ნომერი“ და „ჩეკის ალტერნატიული ნომერი“. „ჩეკის მიმდინარე ნომერი“ სისტემა ანიჭებს მიმდინარე ნომერს ავტომატურად, „ჩეკის ალტერნატიული ნომრის“ სვეტში კი მოლარე-ოპერატორი უთითებს ჩეკის ნომერს, რომლითაც შემდეგ მოიძიებს გადადებული ჩეკების ჩამონათვალში. ალტერნატიული ნომრის მითითების შემდეგ ფანჯარაში აქტიურდება ბრძანება „შესრულება“, რომლის გამოყენებაც გულისხმობს ჩეკის გადადებას, შედეგად ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც განთავსებული იქნება ჩეკები ძირითადი და ალტერნატიული ნომრებით. 

მომხმარებლის სალაროსთან დაბრუნების შემდეგ, მოლარე-ოპერატორმა უნდა მოახდინოს გადადებულ ჩეკებში შესვლა, მოიძიოს მისთვის გადადებული ჩეკი, რომელსაც უზრუნველყოფს მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ღილაკი "გადადება". აღნიშნული ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოვა გადადებული ჩეკების ჩამონათვალი: 

 

ფანჯარიდან ხდება შესაბამისი ჩეკის სტრიქონის დაფისირება, „ჩეკის ალტერნატული N” ან Enter-ღილაკის დახმარებით მოლარე-ოპერატორი განახორციელებს გადადებულ ჩეკში დაბრუნებას, საიდანაც უკვე შეუძლია საქონლის დამატება და საქონლის რეალიზაცია.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!