You are here: ოპერაციები > გაბათილება
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
გაბათილება

გაბათილება (სწრაფი ფლავიშის კომბინაცია-F5)-საკონტროლო სალარო აპარატზე შეცდომით ამობეჭდილი ფაქტის დაფიქსირებას თან უნდა ერთვოდეს დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმის აქტი. 

შეცდომით გატარებული რეალიზაციის შესაცვლელად (გასწორების მიზნით) გამოიყენება სამუშაო მაგიდის მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება "გაბათილება" ( ჩეკის გაუქმება). 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 

 

ფორმაში "გაბათილების" ოთხი ვარიანტი არის წარმოდგენილი, რომლის არჩევაც გადართვის ღილაკით არის შესძლებელი:

  • რეალიზებული საქონლის;
  • დაბრუნებული საქონლის;
  • გაცემული საჩუქრის;
  • დაბრუნებული საჩუქრის.
ოპერაციის არჩევა ხდება იმის მიხედვით, რომელი ოპერაციის გაბათილებასაც ვახდენთ, ანუ რა სახით არის საქონლის მომხმარებლისთვის მიწოდება ან მომხმარებლისგან დაბრუნება განხორციელებული (საქონელი, საჩუქარი). ფანჯრის გახსნისას გადართვის ღილაკი ავტომატურად მიანიშნებს "რეალიზებული საქონლის გაბათილება"-ს, გადართვის ღილაკის დახმარებით აირჩიეთ ის ოპერაცია, რომლის გაბათილებასაც ახდენთ. სვეტი ჩეკის ნომერი განკუთვნილია გასაუქმებელი ჩეკის ნომრის მისათითებლად, რათა სისტემამ შესძლოს აღნიშნული ჩეკის მოძიება. „შესრულება“ ბრძანების ან “Enter”-კლავიშის გამოყენებით ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, შემდეგი სახით: 

 

გაბათილების ოპერაციის დასრულების და სისტემაში ასახვისათვის გამოიყენეთ ღილაკი „კი“. 

პროგრამა ზღუდავს დაბრუნებული ჩეკის განმეორებით დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში ეკრანზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება: 

 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!