You are here: მომხმარებლები
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
მომხმარებლები

პროგრამის მომხმარებლები

"ApexPos" პროგრამას შეიძლება ჰყავდეს რამოდენიმე მომხმარებელი, რომელთაც შესაძლებელია მივანიჭოთ სხვადასხვა უფლებები, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. მომხმარებლისათვის უფლების მინიჭება ხდება „Apex ERP“-ის პროგრამის სალაროების მართვის მოდულის საშუალებით (მაგ: ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს რეალიზაცისს ოპერაციის წარმოების უფლება, ზოგიერთს სალაროდან თანხის ამოღების შესაძლებლობა, სალაროს შევსება და ა.შ.) 

თითოეულმა მომხმარებელმა "ApexPos" სისტემაში შესასვლელად “Desktop”-ზე უნდა აირჩიოს შესაბამისი პიქტოგრამა: 

 

პროგრამაში შესვლისას მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მისთვის სისტემაში შესასვლელი სახელის და პაროლის გამოყენება. სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს პროგრამიდან გაუსვლელად განვახორციელოთ სისტემაში შესვლა სხვა სახელით, მოგეხსენებათ მოლარე-ოპეატორს, რომელიც ემსახურება მომხმარებლებს არ აქვს სალაროდან ფულის ამოღების ოპერაცისს შესრულების უფლება, ამ დროს მოლარე-ინკასატორს, რომელსაც აქვს აღნიშნული ოპერაციის შესრულების უფლება, ცვლის დახურვამდე პროგრამიდან გაუსვლელად შეძლებს თავისი სახელით და პაროლით სისტემაში შესვლას და ოპერაციის განხორციელებას. ანალოგიურად შეუძლიათ პროგრამის სხვა მომხმარებლებს შეასრულონ ის ოპერაციები, რომელზედაც მათ აქვთ უფლებები. 

გახსნილ პროგრამაში სხვა სახელით შესასვლელად გამოიყენეთ მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანება: 

 

აღნიშნულ ბრძანების ღილაკზე დაჭერის შედეგად ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

  • მომხმარებელი-გრაფაში უთითებთ მომხმარებლის სახელს;
  • პაროლი-გრაფაში უთითებთ მომხმარებლის პაროლს;
  • კლავიატურა-ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოვა კლავიატურის გამოსაყენებელი ფანჯარა სენსორული ეკრანის მქონე მონიტორისათვის:
  • ჩამოსაშლელი ღილაკი-ღილაკის გამოყენებით ხდება მომხმარებლის პაროლის შეცვლა, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:
      • მომხმარებელი-გრაფაში უთითებთ მომხმარებლის სახელს;
      • პაროლი-გრაფაში უთითებთ მომხმარებლის ძველ პაროლს;
      • ახალი პაროლი;
      • გაიმეორეთ ახალი პაროლი.

აღნიშნული ინფორმაციის შევსების შედეგად მომხმარებელი პროგრამაში შესვლის დროს გამოიყენებს ახალ პაროლს. თითოეული მომხმარებლისათვის, პროგრამის ინტერფეისში აქტიური იქნება ის ბრძანებები, რომელი ოპერაციის (ოპერაციების) შესრულებაზეც აქვს უფლება კონკრეტულ მომხმარებელს. უფლებების მინიჭება ხდება, “Apex ERP”-ის პროგრამაში მოდულიდან "სალაროების მართვა", ბრძანებით "უფლებების შაბლონი";

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!